საკითხავისასარგებლო

საინტერესო ფაქტები . . .

0f83748abcdd

იცოდით თუ არა რომ . . .

1..ბარაკ ობამამ თავის ერთ-ერთ ქალიშვილს ალექსანდრე პუშკინის მეუღლის ნატალია გონჩაროვას საპატივცემლოდ დაარქვა სახელი…
184c476f9013

2 …გალაკტიონ ტაბიძემ ერთ–ერთი უგრძესი ქართული სიტყვა “გადაინდუსტრიალებულთაგანისებურია” მოიგონა და ამ სიტყვაზე ერთკუპლეტიანი ლექსი დაწერა…

3 ღამურა ერთადერთი ძუძუმწოვარი ცხოველია, რომელსაც ფრთები აქვს და დაფრინავს…

4 .ნეპალის სახელმწიფო დროშა ერთადერთია მსოფლიოს სახელმწიფო დროშებიდან, რომელსაც მართკუთხედის ფორმა არ აქვს.

5 .შოკოლადი შეიცავს ნივთიერება თეობრომინს, რომელიც ცხენებისა და ძაღლებისთვის ლეტალურია…

6 …რუმინეთის ეროვნული ჰიმნი „Deşteaptă-te, române!“ 1990–იან წლებში მოლდოვის რესპუბლიკის ჰიმნიც იყო…

7 ..პლუსისა და მინუსის აღმნიშვნელი ნიშნები „+“ და „–“ პირველად გერმანელმა მათემატიკოსმა იოჰანეს ვიდმანმა გამოიყენა საკუთარ ნაშრომში Mercantile Arithmetic…

8 .ალექსანდრე II-ის მიერ განხორციელებულმა სასამართლო რეფორმამ იმპერიულ რუსეთში ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი შემოიღო…

9 …ბენჯამინ ფრანკლინის პორტრეტი გამოსახული ასდოლარიან კუპიურაზე ფრანგი მხატვარი ჟოსეფ დუპლესის დახატულია…

10 ..„დორიან გრეის პორტრეტი“ ოსკარ უაილდის მის სიცოცხლეში გამოქვეყნებული ერთადერთი რომანია…

11 …ნობელის მშვიდობის პრემია აშშ–ის სამ პრეზიდენტს მიენიჭა თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში: 1908 წელს თეოდორ რუზველტს, 1919 წელს ვუდრო უილსონს, 2009 წელს კი ბარაკ ობამას…

12 …მონაკო მსოფლიოს ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქვეყანაა (16100 ად. 1 კმ²-ზე).

13 …1914 წლისთვის აფრიკის კონტინენტზე მხოლოდ ორი დამოუკიდებელი სახელმწიფო არსებობდა — ეთიოპია (აბისინია) და ლიბერია.

14 ..დღევანდელი ანბანური დამწერლობებიდან ყველაზე ნაკლებასოიანია ჰავაის ანბანი, გავრცელებული ჰავაის კუნძულებზე, რომელიც მხოლოდ 12 ასო–ნიშანს შეიცავს…

15 …XII-XIV საუკუნეების საქართველოს ფეოდალური საგვარეულოს — მხარგრძელების წინაპრები წარმომავლობით ქურთები იყვნენ…

16 …გიბრალტარი ერთადერთი ადგილია ევროპაში, სადაც მაიმუნები ბინადრობენ…

17 …ირანში უფრო მეტი აზერბაიჯანელი ცხოვრობს (30 მლნ), ვინემ აზერბაიჯანში (7,9 მლნ)…

18 …სპარტაში ლიკურგეს კანონების თანახმად უცოლობა დანაშაულად ითვლებოდა…

19 …სტენდალის სინდრომი ფსიქოსომატური დარღვევაა, რომელიც ტურისტებს ფლორენციაში ხელოვნების ნიმუშების დიდი რაოდენობის ერთდროულად ნახვისას უვითარდებათ…

20 …ბამბის ნაყინი პირველად საზოგადოებისთვის გაიყიდა 1904 წლის სენტ-ლუისის მსოფლიო ექსპოზიციაზე…

21 …მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის პირველი გოლი 1930 წელს გაიტანა ფრანგმა ფეხბურთელმა ლუსიენ ლორანმა მექსიკელების კარში..

იმედია ბევრი საინტერესო რამ გაიგეთ ….. რაც აქამდე არ იცოდით … :papa:

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close