გამოგონება

კომპიუტერული ქსელების მუშაობის სიჩქარე 27-ჯერ გაიზრდება

speed meter

სწავლულებმა შექმნეს ოპტიკური მოწყობილობა, რომელიც ტელესკოპის პრინციპით მუშაობს, მაგრამ გამოსახულებას კი არ ზრდის, არამედ აჩქარებს ინფორმაციის გადაცემას.

მოწყობილობა საშუალებას იძლევა ამაღლდეს არხების ციფრული ოპტიკური კავშირების გატარების უნარი, რომელთა მუშაობის სიჩქარე მოცემულ მომენტში, თეორიულად შესაძლო ზღვარს უახლოვდება“, – განაცხადეს ფოტონური მოწყობილობის გამომგონებლებმა, ამერიკის შეერთებული შტატების კორნელის უნივერსიტეტის თანამშრომლებმა.

ტელესკოპის კონსტრუქცია ზემაღალი სიხშირის სიგნალთა გენერატორების ახალი თაობაა. ის საშუალებას იძლევა, მაღალსიხშირიანი მოწყობილობების გამოყენების გარეშე, მონაცემთა გადაცემის სიჩქარე 27-ჯერ გაიზარდოს და წამში 270 გიგაბაიტამდე მიაღწიოს. გამომგონებელთა ჯგუფმა, რომლის ხელმძღვანელი ალექსანდრ გიეტაა, მოწყობილობას „დროითი ინტერვალების ტელესკოპი“ დაარქვეს. მოქმედების პრინციპით ის არ განსხვავდება ჩვეულებრივი ტელესკოპებისგან, რომლებიც ასტრონომიაში გამოიყენება. სტანდარტული კრემნიუმის ფირფიტებისგან დამზადებული ორი მიკროსტრუქტურა, რომლებიც მიკროელექტრონიკაში ელექტრონული სქემის შესაქმნელად გამოიყენება, ოპტიკური ლინზების როლს ასრულებს. ისინი მრავალჯერ აფოკუსირებენ და ამჭიდროვებენ ოპტიკურ სიგნალებს, რომლებიც შემდეგ სტანდარტული მოწყობილობებით გენერირდება.

მსგავსი ამბები

Back to top button