არქივი

გაღმა ნაპირი

1847b03268a9
რეჟისორ გიორგი ოვაშვილის ფილმი ”გაღმა ნაპირი” ამერიკული კონოაკადემიის მთავრის ჯილდოს ”ოსკარის” საუკეთესო უცხოური ფილმის ნომინაციაში მოსახვედრად იბრძოლებს.

როგორც ”მედიანიუსს” ეროვნული კინოცენტრის დირექტორმა კოტე ჩლაიძემ განუცხადა, შიდა შერჩევით ჟიურიმ ოსკარზე წარსადგენად ”გაღმა ნაპირი~ დაასახელა . კონკურსზე ”გაღმა ნაპირის” კონკურენტი ფილმი ზაზა ურუშაძის ”სამი სახლი” იყო. ოვაშვილის ფილმმა ერთი ხმით გაიმარჯვა.

ფილმი `გაღმა ნაპირი~ აფხაზი ბიჭის ისტორიას მოგვითხრობს. 12 წლის დევნილ თედოს ომმა ყველაფერი წაართვა, რაც გააჩნდა და რაზეც კი ოდესმე უოცნებია. ფილმში აღწერილია, თუ როგორ ცდილობს 12 წლის ბიჭი თავის თავში დაიბრუნოს მომავლის რწმენა და იმედი.
3644f1aba7c6

”გაღმა ნაპირი” სხვადასხვა პრესტიჟულ კინო-ფესტივალის პრიზიორია. 2009 წელს აღებული აქვს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მე-9 კინო-ფესტივალის გრანპრი ”ოროს შროშანი” , ამერიკაში სიეტლის 35-ე საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი პრიზი, კინო-ფესტივალ ”სამხრეთ კინოს” მთავარი პრიზი ”ოქროს ალამაბარა” პარიზის მე-7 საერთაშორისო ფესტივალის ”პარიზი სინემას” საერთაშორისო ჟიურის პრიზი, ერევნის მე-6 საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი პრიზი ”ოქროს გარგარი”.

Back to top button