არქივი

NATO

b108fe9f0581

რა არის ნატო? რა გვინდა იქ? დაიცავს კი ის ჩვენს უსაფრთხოებას? ამ პოსტში გაიგებთ მისი ჩამოყალიბების ისტორიას და დღევანდელობას, დანარჩენი კი თქვენ თქვით გვინდა თუ  არა ნატო

ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია (ნატო) ჩამოყალიბდა 1949 წლის 4 აპრილს, ჩრდილოატლანტიკური ხელსშეკრულების ხელმოწერასთან ერთად, ათი ევროპული და ორი ჩრდილოამერიკული დამფუძვნებელი ქვეყნის-ბელგიის, დანიის, ისლანდიის, იტალიის, კანადის, ნორვეგიის, პორტუგალიის, საფრანგეთის, ლუქსენბურგის, ჰოლანდიის, გაერთიანებული სამეფოს და შეერთებული შტატების-მიერ.

დამფუძვნებელი წევრების მთავარი მიზანი იყო წინ აღდგომოდნენ საბჭოტა კავშირის გავლენის გავრცელებას ევროპის კონტინენტზე. ხელშეკრულების ხელმოწერით წევრებმა ვალდებულება აიღეს დაეცვათ საკუთარი თავისუფლება და უსაფრტხოება ერთობლივად, როგორც პოლიტიკური ისე სამხედრო საშუალებებით. ჩრდილოეთ ამერიკის ჩართვა დსავლეთ ევროპის დაცვის საქმეში ცალსახად მოწმობდა, რომ დასავლეთ ევროპაზე პოლიტიკური ან სამხედრო ზეწოლის ნებისმიერი მცდელობა წარუმარტებლობისთვის იქნებოდა განწირული.

ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების უმთავრესი პრინციპები

ნატოს საქმიანობა დაფუძვნებულია ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულებაში ჩამოყალიბებულ პრინციპებზე:

1. ნატო იცავს მისი წევრების თავისუფლებასა და უსაფრთხოებას პოლიტიკური და სამხედრო საშუალებებით, გაეროს წესდების შესაბამისად;
2. ნატო არის დემოკრატიის, პირადი თავისუფლებისა და კანონის უზენაესობის ფასეულობებით გაერთიანებულ სახელმწიფოთა კავშირი, რომელსაც მტკიცედ ააქვს გადაწყვეტილი ამ ფასეულობების დაცვა ნებისმიერი ხელყოფისაგან;
3. ნატოს ძირითად სამოქმედო პრინციპს წარმოადგენს კოლექტიური თავდაცვის პრინციპი, გადმოცემული ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მე-5 მუხლში რომლის მიხედვითაც შეიარაღებული თავდასხმა ერთ-ერთ წევრ სახელმწიფოზე განიხილება როგორც თავდასხმა ყველა მოკავშირეზე და აქედან გამომდინარე, მოითხოვს კოლექტიურ თავდაცვით მოქმედებებს;
4. ნატო არის ფორუმი სადაც წევრი სახელმწიფოები ეთათბირებიან და იღებენ ერთობლივ გადაწყვეტილებებს მათ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
5. ნატო არის სამთავრობათაშორისი ორგანიზაცია, რომლის შიგნითაც წევრი ქვეყნები ინარჩუნებენ საკუტარ სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას;
6. ნატო არის ტრანსატლანტიკური კავშირის გამოხატულება, რომელიც აერთიანებს ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის უსაფრთხოებას;
7. ვაშინგტონის ხელშეკრულებაში ჩადებულია პოლიტიკური თანამშრომლობის, წევრ ქვეყნებს შორის ეკონომიკურ კონფლიქტთან შეუთავსებელობის პრინციპი;
8. ნატო ახორციელებს უსაფრთხოების პოლიტიკას წევრ სახელმწიფოთა ინდივიდუალური და კოლექტიური სამხედრო შესაძლებლობების მუდმივი განვითარებისა და შენარჩუნების მეშვეობით;
9. ალიანსი რჩება ღიად ახალი წევრებისათვის. ეს უნდა იყვნენ ქვეყნები რომლებსაც აქვთ ნება და სურვილი წვლილი შეიტანონ ევროატლანტიკური არეალის უსაფრთხოებაში, რომლებიც იზიარებენ ევროატლანტიკურ ფასეულობებს და რომელთა მიღებასაც წევრი სახელმწიფოები ერთხმად უჭერენ მხარს.

e73267b7207d

ძირითადი ვალდებულებები და პასუხისმგებლობა

გაწევრიანების პროცესში ყვეკა ქვეყანა ირებს გარკვეულ პასუხისმგებლობასა და ვალდებულებეს, ესენია:
1. ყველა არსებული პოლიტიკური დოკუმენტისა და გაწევრიანების მომენტისათვის მოქმედი ნატოს ყველა გადაწყვწტილების აღიარება და მიღება, რაც მოიცავს კოორდინირებულ პოლიტიკას ალიანსის საქმიანობასა და კომპეტენციის სხვადასხვა საკითხში;
2. აქტიურად ჩართვა ალიანსის ჯარგლებში კონსულტაციისა და გადაწყვეტიოლებების მიღების პროცესებში, კეთილსინდისიერი მუშაობა კონსენსუსის მისაღწევად;
3. თანხმობა ალიანსის რია კარის პოლიტიკაზე, ვასინგტონის ხელშეკრულების მე-10 მუხლისა და მადრიიდის, ვაშინგტონის პრაღისა და სტამბოლის სამიტების დეკლარაციების შესაბამისად;
4. მრავალმხრივ შეთანხმებებისა და პროტოკოლებში მონაწილეობა, რომლებზეც სეთანხმებული არიან წევრი სახელმწიფოები;
5. ნატოს სტრატეგიულ კონცებციაში ჩამოყალიბებული უსაფრთხოებისადმი ფართო მიდგომის ხორცშესხმა;
6. აქტიური მონაწილეობა გაერთიანებულ სამხედრო სტრუქტურასა და თავდაცვის კოლექტიურ დაგეგმაში, ასევე საშუალებებისა და სეიარარებული ძალების გამოყოპა ალიანსის მისიების მეთელი სპექტრისატვის;
7. ადეკვატური საბიუჯეტო რესურსების გამოყოფა ვალდებულებათა განხორციელებისა და ცხივრებაში გატარებისათვის, ისევე როგორც ნატოს კოლექტიურად დაფინანსებად ბიუჯედტში მონაწილეობა.

2b58430a5edd

ეს არის ის ძირითადი ასპექტები რაც ამ ორგანიზაციას აქვს. არის თუ არა ეს ორგანიზაცია რუსეთის წინააღმდეგ ეფექტური ეს ცალკე თემაა და პოლიტიკაა უკვე,  ამიტომ აქ ამ თემას არ ვეხები.

მსგავსი ამბები

Back to top button