არქივი

თანამედროვე ჟარგონები

28fe23465744

ჟარგონიზმები ქართულ ენაში

ავოიე – შეძახილი

აზრზე მოსვლა – “აზრზე მოდი” მოწოდებაქცევი ან დამოკიდებულების შეცვლისკენ, ხშირად მუქარის ელფერით.

აზრზე ყოფნა – “აზრობ?!”, “აზრზე ხარ?!” მიმართვის დროს გამოხატავს გაკვირვებას, დაახ. იგივეა რაც “წარმოგიდგენია?!”.

ბაზარი – ლაპარაკი, მსჯელობა. “ბაზარი არაა” ულაპარაკოდ, რა თქმა უნდა.

გაბაზრება – რაიმე ამბავის გავრცელება

ბანძი – ბინძური, ხელმოცრული ან არასიმპატიური ადამიანი.

გაბანძება – სახელის შელახვა.

ბლატი – (რუს.) არაფორმალური კავშირები, კონტაქტები, ნაცნობობა, ხშირად მექრთამეობასთან ან პროტექციონიზმთან კავშირში.

გარასხოდება – ანგარიშის გასწორება

გამაზვა – 1. მიზანის ვერ მიღწევა, აცდენა. 2. რაიმის შოვნა

გაჩითვა – რაიმის შოვნა.

გაჩითული – რაიმე სახის მაღალი სტატუსის მქონე ადამიანი

დათრევა – რაიმის შოვნა

დაწერება, შეწერება – წართმევა ძალადობით ან მოტყუებით

ვსიო – (რუს.) მორჩა

ზასავი – კოცნა

ზმანი – ტანსაცმელი

იასნი – (რუს.) ნათელი, გასაგები

გაიასნება – გაგება, ახსნა

იმენა – (რუს) ზუსტად, სახელდობრ

კაროჩე – (რუს.) მოკლედ

კლიენტი – პიროვნება

მასტი – პიროვნება

დამუღამება – ალღოს აღება

პონტი – 1. მდგომარეობა, სიტუაცია 2. რა პონტია?” იგივეა რაც რაშია საქმე? რა არის? 3. პონტი გამორიცხულია 4. ბეზპონტა, უპონტობა მოწყენილობა, მოსაბეზრებელი სიტუაცია

რიჟა – 1.მწითური 2. სულელური ან არასწორი

სიხა – მიმართვის ფორმა, სიხარულის შემოკლება

ტასაობა – სიარული

ცვეტნოი – მართალი

ძერსკი – მოდური

მსგავსი ამბები

Back to top button