არქივი

ფრანგული განმანათლებლობა ვოლტერი

c5d361568bcb

განმანათლებლობა იდეოლოგიურ-პოლიტიკური მიმდინარეობაა,რომელიც სპეციფიკური თვისებებით საფრანგეთში დაიწყო,მისი მიზანი ფეოდალური ფორმაციის ლიკვიდაცია არის.განმანათლებლობა მდიდარია ესთეტიკური მოძღვრებებით,აქ არის 3 ძირითადი მხატვრული მეთოდი: განმანათლებლური კლასიციზმი,რეალიზმი და სენტიმენტალიზმი.განმანათლებლებმა ბრძოლა გამოუცხადეს რწმენას,მათ სჯეროდათ,რომ თუ სახელმწიფო გონებრივ საწყისებზე იქნებოდა დამყარებული,იგი იქნებოდა იდეალური.ვოლტერმა დიდროსთან და მონტესკიესთან ერთად დიდი როლი შეასრულა,საფრანგეთის გონივრულ მმართველობად ჩამოყალიბებაში,იგი იყო დიდი საზოგადო მოღვაწე,მეთვრამეტე საუკუნეს ხშირად ვოლტერის საუკუნეს ეძახდნენ.მისი ნამდვილი სახელი და გვარია ფრანსუა მარი არუე,მან კალამი მოსინჯა თითქმის ყველა ჟანრში.ვოლტერის ტრაგედიებიდან აღსანიშნავია “ოიდიპოსი”,პოემებიდან “ორლეანელი ქალწული”.ვოლტერის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფილოსოფიური მოთხრობაა “კანდიდი”,სადაც მან ცალმხრივი ოპტიმიზმის წინააღმდეგ გაილაშქრა.ნაწარმოების მთავარი მორალი ასეთია:შრომა ერთადერთი წამალია სამი ბოროტების-ბიწიერების,მოწყენილობის და სიღარიბის წინააღმდეგ.”კანდიდში” ყურადღება უნდა მივაქციოთ აზრს რომ “ადამიანს აფუჭებს არა საზოგადოებაში ცხოვრების მოთხოვნილება,არამედ საზოგადოების უქონლობა,ადამიანი რომელიც სრულიად მარტო ცხოვრობდა ჩქარა კარგავდა აზროვნების და გამოთქმის ნიჭს”-ასეთი ადამიანი აუტანელი ხდებოდა და ცხოველად გადაიქცეოდა

hallucination

born on a different cloud
Back to top button