ახალი ამბები

ოცი წლის შემდეგ ჩრდილოეთ ყინულოვან ოკეანეში გემები თვისუფლად ივლიან

60a9cdd4d35d

„ოცი წლის შემდეგ, ზაფხულის პერიოდში, არქტიკაში ყინული აღარ იქნება“, – ასეთი პროგნოზი გააკეთეს ბრიტანელმა სწავლულებმა. კემბრიჯის უნივერსიტეტის მკვლევრების პროგნოზით, დედამიწა კოსმოსიდან ხილულ „ყინულის ქუდს“ დაკარგავს.
სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ უკვე 2020 წლის ზაფხულში, დათბობის გამო, გემებს თავისუფლად შეეძლებათ ცურვა ჩრდილოეთ ყინულოვანი ოკეანის წყლებში. როგორც კვლევების ერთ-ერთმა ავტორმა, პენ ჰედოუმ განაცხადა, სწავლულები ერთმანეთს ადარებენ დიდი ბრიტანეთის სამხედრო-საზღვაო ძალების წყალქვეშა ნავის მიერ გაზომილ ყინულის სისქის ახლანდელ მაჩვენებლებს, მათ მიერვე ორი წლის წინათ დაფიქსირებულ მაჩვენებლებთან.

ჰედოუმ და კიდევ ორმა მკვლევარმა არქტიკაში 73 დღე გაატარეს 2009 წლის 1 მარტიდან 7 მაისამდე. ამ ხნის განმავლობაში მათ 450,6 კილომეტრი გაიარეს და ჩაატარეს მრავალი დაკვირვება. მკვლევრებმა ყინულის საფარში გაჭრეს 1,5 ათასი ხვრელი და დაადგინეს, რომ ყინულის საშუალო სისქე შეადგენს 1,8 მეტრს. სწავლულები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ გასული წლის ზაფხულში ყინული ძალზე თხელი იყო. კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორის, პიტერ ვადჰამსის სიტყვებით, მალე სატვირთო გემებს აღარ დასჭირდებათ ყინულმჭრელების გამოყენება წყნარი ოკეანიდან ატლანტის ოკეანეში მოსახვედრად. ჩრდილო-დასავლეთის გასასვლელი, რომელიც ჩრდილოეთ ამერიკის ნაპირებს გასდევს, ყინულებისგან თავისუფალი იქნება.

გათვლები აჩვენებს, რომ უკვე ათი წლის შემდეგ ჩვეულებრივი გემი შეძლებს ჩრდილოეთ პოლუსამდე მიღწევას. ეს მეტამორფოზა მიგვიყვანს იქამდე, რომ 3 ათასი კილომეტრით შემცირდება საზღვაო გზა შორეული აღმოსავლეთიდან ევროპამდე. ახლა ეს გზა სუეცის არხზე გადის.

მსგავსი ამბები

Back to top button