არქივი

რომელი სტიქიის ქვეშ დაბადებული ადამიანია დაჯილდოებული პრობლემებთან შეგუების უნარით და რა კავშირი აქვს მას წლის დროებთან

ff002ebe702a

აღმოსავლური ასტროლოგია, მათ შორის ჩინური და იაპონური ზოდიაქო, არც ისე მარტივია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს.
იგი შედგება თორმეტწლიანი ხუთი ციკლისგან. თითოეული წელიწადი, რომელიც გარკვეული ცხოველების ფსიქოტიპით ხასიათდება და თორმეტ წელიწადში ერთხელ მეორდება, ერთმანეთის ზუსტი ანალოგი არ არის, რადგან სამოცწლიანი კალენდრის მთლიან წრეში თითოეული ცხოველი ხუთჯერ იცვლის ასტროლოგიურ სტიქიას. სტიქიათა ცვლის რიგითობა კი ასეთია: ხე, ცეცხლი, მიწა, ლითონი, წყალი. ამგვარად, არსებობს ნიშანთა სამოცი განსხვავებული ქვეტიპი. ცალკეული სტიქიის ზეგავლენა ძლიერდება წლის გარკვეულ პერიოდში, მაგალითად: ხის – გაზაფხულზე, ცეცხლის – ზაფხულში, ლითონის – შემოდგომაზე, წყლის – ზამთარში. გამონაკლისია მიწის სტიქია, რომლის ზეგავლენა თანაბრად სტაბილურია მთელი წლის განმავლობაში. სხვადასხვა სტიქია ერთი და იმავე ცხოველის ხასიათს განსხვავებულ ელფერს აძლევს. მაგალითად, ხე იძლევა სიმტკიცესა და ნაყოფიერებას. მისი ღრმა ფესვები ტრადიციებისა და ადათ-წესების პატივისცემის მაჩვენებელია; ცეცხლი ადამიანს ანიჭებს აქტიურობას, გარკვეულწილად ეგოიზმს, რამეთუ ყველაფერს წვავს. მიწა არის მარჩენალი, მზრუნველი; ლითონი იძლევა ნებისყოფას, ამტანობას, სიმტკიცეს, წყალი აძლიერებს ურთიერთგაგებას, პრობლემებთან შეგუების უნარს. ამავე დროს, წყალი ფლობს ბობოქარი ძალის თვისებებს. შეგვიძლია, ეს ხუთი სტიქია განვიხილოთ, როგორც ძალები, რომლებიც ბუნებაზე მუდმივ ზემოქმედებას ახდენენ.

ხის სტიქიას განეკუთვნება დილა და გაზაფხული. მისი თვისებებია: სილამაზე, ელეგანტურობა, მიზანსწრაფვის, შემოქმედებისა და შთაგონების უნარი. მისი ზეგავლენით; შესაძლოა, კარგი მხატვარი ან პოეტი გახდეთ. იმ შემთხვევაში, თუ ხის სტიქია მართავს თქვენი დაბადების წელიწადს, დიდია ალბათობა, რომ იყოთ მაღალი, გამხდარი, ლამაზი თვალებით და გამჭოლი მზერით. ხის სტიქია მართავს ღვიძლს და თვალებს. მისი შესაბამისი ფერებია მწვანე და ლურჯი.

ცეცხლის სტიქიას განეკუთვნება შუადღე და ზაფხული. მისი თვისებებია: სილამაზე, მხიარულება, ბედნიერება. ამ სტიქიის ადამიანები გამოირჩევიან ბრძოლის უნარიანობით. უმეტესად, მათ აქვთ არწივისებური ცხვირი, ხშირი თმა. ცეცხლი მართავს გულს და სისხლს. მისი ფერია წითელი.

მიწას განეკუთვნება შუადღის შემოდგომა, დროის მონაკვეთი საღამომდე. ხოლო მისი ზეგავლენა მთელი წლის განმავლობაში გრძელდება. მიწის თვისებებია: ნაყოფიერება, შრომისუნარიანობა, სტრატეგიული აზროვნება. მისი ზეგავლენით, შესაძლოა, კარგი ბიზნესმენი გახდეთ. მიწის სტიქიის ადამიანთა დამახასიათებელი ნიშნებია სქელი წარბები და ბრტყელი მუცელი, ის მართავს პირის ღრუს და ელენთას. შესაბამისი ფერია ყვითელი.

ლითონს განეკუთვნება საღამო და შემოდგომა. მისი თვისებებია: აქტიურობა და სიჯიუტე. გარეგნულად ამ სტიქიის ადამიანს ხშირ შემთხვევაში აქვს ლამაზი კბილები, კვადრატული ფორმის სახე და პატარა ხელები. იგი კარგად ამჟღავნებს თავის შესაძლებლობებს იურისპრუდენციასა და პოლიტიკაში. ლითონის ფერია თეთრი. ის მართავს კანს და ფილტვებს.

წყალს განეკუთვნება ღამე და ზამთარი. ამ სტიქიის ადამიანი ხასიათდება მშვიდი, გულცივი ბუნებით და შინაგანი ძალით. მას ხშირ შემთხვევაში აქვს დიდი და ძლიერი ხელები, მსხვილი ტუჩები და ტალღისებრი თმა. წყლის სტიქია მართავს თირკმელსა და ყურებს. მისი ფერებია შავი და მუქი ლურჯი.

ამ ხუთი ასტროლოგიური სტიქიის რიგითობა შემთხვევითი არ არის. ხე კვებავს ცეცხლს; ცეცხლი ათბობს მიწას; მიწა, თავის მხრივ, გამოყოფს ლითონს, რომელიც გამოიწრთობა წყალში; წყალი კი კვებავს ხეს.

მსგავსი ამბები

Back to top button