საკითხავისაქართველო

ჯანსუღ ჩარკვიანის ლექსი

065cb7aa69f5

საინტერესო ლექსია :lol2:

პირველად საქართველოში შეარემონტეს “კრიშა”,
პირველად საქართველოში დემოკრატია იშვა.
პირველად საქართველოში უეკლოდ კრიფეს ვარდი,
პირველად საქართველოში ვარდს და ნეხვს ერთურთს ვადრით.
პირველად საქართველოში ვუყურებთ ნამდვილ პატრულს,
პირველად საქართველოში ვხვდებით ჯარისკაც ნატრულს.
პირველად საქართველოში რუსეთს გავცილდით დროზე,
პირველად საქართველოში ბუშმა იცეკვა დოლზე,
პირველად საქართველოში ლობიო ეტრფის ქოთანს,
პირველად ჩვენმა “დინამომ” წააგო ზესტაფონთან.
პირველად საქართველოში სირზე ვკიდივართ ოსებს,
პირველად საქართველოში სოროსით შევიმოსეთ.
პირველად საქართველოში აფხაზი გახდა რუსი,
პირველად საქართველოში ვეძებთ ჩასაცმელ “ტრუსიკს”.
პირველად საქართველოში დარგეს ჭადრის ხე – ექვსი,
პირველად საქართველოში სძულთ რუსთაველის ლექსი.
პირველად საქართველოში აღიარებენ “ცისფერს”,
პირველად საქართველოში მკვახე სჯობია მწიფეს.
პირველად საქართველოში ჭაბუა დარჩა სახტად,
პირველად ამირჯანოვი ამირეჯიბი გახდა.
პირველად საქართველოში ჭიპი მოუჩანს გოგოს,
პირველად საქართველოში ვერ ვგრძნობთ ამინდის პროგნოზს.
პირველად საქართველოში ხალხმა თბილისი ნახა,
დღეს რუსთაველზე პირველად გაისეირნა ხალხმა.
პირველად საქართველოში ზეობს კანონი მკაცრი,
სამსახურიდან გაყარეს – ასი ათასი კაცი.
ჭეშმარიტებას ვერ ვმართავთ ან როგორ უნდა ვმართოთ,
პირველად საქართველოში დავკარგეთ სასამართლო.
პირველად გახდა ქართველი ამერიკელის დახლი,
პირველად საქართველოში მწერლებს წაართვეს სახლი.
პირველად საქართველოში არ ვეპუებით წყენას,
პირველად საქართველოში დედა მოეკლა ყველას.

მსგავსი ამბები

Back to top button