გამოგონებასაკითხავისასარგებლო

კორსეტი

5d5e9d68331f

თუ ერთხელ მაინც გაჭედილხართ ლიფტში, ალბათ ბუნდოვნად შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რას ნიშნავს კორსეტის მარწუხებში მოქცევა. თავდაპირველად ისეთი შეგრძენება გეუფლებათ, თითქოს ჰაერი არ გყოფნით, რის გამოც პანიკაში ვარდებით.
შესაძლოა ქალის გარდერობის ეს ატრიბუტი ცოტა სულელურადაც მოგეჩვენოთ, მაგრამ მოდის ტენდენციების მრავალჯერ შეცვლის მიუხედავად ,  ქალბატონები კორსეტთან განშორებას მაინც არ ჩქარობენ.  ძნელია იმის თქმა, რატომ ინარჩუნებენ ქალები კორსეტის მიმართ  ერთგულებას. 2009 წელს ძნელია თანამედროვე იმიჯსა და კორსეტს შორის რაიმე საერთოს გამოძებნა.შესაძლებელია ერთდროულად ემანსიპაციისა და უწვრილესი წელისკენ მივისწრაფვოდეთ?

e16e5a20079e

ძველ საბერძნეთში ქალბატონები მკერდქვემოდ სპეციალურ ქსოვილს – სტაფიონს იხვევდნენ, რათა  სხეული უფრო სრულყოფილი გამოჩენილიყო. მოგვიანებით მათ შემოსახვევი ნაჭრის მოცულობა გაზარდეს და ზონრებიც დაამატეს.

4f8ee3476316

e27d6de4522a

სტაფიონის დანიშნულება მარტო ეს არ იყო, ის ქმრებს ეხმარებოდა ცოლების ერთგულების შენარჩუნებაში.კორსეტიანი ქალები  თანამეცხედრის ღალატს გულშიც ვერ გაივლებდნენ. კორსეტის ზონრებს სპეციალურად ამ საქმისთვის დაქირავებული მსახურები კრავდნენ,რომლებიც ყველაზე მაღალ ანაზღაურებას იღებდნენ. ჩაცმის პროცედურას 2 საათი სჭირდებოდა, გახდასაც დაახლოვებით იგივე დრო. შეყვარებულ მამაკაცს მარტო მოთმინება და გრძნობა კი არ უნდა ჰქონოდა არამედ მოქნილი ხელებიც, რადგან დილით ქალი ისევ კორსეტში იყო ჩასასმელი. განსაკუთრებით ეჭვიანი ქმრები ცოლების დილის ტუალეტს ესწსებოდნენ და კორსეტის ბოლო ზონარს თავად კრავდნენ,საღამოს კი ამოწმებდნენ მათ მიერ შეკრული ზონარი ხომ არავის გაუხსნია-ერთიდაიმავე კვანძის გამეორება პრაქტიკულად შეუძლებელი იყო.

f9509ba96257

6d4c50cb924f

XIX ს-ის ბოლოს კორსეტების წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყო. ექიმებმაც დაამტკიცეს რომ იგი ჯანმრთელობისთვის მავნე იყო. რენტგენის გამოგონების ჩემდეგ, ქალბატონისა დაგლეხის გოგონას გამოკვლევა ჩატარდა. აღმოჩნდა, რომ ქალბატონს , რომელიც 14 წლიდან კორსეტს ატარებდა 4 ნეკნი დეფორმირებული ჰქონდა. კორსეტის ტარების დროს ქალის სხეული სხვადასხვა დაზიანებას იღებდა, ხშირად მისდიოდათ გული, რომ არაფერი ვთქვათ ფეხმძიმობის დროს დასახიჩრებულ და მოკლულ ბავშვებზე.  მრავალი ადამიანი ეწინააღმდეგებოდა კორსეტს. საბოლოოდ 1874წ კორსეტები ცეცხლის ალს მისცეს.

55a92c1d228e

0c40f9c3cf4a

94b4245c5887

იმის საფრთხე ,  რომ კორსეტებმა 21-ე საუკუნე დაიპყრონ , მცირეა.  სრულყოფილი სხეულის მსურველი ქალები პლასტიკურ ქირურგიას მიმართავენ, თუმცა ისინი ვინც კორსეტი  ერთხელ მაინც მოსინჯა აცხადებენ, რომ სხეულის იმ ფორმას რასაც კორსეტი ქალბატონებს სთავაზობს ვერანაირი ოპერაციით და კოსმეტიკით ვერ მიაღწევ.

მსგავსი ამბები

Back to top button