არქივი

მსოფლიოს 3 ქვეყნის ჰიმნების შესახებ

84b121aff78e
1.1814 წლის შემოდგომაზე ( ინგლის-ამერიკის ომის დროს ) ინგლისელებმა ვაშინგტონი
აიღეს, ერთი ცნობილი ამერიკელი მოღვაწე შეიპყრეს და გემზე ჰყავდათ ტყვედ. მის
გამოსახსნელად გაიგზავნა ახალგაზრდა ვაშინგტონელი იურისტი და პოეტი ფრენსის
სკოტ კი. მოლაპარაკებამ წარმატებით ჩაიარა, მაგრამ ამასობაში ინგლისურმა
ფლოტილიამ იერიში მიიტანა ქალაქზე. ფრენსის სკოტ კი ინგლისელთა ხომალდიდან
გაჰყურებდა, როგორი სისასტიკით უტევდა ბრიტანული არტილერია მის მშობლიურ
ქალაქს. სულით ხორცამდე შეძრულმა პოეტმა ქაღალდის ნაგლეჯზე სახელდახელოდ
დაწერა ლექსი. შემდეგ პოეტი და ტყვეობიდან გამოხსნილი მისი თანამემამულე ნაპირზე
გადმოსხეს. ფლოტილიამ გზა განაგრძო. ის ნაჩქარევად დაწერილი ლექსი დახვეწა და
გადაათეთრა. ერთი კვირის შემდეგ ლექსი პრესაში გამოქვეყნდა და დიდი პოპულარობა
მოიხვეჭა. მას ‘ვარსკვლავიანი დროშა’ უწოდეს. ‘ვარსკვლავიან დროშას’ ერთი-ერთი
ცნობილი ინგლისური სიმღერის მელოდია მიუსადაგეს. სიმღერა მთელმა ამერიკამ აიტაცა.
სამოქალაქო ომის დროს მას ორივე დაპირისპირებული მხარე მღეროდა. ლექსის დაწერიდან
საუკუნეზე მეტი განვლო. 1931 წელს კონგრესმა სიმღერა ამერიკის შეერთებული შტატების
სახელწიფო ჰიმნად აქცია.
f7830c001c36
2.ბრიტანეთის ჰიმნი “ღმერთო ჰფარავდე მეფესა” გაჩნდა მე–18 საუკუნეში გეორგ პირველის მეფობის დროს,ხოლო როდესაც ტახტზე ავიდა ელისაბედ I, ჰიმნმა შეიცვალა “სქესი” და დაერქვა “ღმერთო ჰფარავდე დედოფალს”,თუმცა ჩარლის გამეფების შემდეგ ჰიმნმა დაიბრუნაპირვლანდელი სახელწოდება.ჰიმნის ავტორია შვეიცარიელი ჰანს ნიგელი.
66fcce43eb1e
3.ფრანგული ჰიმნი “მარსელიეზა” დაწერა ნაციონალური გვარდიის კაპიტანმა კლოდ-ჟოსეფ რუჟე დე დილმა,რომლის ნამდვილი გვარი იყო რუჟე,არისტოკრატიული დანამატი დე ლიდი გაჩნდა მოგვიანებით.1793 წელს საფრანგეთის დიდი რევოლუციის ხელმძღვანელებმა აკრძალეს “მარსელიეზა”,ვინაიდან რეაქციულად მიიჩნიეს.3წლის შემდეგ ხელისუფლებაში მოსულმა ნაპოლეონმა “მარსელიეზა”ფრანგულ ჰიმნად გამოაცხადა,ხოლო მისი ავტორი,რომელიც ერთ დროს დაპატიმრებული იყო გაანთავისუფლა და დააჯილდოვა.

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button