საკითხავისასარგებლოსაქართველო

ფრინველების გადაფრენა

b11b35868b4a
ფრინველთა ყოველწლიურ გადაფრენას ადამიანები უძველესი დროიდან იცნობენ. მას დიდ ყურადღებას აქცევდნენ არა მარტო საბერძნეთისა და რომის, არამედ სირიის, ეგვიპტისა და სხვა უძველესი კულტურის მქონე ქვეყნის სწავლულები.

მიმოფრენის უმთავრესი მიზეზია ჩრდილოეთში საკვების ნაკლებობა ზამთარში, ხოლო სიჭარბე ზაფხულში და გადაფრენისადმი თანდაყოლილი ჩვევა (ინსტიქტი, მემკვიდრეობით მიღებული რეფლექსები) შეძენილი ფრინველებია მიერ მათი დასახელებისა და არეალის სივრცის გაფართოების დროს.
ზამთარში ჩვენში თავისუფლად მოსაპოვებელი საკვების დიდი სიმცირეა, დიდი თოვლისა და ყინვების გამო ფრინველები ჩრდილოეთში შიმშილისაგან განწირულნი არიან სიკვდილისათვის და ამიტომ რჩება მხოლოდ ერთადერთი გამოსავალი_გადაფრინდნენ სამხრეთში, სადაც ამ დროს ბევრი და მსუყე საკვებია.
უნდა ითქვას, რომ, გარდა მოფრენის ვადებზე მათ სხეულში სქესობრივი მომწიფების სერიოზული გავლენისა, განსაკუთრებით ფრინველთა საგაზაფხულო მოფრენის დროს, ძირითადი მიზეზი მაინც კვების, საზრდოს მოპოვების საკითხია.

e3a604c9b591

არსებობს მიმოფრენის ორი უმთავრესი გზა, პირველი და ყველაზე დიდი შავი ზღვის სანაპირო საჰაერო გზაა, რომელიც ჩრდილოეთიდან სამხრეთით და პირუკუ მიემართება. ამ გზით მიფრინავს ფრინველთა სხვადასხვა სახეობის უდიდესი რაოდენობა. ესენი არიან როგორც წყალში მოცურავენი, ისე სხვა ფრინველები: კეთილშობილი იხვები (გარეული, ნაცარა, კუდსადგისა, შუბლთეთრა, ცხვირფარა, პატარა იხვინჯები), რუხი ბატი, ტყის ქათამი, მწყერი, ყველა სახის ყანჩა, ჭყიანპო, კვირიონი, თოლია და სხვა ფრინველები, მათ შორის მტაცებლებიც.
შავი ზღვა-კავკასიის ზღვისპირეთი სანაპირო გადასაფრენი გზა მიემართება ქერჩის სრუტიდან შავი ზღვის სამხრეთ აღმოსავლეთ ნაპირის გაყოლებით, გაივლის საქართველოს მთელ ზღვისპირეთს და გრძელდება მცირე აზიის, ეგვიპტისა და აფრიკისაკენ.
შავი ზღვის სანაპიროს 5-10 კმ-ის სიგანის დაბლობის ზოლი, ზოგჯერ 25 კმ-მდე ფართოვდება; ამ გზაზე მოძრაობენ გადამფრენ ფრინველთა გუნდები.
აქედან სხვადასხვა მიმართულებით განშტოვდება ცალკეული მეორეხარისხოვანი გზები. მიმომფრენი ფრინველები უერთდებიან იმ ფრინველთა საერთო ნაკადს, რომლებიც გდაიფრენენ შავი ზღვის საჰაერო გზით.
მეორე საჰაერო გზა მდებარეობს კავკასიონის მთავარ ქედზე, იგი იწყება ქალაქ ვლადიკავკაზის მხრიდან მდინარე თერგის დინების გასწვრივ, გადადის ჯვრისა და გუდაურის უღელტეხილებზე, მიემართება თეთრი და შავი არაგვით, ჩადის მდინარე მტკვარზე და მიჰყვება ამ მდინარის დინებას სამხრეთ_აღმოსავლეთით.

ბათუმის თავზე ყოველი წლის აგვისტოს შუა რიცხვებიდან ნოემბრის ბოლომდე რამდენიმე ათეული ათასი მტაცებელი ფრინველი გაიფრენს, რაც მას საერთაშორისო მნიშვნელობას სძენს და ევროპის ოთხ ყველაზე მნიშვნელოვან სამიგრაციო გზად მიიჩნევა. ეს მარშრუტი ცნობილია როგორც “აღმოსავლეთ შავი ზღვის სამიგრაციო მარშრუტი”, მიუძღვის რა ფრინველებს სკანდინავიიდან და რუსეთიდან ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკისკენ. საყოველთაოდ ცნობილი “ბათუმის სამიგრაციო ძაბრი” ჰიბრალტართან, მესინა-სიცილიასთან და ბოსფორთან ერთად ევროპის ოთხ ყველაზე მნიშვნელოვან ადგილად მოიხსენიება.

87aad1cc67bc

ბათუმის “ძაბრი” საშემოდგომო გადაფრენისას შემდეგნაირად იქმნება: მას შემგედ, რაც მტაცებლები გადმოლახავენ დიდი კავკასიონის ცენტრალურ და დასავლეთ ნაწილებს (ამ დროს მათი სამიგრაციო გზები ძირითადად დაბალ უღელტეხილებზე გადის), ეშვებიან კოლხეთის დაბლობზე; ენერგიის დაზოგვის მიზნით ერიდებიან შავი ზღვის ზედაპირს, ლიხის (სურამის) და მესხეთის (აჭარა-იმერეთის) ქედებს; ამის შედეგად ძალაუნებურად მათი უმეტესი ნაწილი თავს იყრის ბათუმის მიდამოებში; შემდეგ გადაკვეთენ საქართველო-თურქეთის საზღვარს და თანდათან ისევ დაცილდებიან ერთმანეთს. მიუხედავად იმისა, რომ მტაცებლების დიდი რაოდენობა დიდი კავკასიონის აღმოსავლეთ ნაწილსაც გადმოლახავს, აღმოსავლეთ საქართველოში წყლის ფართო ზედაპირის არარსებობისა და უფრო მოზაიკური მთა-გორიანი ლანდშაფტის გამო გადაფრენა რამდენიმე გზით მიმდინარეობს და ამიტომ ამ ადგილებში ისეთი დიდი მაშტაბის “ძაბრი” არ იქმნება, როგორიც ბათუმთან.

:):):)

მსგავსი ამბები

Back to top button