გასართობისაკითხავიუცნაური

ყველაზე უცნაური თანამდებობები მსოფლიოში

fdf2b5642d44
Travel+-ის თანამშრომლების მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით მსოფლიოს 10 ყველაზე უცნაური თანამდებობა გამოვლინდა.

10 ადგილი: იაპონელებმა გამოიგონეს ტურისტული ელჩის თანამდებობა. ეს ელჩები პროპაგანდას უწევენ თავიანთ ქვეყანას ტურისტების მოზიდვის მიზნით.

9 ადგილი: ვენეციაში არის “ზნეობრივი პოლიცია”. ისინი ძირითადად გაშიშვლებულ ტურისტებს მოუწოდებენ დაიბრუნონ ნორმალური ზნეობრივი სახე.

8 ადგილი: სანტა-ბარბარაში, კალიფორნიაში, სასტუმრო Biltmore Four Seasons-ში შეხვდებით ბაზიერს, რომელიც სტუმრებს უწყობს შოუს ქორებთან ერთად.

7 ადგილი: პარიზში არის საკანალიზაციო სისტემის გიდი. მის საქმიანობაზე თვით დასახელებაც მეტყველებს.

6 ადგილი: კომპანია LEGOLAND-ში არის LEGO-ს პროფესიონალი ამწყობის თანამდებობა. ცნობილი კონსტრუქტორების დეტალებისაგან ისინი უმშვენიერეს ლანდშაფტებს აწყობენ.

5 ადგილი: ჰელსინკში არის კარაოკეთი აღჭურვილი ტაქსები. შესაბამისად, ასეთი ტაქსები უფრო ძვირია.

4 ადგილი: ციურიხის აეროპორტში მუშაობენ მონადირეები. ისინი “ნადირობენ” ფრინველებსა და ცხოველებზე, რომლებიც მგზავრებს გაექცევათ.

3 ადგილი: სენტ-თომასის კუნძულზე, სასტუმრო ღიტზ-ჩარლტონ-ში არის “ქოქოსების ინჟინერი” უსაფრთხოების დარგში. ის თვალყურს ადევნებს, რომ ჩამოცვენილმა ქოქოსებმა დამსვენებლები არ შეაწუხონ.

2 ადგილი: მემფისში, სასტუმრო Peabody-ში შეხვდებით იხვების მწვრთნელს. მის მოვალეობაში შედის ორგანიზება გაუკეთოს ფრინველების ცერემონიალ სვლას სახურავიდან შადრევანამდე.

1 ადგილი: სასტუმრო Amanbagh-ში (ინდოეთში) “მემაიმუნედ” მუშაობს ადამიანი, რომელსაც ტურისტების ჭამის დროს მაიმუნების მათგან “განდევნა” ევალება.

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close