არქივი

საინტერესო ფაქტები ცნობილ ადამიანებზე და მოვლენებზე

  1. 1. ულუგბეკი

14d9cbcd6e47

არავინ იცის, როგორ გამოიყურებოდა შუა საუკენეების დიდი მეცნიერი, თემურ-ლენგის შვილიშვილი ულუგბეკი, მას სახელი მის მიერვე დაარსებულმა გრანდიოზულმა ობსერვატორიამ გაუთქვა, რომელიც ჩვენს თანამედროვეთაც კი აოცებს მათემატიკური გამოთვლებისა ასტრონომიული დაკვირვებების სიზუსტით. ამ დაკვირვებებმა საფუძველი მოუმზადეს კოპერნიკის, გალილელო გალილეისა და ტიხო ბრაგეს აღმოჩენებს.

ულუგბეკი მართლმორწმუნე მაჰმადიანი იყო. ყურანი კი სასტიკად უკრძალავს ყველა ადამიანს დახატვას, ამიტომაც შთამომავლობას არ დარჩა არცერთი პორტრეტი იმ კაცისა, რომელსაც 1449 წელს  შემოდგომის ერთ ღამეს თავი წააცალა დაქირავებული მკვლელის ხმალმა..:(  1941 წელს მეცნიერთა დიდმა კომისიამ სამარყანდაში გახსნა ულუგბეკის სამარხი. მას მოჭრილი თავი მკერზე ედო. 5 საუკუნის შემდეგაც კი ემჩნეოდა ხმლის ნაკვალევი კისერს. როგორც გაირკვა, მკვლელი ძალიან გამოცდილი უნდა ყოფილიყო….მეცნიერებმა თავის ქალისაგან ჯერ სკულპტურული მულიაჟი გააკეთეს, შემდეგ კი ფოტოსურათი გადაუღეს და კაცობრიობას დაუბრუნდა ულუგბეკის სახე : 55წლის ღრმად მოხუცებული კაცის სახე, გამხდარი, განაწამები, ჩაცვენილი თვალები.

თავის ქალამ საუკუნეების სიღრმიდან მოუთხრო  შთამომავალს გამოჩენილი მეცნიერის უსიხარულო ცხოვრების შესახებ.

  1. 2. პუშკინის დუელის დეტალები

b9f732d88980
პუშკინს მისი მკვლელის დანტესის მამინაცვალმა ლუი გეკერნმა შავ მდინარესთნ სთხოვა ორთაბრძოლა 2 კვირით გადაედო. ეს დრო კი მას დანტესისათვის ჯავშანის გაკეთებისათვის სჭირდებოდა. გამოიკვლიეს , რომ დანტესს ჯავშანი ეცვა დუელის დროს, მას მხოლოდ ნეკნები ჰქონდა დატეხილი, თუმცა არ არის დადგენილი, ჩვეულებრივი ჯავშანი ეცვა ლითონის ბადის სახით თუ სპეციალურად შეკვეთით დამზადებული ლითონის ფირფიტები. ნათელია, რომ დუელის დროს ფაქტიუარდ მოკლეს უიარაღო კაცი… L

პუშკინის მკვლელობის შემდეგ დაადასტურეს, რომ ტყვია ღილს მოხვდა და დანტესი ამან გადაარჩინა, მაგრამ მომდევნო საუკუნეში დაამტკიცეს, რომ ეს ტყუილი იყო.

პუშკინის სეკუნდანტი იყო ძალიან პატიოსანი ადამიანი დანზასი. დანტესის სეკუნდანტმა დ’არშიაკმა საზიზღრად მოატყუა პუშკინი, მის რევოლვერს გაცილებით ნაკლები დარტყმის ძალა ჰქონდა, ვიდრე-დანტესისას. გამოირკვა, პუშკინს  რომ  დანტესის რევოლვერიდან ესროლა გაცილებით დააზინაებდა მოწინააღმდეგეს, მიუხედავად იმისა, რომ მას ჯავშანი ეცვა.

  1. ბართლომეს ღამე

5ad31cd1adb8

წმინდა ბართლომე ჰუგენოტებმა აწამეს და კანი ცოცხლად გააძვრეს. ხოლო ”ბართლომეს ღამე”  1572 წლის 24 აგვისტოს მოხდა. მაშინ საფრანგეთის მეფე კარლოს მე-9 იყო. ხოლო დედა-დედოფალი ეკატერინე მედიჩი.
45ecc7570894

ეკატერინე მედიჩი

სწორედ ეკატერინე მედიჩისა და ჰერცოგ დეგიზის თაოსნობით, ამასთანავე მეფის მხარდაჭერით დაიწყეს ჰუგენოტების ჟლეტა. კარლოს მეცხრეს სიძეც ჰუგენოტი იყო,

მისი დანათესავებით თითქოსდა დაიმეგობრეს ჰუგენოტები, მაგრამ  ღამით მოულოდნელად  თავს დაესხნენ და ამოჟლიტეს, ეს ხოცვა -ჟლეტა დილამდე გაგრძლედა და პროტესტანტებიც გაანადგურეს. დილით უჩვეულო ამბავი გამოირკვა, კუნელი, რომელიც ჩვეულებრივ გაზაფხულზე ყვავილობს და ივნისში ჭკნება, ღამით აყვავებულიყო. ეს კათოლიკეებმა ღვთის სასწაულად მიიჩნიეს. იმ ღამით პარიზში მხოლოდ სამი ჰუგენოტი გადარჩა. მათ შორის ერთ-ერთი მეფის სიძე იყო.

vigaca

vigaca sagaca bednierebas cdilobs..:S

მსგავსი ამბები

Back to top button