არქივი

შარბათი-გამაგრილებელი სასმელი ყვავილების არომატით

72399ce5ab14
როცა ზაფხულის მწველი სიცხე აუტანელი ხდება, ყინულიან შარბათზე უკეთესი გამაგრილებელი სასმელი არაფერია. ეს ღმოსავლური სასმელია-ხილის, სხვადასხვა მცენარის ფოთლის ან ბოლქვის წვენი ყინულით. აღმოსავლელები მას ეთაყვანებიან,სამზარეულოში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. ფრანგებსაც ძალიან უყვართ, თუმცა მას სორბეთს ეძახიან. სორბეთს, შარბათისაგან განსხვავებით, ზოგჯერ რძისგანაც კი ამზადებენ. სულთნების სასახლეებში ამ გასაოცარი სასმელით ბევრი აღფრთოვანებულა. იგი აღმოსავლური ეგზოტიკის ერთ-ერთი ელემენტია. არაბული ჰგონიათ, თუმცა არსებობენ, რომ ამ სასმელის დამზადება არაბებმა ჩინელებისგან ისწავლეს.

72399ce5ab14
ჩინელების საიდუმლო
ჩინელები თაფლით დამტკბარ სხვადასხვა ხილის წვენს მთიდან ჩამოტანილ ყინულს ამატებენ. სავაჭრო გზებისა და გაცხოველებული მიმოსვლის წყალობით, ეს სასმელი არაბებმაც იგემეს. მოეწონათ და გადაწყვიტეს, რომ იგი მათI ცხელი ქვეყნებისთვის უფრო შესაფერისი იყო, მაგრამ დამზადების საიდუმლო ვერაფრით გაიგეს- ჩინელებმა რეცეპტი არ გათქვეს. გავიდა ხანი და , იტალიელი მარკო პოლოს წყალობით, რეცეპტი მთელს ევროპაში გახდა ცნობილი. მისი დამზადება არაბებმაც ისწავლესდა სახელად შარბათი უწოდეს, რაც არაბულად სასმელს ნიშნავს. სხვა ქვეყნების სამზარეულოებშიც ამ სახელით შევიდა. მოგვიანებით მას ერთმა ფრანგმა მზარეულმა რძე, ნაღები და კვერცხის ცილა დაუმატა. მაშ შემდეგ სამეფო კარის მიღებებზე იგი შეუცვლელი სასმელი გახდა. როგორც ამბობენ, ნაყინის იდეაც შარბათიდანაა ნასესხები, თუმცა ნაყინი სულაც არ ჰგავს იმ დესერტს, რომელსაც ჩინელები და არაბები საუკუნეების მანძილზე ამზადებდნენ.

b04b61a31a8a
მუსლიმანების სასმელი
შარბათი სხვადასხვა ტიპისაა. ტაჯიკური – სქელია, ბევრი წვენი და შაქარი აქვს. აზერბაიჯანული კი გაცილებით თხელი. წყლით მეტად არის გაზავებული, ნაკლები შაქარი და მეტი არომატული ნივთიერებები აქვს, მაგალითად, ვარდის ზეთი, მიხაკი და დარიჩინი. ეს აზერბაიჯანულ შარბათს განსაკუთრებულ გემოს აძლევს. იგი ხილის ბუნებრივი გემოსაგან განსხვავებულია. თურქეთში შარბათს არამხოლოდ ხილით, არამედ ყვავილებით, თხილით, კაკლითა და სხვადასხვა მცენარის ფოთლებითაც ამზადებენ, და როგორც წესი, მიხაკსა და დარიჩინსაც უმატებენ. ოტომანების იმპერიის დროს სასახლეში დიდი რაოდენობით შარბათი იყო. მათ გრილ ადგილას ინახავდნენ. დღეს თურქეთში ეგზოტიკურად მიიჩნევენ ნუშის, ნესვის თესლისა და პიტნის შარბათს. თურქები ალკოჰოლურ სასმელებს არ სვავენ და ამის გამო შარბათი მათთვის შეუცვლელია. მას ნებისმიერ დროს სვავენ. ევროპელმა მოგზაურებმა ჯერ კიდევ მე-17 საუკუნეში ღწერეს შარბათის გამყიდველები. ერთ დროს ძალზე კოლორიტული ფიგურა იყო სტამბულის ქუჩებში შარბათის თავსაბურავიანი გამყიდველები, რომელსაც ეს სასმელი ზურგით დაჰქონდათ, ყველა მსურველს უსხამდნენ და შემდეგ ყინულის ნატეხსაც უმატებდნენ. ამ სასმელის მომზადება დიდ ხელოვნებად ითვლება და აღმოსავური ტკბილეულის ოსტატებს შორის შარბათის დამამზაადებლებს განსაკუთრებული ადგილი ეკავათ. მათ ქალაქის ყველაზე ცნობილ ადგილებში ჰქოდნათ მაღაზიები. მოსახლეობის შეძლებული ფენის შარბათი გაცილებით მეთ წვენს შეიცავდა, ღარიბებისა კი მარტივი იყო. დაბადების დღეს, ნიშნობაზე და ქორწილებში კი განსაკუთრებული წესებით ამზადებდნენ.

b0f80b6ccc0f

5abef76ce7f2

46423da623d5

boy_g

i love ucnauri.com

მსგავსი ამბები

Back to top button