არქივი

იცით თუ არა, რომ …

ucnauri.com

  • პირველად საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობა, როგორც დე-ფაქტო, ასევე დე-იურე, ცნო თურქეთმა 1918  წლის 3 ივნისს.
  • ელექტრობაში დადებითად და უარყოფითად დამუხტული მდგომარეობის დღეისათვის ფართოდ გამოყენებადი აღნიშვნები „+“ და „–“ ბენჯამინ ფრანკლინმა შემოიღო.
  • გრძელი სიტყვების შიშს ჰიპოპოტომონსტროსესკიპედალიოფობია ეწოდება.
  • ნოკია 1865 წელს დაარსდა, იგი თავდაპირველად ქაღალდის, რეზინის ჩექმებისა და საბურავების წარმოებით იყო დაკავებული.
  • ჯვაროსნებმა იერუსალიმი პირველად 1099 წლის 15 ივლისს დაიკავეს.
  • აქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა მსოფლიოში პირველი სახელმწიფო იყო, სადაც ხელისუფლების სათავეში სოციალ–დემოკრატიული პარტია მოვიდა.
  • იალქნიანი გემებით გამართული უკანასკნელი ბრძოლა ისტორიაში, ნავარინოს ბრძოლა, შედგა 1827 წლის 20 ოქტომბერს.
  • ყველაზე მსხვილი სეტყვა დედამიწაზე აღირიცხა ყაზახეთში (შუა აზია) – 1 მარცვლის წონა შეადგენდა 1900 გრამს.
  • დაჯახების შედეგად წარმოქმნილი უდიდესი კრატერი დედამიწაზე ვრედეფორტის კრატერია, რომელიც სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში მდებარეობს.
  • სავარუდოდ ვანგას ყიფლიბანდი სიცოცხლის ბოლომდე გაუძვალებელი დარჩა.
  • ძველად საქართველოში მოღალატე მეუღლეს ეკლესია სასჯელად 15 წელს უზიარებლად ყოფნას უწესებდა.
  • მიუხედავად რელიგიის დევნისა, საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის 1978 წლის კონსტიტუციით მოქალაქეებს რწმენისა და აღმსარებლობის სრული თავისუფლება ენიჭებოდათ.
  • “Sagar” სანსკრიტზე “ცას” ნიშნავს, ხოლო “māthā” “შუბლს“. სწორედ ეს სახელი — „საგარმატხა“ ეწოდება ნეპალურ ენაზე ევერესტს.
  • შაკირა მამით ლიბანელი არაბია, ხოლო დედით — კოლუმბიელი იტალიელი.
  • 1992 წლის 21 თებერვლიდან 1995 წლის 24 აგვისტომდე საქართველოში ოფიციალურად მოქმედ კონსტიტუციად საქართველოს 1921 წლის კონსტიტუცია ითვლებოდა.
  • შუა საუკუნეების ევროპაში შინაურ ცხოველებს ხშირად ასამართლებდნენ „უწესო საციელისათვის“ და ამის გამო სიკვდილით სჯიდნენ. ანტიკურ პერიოდში კი სასამართლო პროცესები იმ უსულო საგნების (მაგალითად ქვის) წინააღმდეგაც იმართებოდა, რომლითაც ადამიანი შემთხვევით დაიღუპა.
  • იაპონიის ზოგიერთ რეგიონში შენობებს ორი მთავარი შესასვლელი აქვთ — პირველსა და მეორე სართულზე. მეორე სართულის შესასვლელი გამოიყენება მაშინ, როდესაც თოვლის მაღალი საფარი მთლიანად ფარავს პირველ სართულს.

    წყარო : http://ka.wikipedia.org

მსგავსი ამბები

Back to top button