საკითხავისასარგებლო

იცოდით, რომ…

5ceb91c68d35

ბევრი ისეთი ფაქტია, რომ ბევრ თქვენგანს არ ეცოდინება :ae:

…რომანოვების ოჯახის დაცემამდე და დახვრეტამდე რამდენიმე წლით ადრე მათი მფარველი თედორეს ღვთისმშობლის ხატიდან ღვთისმშობლის გამოსახულება გაქრა…

…ვერმახტის ერთადერთი არაგერმანული ლეგიონი, რომელსაც რკინის ჯვრის ტარების უფლება ჰქონდა, ქართული ლეგიონი იყო…

…ბანგკოკის სრული სახელი “კრუნ თხეფ მაჰანკხონ ამონ რატტანაკოსინ მაჰიტარაიუტთხაია მაჰადილოკ ფხოპ ნოპპარატ რატხატანი ბურირომ უდომრათჩანივეტ მაჰასტან ამონ პიმან ავატან სათით საკკათხატთია ბიტსანუკამ” 19 სიტყვისა და 158 ასოსგან შედგება და დედაქალაქის ყველაზე გრძელი სახელია…

…საზოგადოებაში დამკვიდრებული აზრის მიუხედავად, ფრინველები, ისევე როგორც ძუძუმწოვრები, ქვეწარმავლები და ამფიბიები, ცხოველები არიან…

…ბარაკ ობამამ თავის ერთ-ერთ ქალიშვილს ალექსანდრე პუშკინის მეუღლის ნატალია გონჩაროვას საპატივცემლოდ დაარქვა სახელი…

…გალაკტიონ ტაბიძემ ერთ–ერთი უგრძესი ქართული სიტყვა “გადაინდუსტრიალებულთაგანისებურია” მოიგონა და ამ სიტყვაზე ერთკუპლეტიანი ლექსი დაწერა…

…თბილისის ერთ-ერთ ქუჩას აზერბაიჯანის დედაქალაქის სახელი ჰქვია, ხოლო ბაქოში თბილისის სახელობის პროსპექტი არსებობს….

…„მიჭმიე“ ქართულ ენაში ერთადერთი ოთხპირიანი (შენ, მე, მას, ის) ზმნაა…

…ღამურა ერთადერთი ძუძუმწოვარი ცხოველია, რომელსაც ფრთები აქვს და დაფრინავს…

…ნეპალის სახელმწიფო დროშა ერთადერთია მსოფლიოს სახელმწიფო დროშებიდან, რომელსაც მართკუთხედის ფორმა არ აქვს…

…პალიასტომი ერთადერთი მლაშე წყლიანი ტბაა საქართველოში…

…ერთადერთი სუვერენული სახელმწიფო, რომელიც გაეროს წევრი არ არის, ვატიკანია…

…პლუსისა და მინუსის აღმნიშვნელი ნიშნები „+“ და „–“ პირველად გერმანელმა მათემატიკოსმა იოჰანეს ვიდმანმა გამოიყენა საკუთარ ნაშრომში Mercantile Arithmetic…

…1898-1902 წლებში მოქმედი გაზეთი „ქურთისტანი“ (Kurdistan) პირველი ქურთულენოვანი გაზეთი იყო…

…უკრაინის ქალაქი სლავუტიჩი ჩერნობილის კატასტროფის შემდეგ თავიდან ააშენეს…

…ირანი ერთადერთი სახელმწიფოა, სადაც შიიზმი სახელმწიფო რელიგიაა…

…რემბრანდტის ფერწერული ტილო „დანაე“ მძიმედ დაზიანდა, როდესაც ერთ-ერთმა მნახველმა მუზეუმში მას გოგირდმჟავა შეასხა 1985 წლის 15 ივნისს…

…ბენჯამინ ფრანკლინის პორტრეტი გამოსახული ასდოლარიან კუპიურაზე ფრანგი მხატვარი ჟოსეფ დუპლესის დახატულია…

…აკუაბა თოჯინებია, რომლებსაც ტრადიციისამებრ განელი ქალები, რომლებსაც დაფეხმძიმება სურთ, ზურგით ატარებენ…

…კანონით შეზღუდვების გამო სანქტ-პეტერბურგის პირველი ელექტრიფიცირებული ტრამვაი ქალაქის ქუჩების ნაცვლად ზამთრის სეზონზე ყინულით დაფარულ მდინარე ნევაზე მოძრაობდა…

…ნობელის მშვიდობის პრემია აშშ–ის სამ პრეზიდენტს მიენიჭა თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში: 1908 წელს თეოდორ რუზველტს, 1919 წელს ვუდრო უილსონს, 2009 წელს კი ბარაკ ობამას…

…დღევანდელი ანბანური დამწერლობებიდან ყველაზე ნაკლებასოიანია ჰავაის ანბანი, გავრცელებული ჰავაის კუნძულებზე, რომელიც მხოლოდ 12 ასო–ნიშანს შეიცავს…

…სომხური ხვლიკების ყველა წარმომადგენელი მდედრია…

…ფრანგული ენა მსოფლიოს 31 ქვეყნის ოფიციალური ენაა…

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close