უცნაური

უცნაური პოეზია…

undefined

თემო ჯავახი – კონკრეტული, ვიზუალური, მინიმალისტური პოეზია..

“ჩემო ერთგულო მეგობრებო…
უიმედო… წყვეტილო ფრაზებო…
გვითვალთვალებენ…”

ყველაზე უცნაური, ყველაზე საინტერესო და ყველაზე ახლებური პოეზია.. ვინც თვლით, რომ ეს ასე არაა ან/და სულაც უაზრობაა, გთხოვთ თავი შეიკავოთ უაზრო კომენტარებისგან.

თემო ჯავახი არის ადამიანი, რომელმაც სრულიალდ ახალი სიტყვა თქვა ქართულ პოეზიაში.. ეს, როგორც უკვე მოგახსენეთ, კონკრეტული, ვიზუალური და მინიმალისტური პოეზიაა.. ძალიან უცხო, ძალიან საინტერესო და ამასთანავე ძალიან ბევრის (ზოგისთვის საერთოდ არაფრის) მთქმელია.. მან გამოსცა წიგნი, სახელწოდებით “ქვე-ყანა ქვე-ბზე”, რომლის პრეზენტაციაც New Art Cafe -ში გაიმართა.. გადავწვიტე თქვენთვისაც გამეცნო მისი პოეზია და შემომეთავაზებინა რამდენიმე ჩემთვის რჩეული და ყველაზე საინტერესო “ლექსი”, თუ შეიძლება მათ ასე დაერქვათ.. მოკლედ დავიწყე..

თაგვო – ღამურავ…
თავდაყირაა ყველაფერი?..
თავდაყირა?..
თავბრუ მეხვევა…
ავირიე…
ბრუნვაა.
ბრუნვაააააა @ brunva.com

***

თიხის კაცები მივლინებაში
.
თვალშტერმდუმარედ
ჩუმად ისხდნენ
თავის სხეულ-კომბინიზონში.
.
ხეები კი
შეშლილებივით
სწრაფად გარბოდნენ
მატარებლის სარკმელ-TV-ს
ჩარჩოებს მიღმა.

***

საით მდინარევ?..
ცოფიანო, შეშლილო, შლეგო..
მეც მდინარე ვარ
შემიერთე…
მეც წამიყვანე.

***

სიზმარი ვნახე –
ფრაკში ჩაცმული
კონტრაბასში ჩამარხული
კანიფოლით გაპოხილ ნერვზე
ვასრულებდი
სევდა – რეკვიემს.
.
სიზმარია…
თუ… ის რაც არ ვიცი
ჩემი მუსიკის მასწავლებელი?

***

შემოდგომა… ზე…
სული ცაში
სხეული ბაღში
ნაფეხურები?

***

მოხვედი დანავ?
გაიწიე გადმოვიღვარო.

****

ლესენ ქარები სამართებელს…
უნაყოფოთა გასაპარსად.
ლესენ
Lesen –
ორპირია?..
ორლესული?..

ჯოჯო ხეთა ხეივანი.

****

ცა წარბებს შორის.
.
ღრუბლიანი ამინდია…
ქოლგა მაინც წამომეღო
ბედი არ გინდა?

****

ნავთსაყუდელთან –
ცალკეულნი იხსნიან ღუზებს
და ზღვის ტალღებს – ჯარისკაცებს
დანებებულნი
უერთდებიან უკიდეგანოს.
.
სახლში ბრუნდებიან?..
დეპორტაციაა?..

****

“თქვენ პოეზიას ყელი გამოღადრეთ”…
მძიმე… პაუზა.
მე ვარ…
ისარი?…

****

ქარი… (ისევ)
ჭრიალებენ ასოები მშვიდობის…
გაწოლილა კვამლი
ტკივილი ღმუის…
კლდეზე შენთხლეული თვით მფრინავის
და კვნესის
ფრთებდამწვარი
ისე როგორც –
“მე”.

****

მთის მიღმა ღმერთია.
მაგრამ…
სადაა ის მთა?
.
ჯოჯოხეთი ჩემშია
სამოთხე კი…
სადაა სამ-ოთხ-ე?

****

ბავშვი.
დედა.
გახეთქილი ბუშტი.
სუპერმარკეტი.
.
ახალი სული.

****

სულ ელი
სულ ელდები
სულ ალდები

****

ნიგოზი
თაფლი
თეფში
საწოლი
.
კვნესა – გოზინაყი.

****

სასწა უ/ვ ლია

ზარისხმაა…
გაკვეთილია
გადაშლილია
მიწა – წიგნი

……………..
წინ(ა) დადება.

****

ბარდნის
კარებს შემოაღებს
გაყინული ჰაიკუ.
——————
Hi კუ!

****

ინვალიდი ჯარისკაცი დაეძებს ოჯახს.
დაკარგული ფეხი… საკუთარ სხეულს.
სხეული კი …

****

შენი პატარა ნაწილი ვარ
მცირე…
მცირე…
მაგრამ – მაინც…
.
შენი ტკივილი ჩემი ცაა
და მე ცა მტკივა.

****

ბედ… ნ… ი… ერების
——————-
1. 5 000 100 წვეთი…
მლაშე ცრემლი…
თითო ეულზე – (საშუალოდ).
2. და… გორებული ქვების მიღმა…
მი… მალული
მო… ლოდი… ნება.

****

ჩქარა…
ჩქარა…
საწოლისაკენ!
ჩემო ერთგულო მეგობრებო…
უიმედო…
და წყვეტილო ფრაზებო…
გვითვალთვალებენ…
ჩქარა…
ჩქარა…
საწოლისაკენ!
.
საბანი გადაიხურეთ.

****

სავსე მთვარე…
გაფითრებული დასცქერის ბილიკს.
.
ხმა – შიში მომდევს…
კუზიანი…
შიში… შიში…
ჩემი ფეხის ხმა –
გალესილი შუაღამეა.

****

წვიმა – აორთქლებული ცრემლები.

****

სული – რეალობა.
სხვა დანარჩენი…
დროებითი მსხვრევადი ბუშტი.

****

ეს მოხდა თავლაში.
.
პატარა მგლის ლეკვს მოვეფერე.
უცქერდა ცხენებს.
ჯერ ამლოკა.
მერე შემიღრინა.
შემდეგ დამკბინა
და შემდეგ კი…
შემ…

****

ცხენი მყავს
უნაგირი მოვერცხლილი მაქვს.
წასასვლელი…
.
არა.

****

უკან მომდევდა
ჩუმი სუნსულით
და თეთრ ფურცელზე
ჩემგან გაკვალულ ვიწრო ბილიკს
შლიდა დიდი –
შავი საშლელი.
შევქანტორტმანდი…
დავიძაბკუმშე –
უკან მომდევდა
უკან … უკან …
.
უკან სახლში
როგორ დავბრუნდე?..

****

შავი ჩიტები
გამალებით
დაუნდობლად
კენკავენ ჩრდილებს
ცხვრებიც ძოვენ
საკუთარ ჩრდილს
და მეც ვთელავ
მაგრამ ისინი
გამუდმებით ისევ მომდევენ
ისევ ჩნდებიან.
.
ალბათ მზეს უნდა შეუერთდე…
ჩრდილი რომ გაქრეს.

****

“მართლაც რომ მართლა” -მ
არ გაამართლა.
……………………….
დაუნდობელი მათი თამაში
ჩემს რეალობას
ნეკნებს ულეწავს.

****

თაბაშირის სებასტიანი…
ჭრელ აბანოში.
ასი ისარი…
მთვრალი მექისის
ჭიკ-ჭიკ…
არტები.

****

ეს ფუნჯია ცისფერი საღებავით.
ეს ცაა.
ეს მე ვარ… ცაში.
ეს დაშვებაა… პიკირება.
ეს ფრთებია – კედელზე დაკიდული.
ეს სინანულის სავარძელია.
ეს კი…
ეს კი…
საქანაო ფიქრებია…
………………….
უნდა დავნებდე.

****

ტივ-ტივ-ART-ი.
.
“დობრიი ვეჩერ”…
TV-ის კაცივით გაიღიმა.
ასწია ჭიქა.
შემდეგ კი…
მზერა –
გაუთვალშტერდა
და…
ტივ-ტივებდა.

****

ის ყველა ფერი რაც იყო უწინ
რაც ჩემში იყო
კენტი თუ ლუწი
მიიტაცა დრომდინარებამ.

წყალდიდობაა.

****

ო… ეს კეთილი ამუნიები
მაგარი ბიჭის ღიმილებით
ლაბადის ქვეშ AKM-ი
ჯიბეში კი…

კ ა მ ფ ე ტ ე ბ ი

ბოზებისთვის.

****

გინდა ყაყაჩო?
გინდა მოდი ჩემთან?
გინდა ვიცეკვებ?
გინდა მაგინე?
გინდა მომკალი?
გინდა მიხ…?
.
წადი!
მე მომიყვნენ, მონა ДНК-მ
რატომ მოიკლა
თავი.
წადი.

****

ჩამარხეთ ცრემლი ღრმა ორმოში…
დახარეთ თვალი…
სიკვდილი მობრძანდება –
გაიწიეთ!

****

ბგერათა მორგი
მკვდარი ბგერები
ქელეხში დათვრნენ პოეტები
.
ნწ – ნწ – ნწ – ნწ – ნწ
.
ტირილი შედგა ორი ბგერით
ა ……………………………………………………… ჰ
აჰ… აჰ… აჰ… აჰ…
ვაიიიიი!…
Why?…

****

შედედდა წამი
აღარ იძვრის
გუგულიც აღარ იძახის გუგუს
.
გავიჭედეთ…
.
გაყინულ დროში
გაშეშებულნი
ჩვენ ვესწრებით ერთმანეთის სილუეტებს
როგორც სპექტაკლებს.

****

საათები კვლავ კერავენ
წუთებისგან მიყენებულ ჭრილობებს
.
დრო – თერძია
ბებერი თერძი
რომელსაც ძაფი გამოელია.

****

პოდიუმი.
პლაგიატი შარავანდედით
………………………….
ხელ ოოო ვნებები.

****

მიდი ინატრე:
რომ მოფრინდნენ
მრავალთვალა თეთრფრთამოსილი არსებები
და შენს ჩამომდნარ-გახურებულ ტრანზისტორებს –
გულგონს და გრძნობებს
სული უბერონ.
.
იქნებ მოფრინდნენ.

****

გაზაფხულია –
პატარა გოგო…
ეფერება ატმის ყვავილებს
ვარდისფერ კვირტს
დღეს ეწვია სიმორცხვის გრძნობა.

****

ლურჯ კამკამ სიცხე
ქვიშა საშრობი
გამხმარ ბაყაყთა ჩუმი კვარტეტი.

****

მიწის შვილები
უიმედოდ ჩასცქერიან დედამიწას
უბერავს ქარი
იქ მაღლა კი
ვიღაც ცხოვრობ – (უცხოელი)
ასე ამბობენ…
კითხულობენ:
მან მიახატა აღმოსავლეთს ვარვარა დისკო?..

****

დახატა ცრემლმა გამჭვირვალე ტბა.
ტივტივებენ კითხვის ნიშნები.
ტუჩები დუმან.

****

თვალები მაგრად დახუჭე და…
დაიმალე…
ერთი… ორი…
ერთი… ორი…
თამაშობენ მოხუცები ბავშვობის თამაშს.
ერთი… ორი…
აი ის უკვე ახლოსაა
ცხელა… ცხელა…
ერთი… ორი…
თვალები მაგრად დახუჭე და…
.
განესაზღვრე აქაურობას.

****

ბაღი.
არაყი.
არაფერი.
.
ისევ ყვინთავ საკუთარ თავში.
და კითხვის ნიშნებით
ალყაშემორტყმული
მთვარის ნამსხვრევებს
იგროვებ უბეში.

****

ლამის ფილტვები დაიხეთქოს
პატარა ჩიტმა.
სამოცდამეექვსე სონეტს უმღერის…
უილიამსს –
.
ნავსაყუდელთან.

****

ბუზი ჩაიხრჩო ჩაიში
უყვარდა ტკბილი ცხოვრება
ლერწმის რტოებზე იბუდა
დაბი დუ დაბა დიბუდა
ბუზი ჩაიხრჩო
ჩაიხრჩო
ხრჩუ
ხრჩე
ხრჩი
ხრჩა
ხრჩო
ჩაი – ში.

****

პროტესტის ნიშნად მოიკლა თავი
რადიკულიტით გაწამებულმა
მარტოსულმა
მწვანე ნამგალმა.
.
თუ წითელმა?

****

გუშინდელ დღეს
გადამწვარ მზეს
გამორთულ მზეს
მესამის ხსოვნას
ვსვანდით სიჩუმეს
და ის მესამეც
ჩვენთან ერთად თვალგაშტერებით
სვამდა გარემოს:
შებინდებას
მთვარის სიმკრთალეს
ხის სილუეტებს
სახლების კონტურს
ძაღლების წანწალს
ქალის ქვითინს
სქელ-სქელ ცისფერ კვამლს
ვაბოლებდით…
ვაბოლებდით…
და ასე გვეგონა
ალბათ მალე მზესაც ჩართავენ
და მასაც დავლევთ.

****

დაღამდა.
ელექტრონის სინათლე
მელოდება.

****

ეს არაა ლექსი.
აპენდიქსის ოპერაციაა.
ცუდი სიზმრის გამდინარე წყალთან მოყოლაა.
სარკის უკან მიმალვაა.
ნერვიული კანკალია.
ეს არაა ლექსი.
თუმცა მთავარი მაინც ისაა – რომ…
როდესაც მაგ ძვირფას თავში
ბნელ – ბნელ აზრებს აფაილებ…
……………………………………
შენი ფრთები პატარავდებიან.

****

DON – 2 ვარ
.
და…
მაინც ვერ გაძღნენ
ჩემი სისხლით
აფთრის…
აფ…რ…თრთის
A – ფრთის შვილები
A – პეკუნები
A – ფერისტები
O – ფიცრები
……………………………
No man – კლატურა

****

ეკლესიასთან
მათხოვრებს შორის
ვხედავ მეც ვზივარ
შუშისთვალება.
.
ხელს მიწვდიან.
.
ფრთხილად მოვძებნე…
სიცარიელე
გავყავი
ორად.

****

გზააბნეული
გაძარცვული
მიტოვებული
მოკუნტული გავყურებ სივრცეს.
.
სული ეხვევა თხელ სამოსელში.
სხეულზე ვფიქრობ.

****

აი სპექტაკლიც დამთავრდა.
“ცხენი…ცხენი…
მთელ სახელმწიფოს ვაძლევ ერთ ცხენში”…
.
დაერხა რიჩარდს
ტაქსი…
ტაქსი.

****

დავიბადე თითქოს. თითქოს სამარეა.
ვიზრდებოდი თითქოს. თითქოს ცივი არის.
დავდიოდი თითქოს. თითქოს არც ცივია.
აღვიქვამდი თითქოს. თითქოს შიგ მე არ ვარ.
ვცხოვრობდი თითქოს. თითქოს სხვაგანა ვარ.
მიხაროდა თითქოს. თითქოს სიმშვიდეა.
მომბეზრდა თითქოს. თითქოს ჩრდილი ვიყო.
აღარ მინდა თითქოს. თითქოს გული არ მაქვს.
დავიღალე თითქოს. თითქოს ნეტარი ვარ.
ავადა ვარ თითქოს. თითქოს ნათელია.
ჩამოვჯე჻ი თითქოს. თითქოს უკუ… კინო.
მივეყუდე თითქოს. თითქოს მართალი ვარ.
ზურგზე ვწევარ თითქოს. თითქოს ბრალდებული…
ცას შევყურებ თითქოს. თითქოს უფალია.
თავს ვიკლავდე თითქოს. თითქოს ანგელოზი.
ვიღაც მკლავდეს თითქოს. თითქოს სამოთხეა.
აღარა ვარ თითქოს. თითქოს ჯოჯოხეთი.

ორი ფეხით დავდიოდი. ერთი ჩემი იყო…მეორე სხვისი.

****

თუ ჭიამაიები შეთქმულებას აწყობენ
თუ ჭიამაიები შეშლილები არიან
და თუ გვირილებიან მწვანე მინდორზე
ხაფანგებს აგებენ
შეუძახე მათ –
მოხსენი უიმედობის ზურგჩანთები
გაუღიმე და უთხარი:
რომ – ისინი მხოლოდ და მხოლოდ
პაწაწინა ხუჭუჭუა და სულელი ჭიამაიები არიან
და –
სხვის ხელზე… ხელისგულზე…
თითზე – ტრამპლინზე
დასკუპულებმა
უნდა გშალონ დაჭრილი საზამთროს მსგავსი
პაწია ფრთები და –
უნდა გაფრინდნენ.
სააად?..
საკუთარ ფრთებზე მიხატულ შავ წერტილებში.

****

დღეს რაღაც ვერ ვარ
ყველა სარკეში დავეძებ ჩემს თავს
დაჟინებით შევყურებ და
თან ვბუტბუტებ:
გაიხადე ჩემი სხეული.
დღეს რაღაც ვერ ვარ.

****

შეუნდეთ ელ.სკამს…
ის მხოლოდ შემსრულებელია.

****

ჩემს ფიქრებს ისევ ბურღავს მზერა.
სადარბაზო…
ძველი ლიფტი…
ღილაკზე თითი..
არ მუშაობს..
კიბეებით…
თბილი ბალიში.

****

ბუდიდან გადმოვარდნილი თვით მფრინავები.
სულ სწრაფები…
მოუთმენელნი…
მოკლე, მოკლე, მოკლე მარშრუტით…
გულისა და ფრთების ფრთხიალით
პიკირებენ
და მანევრებით
ხატავენ ცაზე
თავის მომავალ დანარცხების –
დაცემის ტკივილს.

****

მოხუცი კემსავს სევდიან სიმღერებს.
ანგელოზი მწვანე ცხენით –
ნომერი ოთხი.
აკაკუნებენ.
მოხუცი
კემსავს.

****

კონტრაჟური.
მზერის კუთხე –
წაქცეული კაცის დონიდან
.
შიშველ ხეებს შემოუცვამთ – შავი ღამე…
დახუნძლული ყორანთა გუნდი.
.
კონტრაჟური.
ფონი – ცივი…
გამთენიის სუსხდამფერია
.
კონტრაჟური.
მზერის კუთხე –
გაყინული კაცის დონიდან
………………………………………….
ანგელოზი ლურჯი ფერია.

****

ყანდაურის დაღმართები
იამკები
ნიკო
BMW
ფიფთი ცენტი
მძიმე… მძიმე… პახმელიები
და გვერდით მჯდომის გაოცება:
ოოო…
ნუთუ კახეთს კვლავ შემორჩა
ცნობისმოყვარე
თაფლისფერთვალა
ლურჯი ვირები?

****

მატარებელი ნელა მიცურავს.
გორაკზე ვზივარ.
ვინსენტის ყურს მოასვენებენ.

****

ძაღლმა დაკარგა კუდი.
დაკარგა ომმა მეომარი.
დაკარგა მეომარმა ცხოვრება.
დაკარგა ცხოვრებამ აზრი.
დაკარგა აზრმა სიტყვა.
დაკარგა სიტყვამ კაცი.
დაკარგა კაცმა ღმერთი.
ძაღლმა კი კუდი დაკარგა.

****

მზეს თუ ხატავ და…
მოულოდნელად დაგექცა ტუში
შავ ღრუბლად იქცა
გაიშალა
და მზე დაფარა…
დაივიწყე.
გადაშალე
სუფთა ფურცელი
ამოაბრწყინე ახალი დილა.

****

კოსმიურ მტვერს
მიწიდან შეწოვილ წვენს
დახეთქილ კვირტებს
გოგონას ამობურცულ მკერდს
აფრიალებულ კაბას
გარუჯულ კანჭებს
მალულ მზერას
გულის ცემას
მუცლის ყრუ ტკივილს
რა აქვთ საერთო?
.
არაფერი?
.
ერთადერთი –
ჭიპლარების უსასრულოდ გრძელი ჯაჭვის
ბოლო რგოლიდან…
.
მორზეს ანბანი.

****

ბაყაყი უყურებს ნაცრისფერ მონიტორს
ბავშვი უყურებს ნაცროსფერ მონიტორს
სამყარო უყურებს ნაცროსფერ მონიტორს
ჩაგვირთეთ
ჩაგვირთეთ
ჩაგვირთეთ
ფერადი ცხოვრ…
.
ჩხაკ!..

****

სადგურში –
სადღაც ბნელ ქალაქში
ავდრიან ღამით
მატარებელში ავიდა კაცი.
დადო ზურგჩანთა
მაგიდაზე შვილის სურათი
შეიგინა და…
ჩაეძინა.
.
ნეტავ რა სიზმარს ხედავს ეს კაცი?

****

აი ანაბეჭდი… კოდი…
პატეფონის ფირფიტასავით
დაკაწრული და
დროისაგან გაცვეთილი.
.
ჩუმად
მალულად
დაფარულად ვაკვირდები
დახეთქილ მტევნებს
დავცქერი და უნებურად
იცი რას ვმღერი?
.
რაც ხელის გულზე დამაწერეს.

****

ძველი კედელი
ქაღალდი საწერი
და თეთრზე შავით
გაკრული ნაწერი
მარჯვნიდან მარცხნივ
ვკითხულობთ დამარცვლით:
.
თავი დამანებეთ…
თავი დამანებეთ…
თავი დამანებეთ.

****

მძიმე საბანი…
გაზაფხული მოდის.
მძიმეა საბანი.

****

მენიუ.

1. ერთი ჰექტარი სიყვარული.
2. ზღვა.
3. ცალი კოცნა.
4. მწველ ქვიშაზე გაწოლილი… განრთხმული სხივი
5. გარუჯული კონიაკები.
_____________________________
ძალიან ხშირად ვსადილობ ასე…
შევექეცი ლამაზ ოცნებებს.

****

მინ-DOOR-ი.
საბაჟო.
მზე პირს იბანდა.
კარი- DOOR-ი
ზღვარი.
.
წვიმა – კონტრაბანდა.

****

ღამე.
ჭრი… ჭი… ნა.
ჩემი საწოლი.
მარტოობის ცივი სუდარა.
.
მთვარის სავარძელი.

****

გული სცემს ნელა შეუმჩნევლად
თბილ ბალიშში ღრმად ჩაფლული
ოდნავ ფრთხილად
დაქანცულად
ვაბამ მზერას
ღრუბელივით თეთრი ჭერისკენ
რომელმაც ცა გადამიღობა.

****

ფიქრის გრძელი ქარავნები ჰკვეთენ ჰორიზონტს
და ფერმიხდილი ვარსკვლავების
ჩუმ რიტუალს უერთდებიან.
ისევ გზაში ვარ.

****

სიზმარი ვნახე –
ფრაკში ჩაცმული
კონტრაბასში ჩამარხული
კანიფოლით გაპოხილ ნერვზე
ვასრულებდი
სევდა – რეკვიემს.
.
სიზმარია…
თუ… ის რაც არ ვიცი
ჩემი მუსიკის მასწავლებელი?

****

შაით მდინარევ?..
ცოფიანო, შეშლილო, შლეგო…
მეც მდინარე ვარ
შემიერთე…
მეც წამიყვანე.

****

ექსპრეს-სიზმრები ღამის ცივი ლიანდაგებით
მიმაქროლებენ გაცხადებულ –
გათენებულ სიზმრებისაკენ.
.
მე სიზმრების მაწანწალა ვარ.

მსგავსი ამბები

Back to top button