არქივი

ჰაიკუ

4eee8553a438

ჰაიკუ  ძლიერი სიმბოლური დატვირთვის მქონე, კლასიკური პოეტური ფორმა.

 ტერმინი ხმარებაში შემოიღო XIX საუკუნის იაპონელმა პოეტმა, მასაოკა შიკიმ , თუმცა ჰაიკუს მამამთავრად ითვლება , მაცუო ბასიო, XVII საუკუნის იაპონელი პოეტი. ეს არის უკიდურესად მოკლე სტრუქტურის ლექსი, რომლის მიზანია წამიერი შეგრძნებების, საგანთა ხედვის გადმოცემა. ტრადიციულად ჰაიკუ შედგება სამი ტაეპისაგან, ანუ ერთი ტერცეტისგან, რომელიც მთლიანობაში 17 მარცვალს შეიცავს. პირველი და მესამე ტაეპი 5 მარცვლიანია, მეორე კი – 7 მარცვლიანი. გარდა ამისა აუცილებელია ჰაიკუ შეიცავდეს ერთ კიგოს (წელიწადის დროის სახელი), ან ისეთ სიტყვას, რაც წელიწადის რომელიმე დროზე მიანიშნებს (მაგალითად, ახალი წელი, ატმის ყვავილობა და ა.შ.), თუმცა კიგოს წარმოქმნის ასევე “სავსე მთვარის” ხსენებაც. ჰაიკუ ერთგვარი მომენტალური სურათია, რომელშიც, ყველაფერთან ერთად, აუცილებელია არ ჩანდეს მთხრობელი, პოეტის “მე”. თუმცა გამორიცხული არაა იუმორი, ტროპები, მაგრამ ეს ყველაფერი თავშეკავებულად უნდა იქნას გამოყენებული. ლექსი ერთი ამოსუნთქვით უნდა იკითხებოდეს, სასურველია ხმამაღლა. ჰაიკუმ მკითხველში აზროვნების სურვილი უნდა აღძრას. მან კი არ უნდა აღწეროს რაიმე, არამედ მკითხველის ფანტაზია აამოძრაოს და გამოიწვიოს მასში გარკვეული სურათი. ჰაიკუს წესების დარღვევა ძალიან ხშირია კლასიკოს მწერლებთანაც კი. თუმცა მთავარი მოთხოვნა არის ე.წ. “ჰაიკუს სულის” შენარჩუნება, რაც ნანახის, განცდილის, უბრალო მომენტების გამოთქმაში მდგომარეობს. ზოგადი სახით ყოველთვის შენარჩუნებულია ტაეპების სტრუქტურა (გრძელი-მოკლე-გრძელი) . არსებობს ჰაიკუს მრავალი სკოლა და ტენდენცია: ქალაქური ჰაიკუ, ანგაჟირებული ჰაიკუ და ა.შ.

(წყარო www.wikipedia.org )

მაცუო ბასიო
იოსა ბუსონი
მასაოკა შიკი
ტაკაჰამა კიოში
ტაკანო სუჯუ
ტანიძავა კაკიო
ნაგატა კოი

პ.ს. ჰაიკუს საქართველოშიც ყავს მიმდევრები :))

ბაშო

***
არავინ მიდის
გზაზე ჩემს გარდა,
შემოდგომის ამ საღამოს.
***
ღრუბლები ჩნდება,
ადამიანს აძლევს ნებას_
მთვარის ყურებისგან დაისვენოს.
***
ქარი ფუჯის მთიდან,
მარაოზე ვდებ,
აი, სახსოვარი ედოდან

*ედო: ტოკიოს ძველი სახელი
***
შემოდგომის მთვარე,
ტბასთან ვსეირნობ და_
გადის ღამე
***
არც ყვავილობა, არც მთვარე,
ის საკეს სვამს_
სრულ მარტოობაში.
***
გინდათ ნახოთ მარტოობა?
ნახეთ ერთადერთი ფოთოლი
ჩამოვარდნილი კირის ხიდან

ბუსონი

ვეშაპი!
ქვემოთ ჩადის, უფრო მაღლა
და მაღლა ადის მისი კუდი.

იეთსუჯინი

ვისურვებდი მოვმკდარიყავი
ყვავილებით დაფარული,
ამ ჩვენს სიზმარში.

ტაკაჰამა

ამ ყვავილს თეთრ პეონს ეძახიან
დიახ, მაგრამ
ცოტათი წითელს.

ჰაშინი

არც ცა
არც მიწა_თუმცა მაინც
ცვივა ფანტელები.

შიკი მასაოკა

ღამე; და კიდევ ერთხელ
სანამ გელი, ცივი ქარი
წვიმად გადაიქცა.
***
მეძინება,
მოკალით ბუზი_
ფრთხილად, გთხოვთ
***
ობობას ვკლავ
და მარტოდ ვგრძნობ თავს
ღამის სიცივეში
***
სიყვარულის და სიძულვილის გამო
ვკლავ ბუზს და_
ვთავაზობ ჭიანჭველას

კობაიაში ისა

ჩემს ძველ სახლში
რომელიც დავტოვე,
ალუბალი ყვავის. . .
***
ზუსტად ჩემს ფეხებთან,
და როდის მოხვედი აქ,
ლოკოკინა?
***
ჩემი ბუზღუნა ცოლი_
ნეტავ აქ ყოფილიყო,
ეს მთვარე ამ ღამეს…

კატო შუსონი

ჭიანჭველას ვკლავ
და ვხვდები_
ჩემი სამი შვილი მიყურებდა.

მურაკამი

შემოდგომის პირველი დილა-
სარკე რომელშიც ვიხედები,
მამაჩემის სახეს მიჩვენებს.

ტაკაჰამა

მკვდარი ქრიზანთემა
და მაინც,
რაღაც ისევ არ არის მასში?
***
ის ამბობს სიტყვას,
მეც ვამბობ სიტყვას,
შემოდგომა ძალას იკრებს.
***
ქარებს, რომ ჰქრიან,
ჰკითხეთ რომელი ფოთოლი
ჩამოვარდება შემდეგ.

ბუსონი

ვეშაპი!
ქვემოთ ჩადის, უფრო მაღლა
და მაღლა ადის მისი კუდი.

იეთსუჯინი

ვისურვებდი მოვმკდარიყავი
ყვავილებით დაფარული,
ამ ჩვენს სიზმარში.

ტაკაჰამა

ამ ყვავილს თეთრ პეონს ეძახიან
დიახ, მაგრამ
ცოტათი წითელს.

ჰაშინი

არც ცა
არც მიწა -თუმცა მაინც
ცვივა ფანტელები.

ბაშო

შემოდგომის მთვარე,
ტბასთან ვსეირნობ და_
გადის ღამე

არც ყვავილობა, არც მთვარე,
ის საკეს სვამს_
სრულ მარტოობაში.

გინდათ ნახოთ მარტოობა?
ნახეთ ერთადერთი ფოთოლი
ჩამოვარდნილი კირის ხიდან

ცივი ჰაიკუ

ქარხნის საკვამურში ძინავს ჩიტს.
ჩრდილოეთის თბილი ქვეყნებისკენ
მიფრინავენ გაზეთები

და ჩემი საყვარელი ჰაიკუ:

არასდროს ყოფილხარ სულერთი,

სულ ერთი იყავი

შენ კი ამ სიცარიელეს სიტყვებს შორის ვერც კი ამჩნევდი

იხილეთ ასევე
Close
Back to top button