არქივი

ოჯახში ძალადობა

1458e4534c85

ოჯახში ძალადობა ძალადობის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული და გავრცელებული ფორმაა. იგი მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში არსებობს და საზოგადოების ყველა ფენას მოიცავს.

ოჯახში ძალადობა ძირითადად ჩადენილია მამაკაცის ან ქალის მიერ ყოფილი ან ახლანდელი პარტნიორის ან ოჯახის სხვა წევრის წინააღმდეგ. იგი უმთავრესად მოიცავს შეურაცხმყოფელ და იძულებით ქცევას, როგორიცაა ფსიქოლოგიური, ფიზიკური ან სექსუალური შეურაცხყოფა. ოჯახში ძალადობა ხშირ შემთხვეევაში იწვევს ჯანმრთელობის სერიოზულ გაუარესებას, ფიზიკურ და ემოციურ აშლილობას, რომლის შედეგიც შეიძლება ფატალურად დასრულდეს.

ce38a6c5224a

ოჯახში ძალადობის სხვა სახის ძალადობისაგან ერთ-ერთი ძირითადი განმასხვავებელი ნიშანი არის ის, რომ იგი ოჯახის ფარგლებს საერთოდ არ სცილდება.

ოჯახური ძალადობა ადამიანის უფლებების დარღვევაა. იგი გლობალური სენია. ამ სენისაგან არცერთი საზოგადოება არ არის დაზღვეული. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ამ პრობლემის გარშემო საუბარი მასობრივ ხასიათს იღებს, საზოგადოების გარკვეული ნაწილი აღნიშნულ პრობლემას ვერ აცნობიერებს და არც კი აღქვამს ამ მოვლნას სოციალურ პრობლემად.

დასაწყის ეტაპზე ოჯახში ძალადობის ტერმინი მხოლოდ ქალებისა და ბავშვების წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობას გულისხმობდა, მაგრამ ახლა მამაკაცების წინააღმდეგ ძალადობასაც მოიაზრებს, მსოფლიო სტატისტიკური მონაცემებით ოჯახში ყველაზე გავრცელებული სახის ძალადობაა ცოლის ცემა. მის ოთხ ძირითად მიზეზს ასახელებენ, ესენია: 1. ეჭვიანობა 2. ქმრის მიმართ უპატივცემულობა 3. ქმრის, როგორც ოჯახის უფროსის და გამგებლის „უფლება“ – სცემოს ცოლი 4. ალკოჰოლური მდგომარეობა. გარდა ფიზიკური ძალადობისა, ხშირია ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტებიც, ისეთები, როგორიცაა: ცოლის მუდმივი კონტროლი, საკუთარი მშობლებისა და მეგობრებისაგან იზოლაცია; მუქარა, დაშინება, სიტყვიერი შეურაცხყოფა, დამცირება და ა.შ.

საქართველოს პარლამენტმა 2006 წელს მიიღო კანონი”ოჯახური ძალადობის აღკვეთის შესახებ” თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ქართული მენტალიტეტიდან გამომდინარე როგორიცაა”ოჯახის ამბები ოჯახის გარეთ არ უდნა გავიდეს” ძალადობა არ არის ცნობილი და მის აღმოსაფხვრელადაც ვერაფერი ხდება.

მსგავსი ამბები

Back to top button