გართობაუცნაური

თექა

8d56f66daa76

თექის ისტორია

საქართველოში მეცხვარეობა ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე იყო განვითარებული ძირითადად ზაფხულის ან ზამთრის საძოვრების ზონებში. პირველი საუკუნიდან ხდება ცნობილი სახორცე-სამატყლე ჯიშის ცხვარი, რომელიც ყველაზე მეტად გავრცელებული იყო თუშეთში და ასევე მატყლისგან დამზადებული ნივთები: ნოხი, ნაბადი, ქუდი, ქეჩა, ფაჩუჩები.
თექა მოთელილი მატყლის საფენი ქეჩაა, საქართველოში მას ისტორიულად ამზადებდნენ თუშეთში, კახეთში, ხევსა და ჯავახეთში. მწყემსები და მეცხვარეები მთაბარობისას თექას იყენებდნენ კარვების გადასახურად. სახიანი თექის საუკეთესო ნიმუშია “ნაბადი”, რომელიც მზადდებოდა თუშეთში. თუშური თექა გამოირჩეოდა მარტივი და დახვეწილი ორნამენტებით.
პირველ საუკუნეებში ძირითადად თექის დამზადების დროს იყენებდნენ შეუღებავ მატყლს მისი ბუნებრივი ფერებით: თეთრი, ყავისფერი, შავი. V-VI საუკუნეებსი ჩნდება შეღებილი მატყლის ნაწარმი, ძირითადად: წითელი-ენდროსაგან, შინდისფერი-კუნელისგან, მწვანე-კაკლის წენგოსაგან.
ასევე თექას ამზადებდნენ ქისტი ქალები, რომლებიც დღემდე სიამოვნებით უჩვენებენ დაინტერესებულ პირებს მისი დამუშავების პროცესს. მათ მიერ შექმნილი ორნამენტები გამოირჩევა მკაცრი ფორმებით, მაგრამ თბილი ფერებით.

e4bc73e37396
საქართველოში ბოლო დროს თექის ტანსაცმელი, სურათები, შარფები თუ სხვა აქსესუარები განსაკუთრებით აქტუალური გახდა. ნახატის გადმოტანა თექაში კი საკმაოდ ძნელია. თუმცა თექის ნახატებს ქართველები მანდამაინც არ ეტანებიან, მას ძირითადად უცხოელები ყიდულობენ.

e3cd742d97b6

ffd9494abc82

d4d877157009

როგორ ვქმნით თექას. . .

1. მატყლს წინასწარ რეცხავენ აშრობენ და ჩეჩავენ. თუშეთში ხევსა და ჯავახეთში მატყლს საჩეჩელზე ამზადებდნენ.
2. წინასწარ იგეგმება ორნამენტი, ხდება ფერების შერჩევა და დაჩეჩილი მატყლი იღებება ბუნენრივი ან ქიმიური საღებავებით. ამის შემდეგ ვავლებთ სუფთა წყალში და ვაშრობთ.
3. მაგიდაზე ვშლით ცელოფანს და შერჩეული ორნამენტის მიხედვით ვაფენთ მასზე.
4. დაფენილი ინამება თბილი წყლით. ზემოდან ვაფენთ აბრეშუმის წულს და ვუსმევთ სარეცხის საპონს.
5. ვაშორებთ წულს ვახვევთ ბუშტუკებიან ცელოფანთან ერთად.
6. ზემოდან შემოვაკრავთ ბამბის თოკს თანაბრად მთელ სივრცეზე და ვთელავთ 5 წთ. თუ თექის ზომა მეტია 30/30სმ-ზე მაშინ მოთელვის დრო პროპორციულად იზრდება.
7. გავშლით გავასწორებთ მეორე მხრიდან შევახვევთ უფრო მჭიდროდ და დროს 5 წთ-ით გავზრდით.
8. ეს პროცესი მეორდება ოთხჯერ და ყოველ შეკვრაზე თექა უფრო მჭიდროდ იხვევა და მოთელვის დრო იზრდება 5-5 წთ-ით.
9. ბოლოს გავხსნით, გავრეცხავთ და გავაშრობთ.
10. იმ შემთხვევაში თუ გვინდა მივცეთ რაიმე ფორმა მას ყალიბზე ჩამოვაცმევთ.

0db7e455abef

5f08550db1d9

76d95a6a618d

ფოტოებში წარმოდგენილი ნამუშევრები ეკუთვნის ჩემ დას : ))) (ნათია ლეკვეიშვილი) რა ნიჭიერები ვართ რააა გაოცებას ვარ :dabneuli:

მსგავსი ამბები

Back to top button