არქივი

გინესის რეკორდების წიგნი – ხელმოცარული მონადირის გამოგონება

2a7332ec0727
გინესის რეკორდების წიგნის წარმოშობა, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ერთი ხელმოცარული მონადირისა და პატარა ჩიტის, ოქროსფერი მეჭვავისას (golden plover) დამსახურებაა. იმ მეჭვავიასი, რომლის მოკვლას გინესის ლუდსახდელის მენეჯერმა , მეტად პატივსაცემმა სერ ჰიუ ბივერმა ვერ მოახერხა.

d5c51833fe13

ლეგენდარული მეჭვავია


სახელწოდების მიუხედავად,გინესის რეკორდების წიგნს ლეგენდარულ ლუდთან კავშირი არ აქვს. უბრალოდ, მისი გამომგონებელი ამ ცნობილ ლუდსახდელში მუშაობდა. სერ ჰიუ ბივერი წარმატებული მენეჯერი გახლდათ, თავისუფალ დროს ლუდხანაში შესვლა უყვრდა, მისი გატაცება კი ნადირობა იყო. იხვებზე, ბატებსა და როჭოებზე სანადიროდ ხშირად დადიოდა. გინესის რეკორდების წიგნის იდეა ერთ-ერთი ასეთი ნადირობისას , 1951 წელს გაჩნდა. ბივერი მეჭვავიებზე სანადიროდ მეგობრებთან ერთად ირლანდიის ერთ უდაბურ ადგილას უექსფორდის (Wexford) საგრაფოში გაემგზავრა. დღე ისე გავიდა, რომ თავისდა სამარცხვინოდ ერთი ჩიტიც ვერ მოკლა. თავმომწონე მონადირე განსაკუთრებით გააწბილა იმან, რომ მეჭვავიას რამდენჯერმე ააცილა. მართალია ასეთი რამ სხვა დროსაც მომხდარა, მაგრამ ამჯერად მეტისმეტად გაბრაზდა. რაღას იზამდა, თავი გაიმართლა , განაცხადა, რომ მეჭვავია ევროპაში ყველაზე სწრაფ ჩიტად იყო აღიარებული, ბატებზე, იხვებსა და როჭოებზე სწრაფად დაფრინავდა და ამიტომ ააცილა.
იდეა


ბივერს ეს ისტორია დუბლინის ლუდხანაში გაახსენდა, როდესაც სოდიან ვისკის სვამდა და დეოდოფლის სადღეგრძელოს ამბობდა. მან კიდევ ერთხელ თავდაჯერებით განაცხადა, რომ მეჭვავია ევროპის ყველაზე სწრაფი ჩიტი იყო. მაშინ კი შეეკამათნენ მეგობრები, , ატყდა დავა იმის შესახებ თუ რომელი იყო ყველაზე სწრაფი ჩიტი. ყველა თავისას ამტკიცებდა. მათ ენციკლოპედიებიც გადაქექეს , სპეციალისტებსაც მიმართეს და მხოლოდ ის დაადგინეს , რომ ჩიტების ფრენის სიჩქარეზე არაფერი იყო ცნობილი.
დუბლინის ლუდხანებში ასეთი კამათი ხშირი იყო და ნიძლავსაც ხშირად დებდნენ იმაზე, თუ რა იყო ყველაზე დიდი, ყველაზე პატრა, ყველაზე მოკლე, ყველაზე გრძელი და ა.შ. იქ ისეთ ბავშვურ კითხვებსაც სვამდნენ – რომელი მოერევა , სპილო რომ ვეშაპს დააჯდესო :) ბივერმა იფიქრა , რომ თუ წიგნს გამოსცემდა , რომელშიც ამ სახის იფორმაცია იქნებოდა , ფასდაუდებელ დახმარებას გაუწევდა ნიძლავის მოყვარულებს.
სახელის უკვდავყოფის საშუალება.
ბივერის გამოგონებამ ბევრს აუხდინა ოცნება. ნებისმიერს მისცა საშუალება, რომ განსაკუთრებულად ეგრძნო თავი. ამქვეყნად ნიჭიერი ადამიანები არც ისე ბევრნი არიან, გენიოსები კი თითზე ჩამოსათვლელი. უმრავლესობა ისე ცხოვრობს, რომ მათი სახელი ახლო ნათესავებმა თუ იციან მხოლოდ. და აგერ უკვე 50 წელზე მეტია , ნებისმიერს აქვს საშუალება , საკუთარი თავი უკვდავყოს ისეთი უჩვეულო გზით, როგორც გინესისი რეკორდების წიგნში შესვლაა.
წიგნის შემქმნელს მარტივი იდეა ჰქონდა, შეექმნა ცნობარი მათთვის, ვისაც უყვარს კამათი იმაზე, თუ ვინ და რაარის მსოფლიოში ყველაზე…დღეს კი ეს წიგნი ისეთ ადამიანურ სისუსტეებს ემსახურება, როგორიც პატივმოყვარეობა და აზარტია. აბა სხვაგვარად ვის რაში სჭირდება ისეთი გამოგონებები, როგორიცაა გიგანტური კოვბოური ჩექმა ან მოწყობილობა 800 სიგარეტის ერთდროულად მოსაწევად და კიდევ ათასი უცნაური რამ? ასეა თუ ისე, ამ წიგნის წყალობით ბვერი საინტერესო ფაქტი გახდა ცნობილი.

ბესტსელერი
სერ ჰიუ ბრივერი კარგი მენეჯერი იყო, ამიტომ მისმა იდეამ 1 წლის შემდეგ შეისხა ხორცი. მასთან ყოფილი სპორტსმენი კრის ჩეტუენი მუშაობდა, რომელსაც ათლეტიზმში ქონდა რეკორდები დამყარებული.ბივერმა მას წიგნის იდეა გაუმხილა. მან კი ურჩია ასეთი წიგნის მომზადებას ტყუპები ნორის და როს მაკრიტერები თუ მოახერხებენო.ისინი ცნობილი გამომცემლის ვაჟები იყვნენ.
ბივერმა ტყუპები მონახა. მათ ერთი წელიწადი იმუშავეს და წიგნი 1955 წლის 27 აგვისტოს გამოვიდა.იგი 197 გვერდიანი იყო, 4 თვეში ბესტსელერად იქცა და დღემდე ასეა. ისეთი ტირაჟით გამოდის , რომ მსოფლიოს ყველაზე ცნობილი წიგნების ბიბლიისა და ყურანის შემდეგ მესამეა.
გინესის რეკორდების წიგნი ალბათ იცოცხლბს მანამ სანამ ადამიანები პატივმოყვარეები იქნებიან. :)

Back to top button