გასართობივიდეოები

ფრანი

არ ვიცი რატომ,მაგრამ აი ასე უცბად პატარა ბავშვივით მომინდა შენთვის და ჩემთვის ფერი ეცვალა დედამიწის ფერიას და მოსულიყო მარტი…

გული მიცემს და სუნთქვა მეკვრის,შემოდგომის კომპოზიცია მე ისევ მესმის,მინდა ვიგრძნო სურნელი შენი,ისევ აქ ვდგავარ და მაინც გელი…

ფრანი ვიპოვე მე ჩემში,იქნებ მოძებნო,იქვეა…შენს გვერდით… :)

მენატრები..

….დატკბით ამ ულამაზესი მუსიკით…

ესეც რამოდენიმე სიმღერის ტექსტი..

ღამე

ღამე რომ იხატებოდეს, დავხატავდი
გულის წაღება შეგეძლოს, გაგატანდი
ფიქრის წაკითხვა შეგეძლოს, გაჩუქებდი
თუ ახლა მე გადაგღალე, გავჩუმდები.

რა მთვრალი ვარ, რა
აუ, რა მთვრალი ვარ.
ქარი ვარ და, და მე ვერ ვჩუმდები.

ღამე რომ იხატებოდეს, დავხატავდი
გულის წაღება შეგეძლოს, გაგატანდი
ფიქრის წაკითხვა შეგეძლოს, გაჩუქებდი
თუ ახლა მე გადაგღალე, გავჩუმდები.

..ბახუსში ვხატავ ღამეებს,
ბევრჯერ ფიქრებში ნათენებს,
სიზმრების ფერად კონაში,
მთვარის მოპარულ კოცნაში.
მე მთვრალი ვარ და,
აუ. რა მთვრალი ვარ და
ქარი ვარ და ვერ ვჩუმდები. X2

ღამე რომ იხატებოდეს.
გულის წაღება შეგეძლოს,
ფიქრის წაკითხვა შეგეძლოს,
და მე რომ ვიხატებოდე, გავჩუმდები.

გუგუნი

ლა, ლა, ლა, ლა….

გუგუნს მოვიტან, თუ არა,
არადა, გუგუნს მოვიტან.
არადა, არ მოდის დრო,
ჩვენ რომ ვიყოთ,
ერთად რომ ვიყოთ.

და რომ მოვა დრო,
მე არ მინდა რომ,
ჩვენ სხვაგან ვიყოთ,
და ერთად არ ვიყოთ.

მოდი,
ვიმღეროთ ისე,
რომ გვითხრან კიდევ X3
და ვიმღერებ ეგრე.

გუგუნს მოვიტან.

ო, ჰო, ჰო, ჰო….

პლანები ჩვენს მხრივად,
ხეებთან ავრბივართ,
თოკები გაგიბავთ,
როგორც მე მინდოდა ისე ვერ ვფრინავ.

გამოგვდის დაკრული, გამოვა დაკრული
გამოგვდის დაკრული და გამოვა დაკრული.

და, ვიმღეროთ ისე,
რომ გვითხრან კიდევ.
და, ვიმღეროთ ისე,
რომ გვითხრან ვაი, დედა.
და, ვიმღეროთ ისე,
რომ გვითხრან კიდევ.
და ვიმღერებ ეგრე.

რომ მოვა დრო,
მე არ მინდა რომ სხვაგან ვიყოთ,
და ერთად არ ვიყოთ,

არ მოვა დრო,
შენ სხვაგან თუ ყოფ,
და მე არ მიყოფ.

და შენთვის თუ დღეს.
არ უთქვამთ ერს,
აბა რა გიკვირს ეს,
გაყავი ეს და ამოვა მზე,
და შენთვის..

და, ვიმღეროთ ისე,
რომ გვითხრან კიდევ.
და, ვიმღეროთ ისე,
რომ გვითხრან ვაი, დედა. X9

და ვიმღეროთ ისევ.

შენ და მე

ლამაზი ფერები, მე გეფერები,
ნაზი ბგერები, შენც მეფერები,
მზე რომ ჩავა და ჩვენ რომ გვღალატობს,
მთვარე ამოვა ის არ გვღალატობს.

ხანდახან ერთად როგორ ვთამაშობთ,
ხანდახან ცხარედაც როგორ ვკამათობთ,
ხანდახან სხვებსაც როგორ ვაგიჟებთ,
როცა მოვდივარ ვგრძნობ ჩემს ნაბიჯებს.

შეენ…

შენთვის ო რამდენჯერ მითქვამს,
რამდენჯერაც გინდა მითქვამს აკორდი.
შენთვის ო რამდენჯერ მითქვამს,
რამდენჯერაც გინდა მითქვამს აკორდი.

..შენ და მე
შენ თუ გაგაჩინა მზემ. X2

..რა გულიანად. X2
რა გულიანად ვმღერით ხანდახან.
..რა გულიანად. X2
რა გულიანად ვმღერით ხანდახან.

..შენ და მე
შენ თუ გაგაჩინა მზემ. X2

..რა გულიანად. X2
რა გულიანად ვმღერით ხანდახან.

როცა მოვდივარ გრძნობ ჩემს ნაბიჯებს შენ. X3

..რა გულიანად. X2
რა გულიანად ვმღერით ხანდახან.

როცა მოვდივარ გრძნობ ჩემს ნაბიჯებს შენ.

დედამიწის ფერი

ალბათ შველივით ფრთხილი ვარ, რომ გხედავ,
ვჩერდები, კიდევ რამეც ჩერდება.

ალბათ შველივით ფრთხილი ვარ, რომ გხედავ,
ვჩერდები, იქნებ რაღაც ჩერდება.

დედემიწის ფერია,
შენი თვალის ფერია.
სახელს არ გკითხავ
არც ჩუმად მოგყვები, მარტო ხარ, მარტო ხარ.

ქროდი, სად აღარ ქროდი,
თოვლი, რატომ არ მოდის,
მოდი, შენ მაინც მოდი,
თოვლივით მოდი, ჩუმად დადე.

მე რომ მეძინა მაშინ უთოვია,
შველივით ფრთხილად დადო,
ასე თოვლივით ფრთხილი რომ კარგად,
თურმე ჩუმად მოსულხარ და ვერც გამიგია.
თურმე ჩუმად მოსულხარ

დედემიწის ფერია,
შენი თვალის ფერია.
სახელს არ გკითხავ
არც ჩუმად მოგყვები, მარტო ხარ, მარტო ხარ.

ქროდი, სად აღარ ქროდი,
თოვლი, რატომ არ მოდის,
მოდი, შენ მაინც მოდი,
თოვლივით მოდი, ჩუმად დადე.

.. მოდის, ნახე, როგორ, მოდის,
ნუ გამოიდარებ. X3
ნუ გამოიდარებ!

დედემიწის ფერია,
შენი თვალის ფერია.
სახელს არ გკითხავ
არც ჩუმად მოგყვები, მარტო ხარ, მარტო ხარ.

მე რომ მეძინა მაშინ უთოვია,
ასე თოვლივით ფრთხილი რომ არ ხარ.

მე რომ მეძინა მაშინ უთოვია.

მარტი მოვიდა…
სადღაც შორიდან…
სადღაც შორიდან
ვუყურებთ ზამთარს…
არ ცივა, აღარც თოვს,
აღარც…

მარტი მოვიდა,
ზამთარს შორიდან
ვუყურებთ კვლავაც.

მარტი მოვიდა,
სითბო მოვიდა,
ფრენა მომინდა,
ღრუბლებში ასვლა…

ღიმილი,
ღიღინი,
და სხვა…

მარტი მოვიდა,
სადღაც შორიდან,
უყურებს ზამთარს…

სითბო თოვლს
თვალს უკრავს,
სიკეთეს აღმერთებს.
სიკეთე მაბევრებს,
ზამთარი მაბერებს…

მარტი მოვიდა,
ფრენა მომინდა,
მარტი მოვიდა,
სადღაც შორიდან,
უყურებს ზამთარს…

სითბო თოვლს
თვალს უკრავს,
სიკეთეს აღმერთებს.
სიკეთე მაბევრებს,
ზამთარი მაბერებს…

მარტი მოვიდა,
ფრენა მომინდა…
მარტი მოვიდა,
სადღაც შორიდან,
უყურებს ზამთარს…

მარტი მოვიდა,
სადღაც შორიდან,
უყურებს ზამთარს…

მარტი მოვიდა…

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Linebet
Close
Close