საკითხავისასარგებლო

მსოფლიო რელიგია

Image Hosted by ImageShack.us
რელიგიამდელი ეპოქა ეს არის პერიოდი ადამიანის გაჩენიდან პირველი რელიგიური წარმოდგენების შექმნამდე. ადამიანის გამოჩენას მეცნიერება ვარაუდობს 2,5 მლნ წლის წინ. პირველი მითოლოგიური და რელიგიური წარმოდგენები, პრიმიტიული სახით, სავარაუდოდ 35-40 ათასი წლის წარმოიშვა. ეს დამტკიცებულია არქეოლოგიური, ეთნოგრაფიული, ისტორიული ენათმეცნიერების მონაცემებით. სოციოლოგთა აზრით, ეს იყო დრო, როდესაც არავითარი საზოგადოებრივი შეგნება, კულტურა, გაერთიანება არ არსებობდა. რელიგია თითქოს უეცრად შეიქმნა და იყო გიგანტური ნაბიჯი ადამიანთა საზოგადოების ისტორიაში. არქეოლოგიური მასალებით მტკიცდება, რომ ადამიანმა ბუნების ძალებთან ბრძოლაში, ცეცხლის გაჩენის, მოვლის, შენახვის და სხვა მონაპოვრის შედეგად შექმნა თავისი სახე, საზოგადოებრივი ცხოვრების ნორმები, ზნეობრივი კანონ-წესები, და ამ პროცესში ხდებოდა რელიგიის ჩამოყალიბება.
ადამიანი ვერ ეგუებოდა გარემო პირობებს, არ სურდა შერიგენოდა სიკვდილს და დაიწყო ღმერთის ძებნა. პირველი რელიგიური წარმოდგენა იყო:

ანიმიზმი-ბუნების გასულიერება, ანუ ბუნების ძალთა თაყვანისცემა ( ჭექა ქუხილი, წვიმა და ასე შემდეგ)

ფეტიშიზმი_(პორტუგალიური სიტყვა “ფეტისსოდან” – მაგიური ნივთი თილისმა) – ირგვლივ არსებული სამყაროს გაღმერთება – ქვები , ხეები , მთები, ტყეები , კერპები.

ტოტემიზმი_ფლორისა და ფაუნის თაყვნისცემა
შემდეგი ეტაპი წარმართულ რელიგიაში იყო საბეიზმი (ებრაული სიტყვა “საბადან” – ვარსკვლავის ძალა) – ზეციურ მნათობტა გაღმერთება.
შემდგომ ზოოლატრია ანუ ზოოთეიზმი (ბერძნული სიტყვა “ზოოდან” – ცხოველი , ლატრია – თაყვანისცემა) – ცხოველთა სამყაროს წარმომადგენელთა გარმერთება.

ანტროპომორფიზმი _( ბერძნული სიტყვა “ანთროპოსიდან” – ადამიანი ) ადამიანისა და მის სულიერ თვისებათა გაღმერთება. ამის შედარებით სრულყოფილი სახეა ბერძნულ-რომაული რელიგიები.

ბრაჰმანიზმი (სანსკრიტული სიტყვა “ბრაჰმადან”) ინდური რელიგია. ეს არის ადამიანის მცდელობა მოსწყვიტოს ღმერთის იდეა მგრძნობელობით წარმოდგენებს და აამაღლოს უფრო სულიერ გაგებამდე.

შამანიზმი – მაგიური სწავლება სულებთან გაცნობიერებულ ურთიერთქმედებაზე. მასზე დაფუძნებულია ჩრდილოეთ ციმბირის, შორეული აღმოსავლეთის და ამერიკის ინდიელების ტრადიციული რელიგიები.

ბუდიზმი _ ბუდიზმმა ბრაჰმანისტული განუსაზღვრელი უფორმო სიცარიელე – “რაღაც” აქცია “არაფრად” , ფაქტიურად უარყო ბრაჰმანისტული წარომდგენები ღმერთზე და გააღმერთა ბუდა – ზებუნებრივი თვისებიტ დაჯილდოებული ადამიანი.
ასეთია წარმართულ რელიგიურ სწავლებათა ძირითადი სახეები : მათში ნათლად ჩანს, რომ ადამიანი ერთის მხრივ მუდმივად ცდილობს ბუნებრივი სულიერი მოთხოვნილების დაკმაყოფილებას, მეორე მხრივ – ადამიანს არ შესწევს უნარი საკუთარი ძალებით განსაზღვროს, რომელია ჭეშნმარიტი რელიგია…

ეს ამჯამად არსებული მსოფლიო რელიგიების რუკა

Image Hosted by ImageShack.us

გთხოვთ დატოვოთ თქვენი აზრი ფორუმზე.

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close