არქივი

ტანტრა(ენერგია და ექსტაზი) (18+)

8e46e72f8a16
ეს არის იოგის ერთ-ერთი სახე რომელშიც გამოიხატება სხეულის ყველანაირი რეაქცია,სიყვარულის ერთ-ერთი სახე ქალის და მამაკაცის… ამას ეწოდება ტანტრა და თუ რა არის იგი და რას წარმოადგენს იხილეთ გაგრძელებაში… (პოსტი შეიცავს ინფორმაციას, რომელიც არაა განკუთვნილი ბავშვებისა და არასრულწლოვნებისთვის, სრულწლოვნებს შეგიძლიათ გააგრძელოთ კითხვა)

453b3041c4a6

ათასწლეულების მანძილზე კაცობრიობა ექსპერიმენტირებდა _ ცდილობდა სექსუალური ენერგია სულიერებად ექცია; და ეჭვი არაა, რომ ათასობით ადამიანმა ამგვარი ტრანსფორმაცია შესძლო. როგორც ჩანს, ადრე თუ გვიან ტანტრას მთელი მსოფლიო აღიარებს მეცნიერებად, რადგან მთელს დედამიწაზე ადამიანები ათასგვარი გარყვნილებისგან იტანჯებიან. ყველა ოფიციალური რელიგიის მიერ სექსუალურობის ჩახშობამ `პლეიბოის~ მსგავსი პორნოგრაფიული ლიტერატურის გავრცელებამდე მიგვიყვანა და ადამიანები ასეთ ლიტერატურას უფრო მეტად კითხულობენ, ვიდრე ნებისმიერ სხვა რამეს.

მთელი ჩემი ძალისხმევა იქითკენ არის მიმართული, რომ თქვენ მიიღოთ სექსი, როგორც სიცოცხლის ბუნებრივი ფენომენი. როცა არ არის ჩახშობა, პორნოგრაფიის მოთხოვნელებაც ქრება. როცა დათრგუნვა არ არსებობს, ადამიანიწყვეტს სექსზე ოცნებას. მხოლოდ ასე შეიძლება ენერგიის ტრანსფორმირება. არსებობს ბევრი ხელმისაწვდომი მეთოდი, რომელთა მეშვეობითაც ის ენერგია, მთელს სამყაროს სიცოცხლეს რომ ანიჭებს, თქვენც ახალ სიცოცხლეს მოგიტანთ.

დასავლეთმა რამოდენიმე მნიშვნელოვანი მეთოდი შეიმუშავა: გეშტალტი და ენქაუნთერ-თერაპია, ბიოენერგეტიკა და მრავალი სხვა. აღმოსავლეთმაც ბევრი მეთოდი შექმნა: და-ძენი, ვიპასანა, სუფიების ბრუნვა, იოგა, ტანტრა. დასავლური და აღმოსავლური მიდგომა იმდენად განსხვავდება ერთმანეთისგან, რომ ორივე მათგანი მხოლოდ ერთი მთლიანობის ორ ნახევარს წარმოადგენს; შესაბამისად, ორივე მათგანს რაღაც აკლია.

აღმოსავლურ მეთოდებს მედიტაციური სივრცის შექმნა შეუძლიათ, თუმცა თქვენ იმდენად იძირებით საკუთარ თავში, რომ გაქრობას, ცხოვრებიდან წასვლას იწყებთ; აღმოსავლეთის ყველა მეთოდს ესკაპიზმამდე* მივყავართ. ადამიანს უნდება მონასტერში ჩაიკეტოს, ჰიმალაებში გაემგზავროს, შორეული გამოქვაბულის სიმარტოვეში ჩაიკარგოს. აღმოსავლური მეთოდები ადამიანს ასწავლის, როგორ უნდა იცხოვროს მარტოობის სიხარულში, მაგრამ რაღაც არსებითი მაინც იკარგება.

ამას გარდა სიცოცხლე ურთიერთობა, გამთლიანება, ერთობაც არის. ეჭვი არაა, რომ სიმარტოვის ნეტარება მშვენიერია, თუმცა ეს მთელი ამბის მხოლოდ ერთი ნახევარია; აუცილებელია ვისწავლოთ ნეტარებაში ყოფნა მაშინ, როცა ჩვენს გვერდით სხვაც არის. თუ თქვენ ნეტარი ხართ მაშინ, როცა თქვენს გვერდით სხვაც არის, თქვენი ნეტარება უფრო მაღალ საფეხურს აღწევს. მორტო მყოფნი, თქვენ იმ მუსიკოსს გავხართ, ფლეიტაზე სოლოს რომ ასრულებს, სხვებთან გამთლიანებით ნეტარებაში მყოფნი კი ორკესტრს ემსგავსებით.

დასავლეთმა შექმნა მეთოდები, რომლებიც ადამიანს გარეთ ექაჩება. აქ ის გაერთიანების უნარს იძენს და ურთიერთობასა და თანაქმედების სიხარულს ეზიარება. ეს სიყვარულის მეთოდებია, მაგრამ მათაც აკლიათ რაღაც მნიშვნელოვანი. ადამიანი ტკბება ურთიერთობით, მაგრამ მარტო დარჩება თუ არა… ადამიანი ძირითადად მარტოა.

მარტოხელა იბადები და მარტოხელა კვდები. სულის სიღრმეში ყოველთვის მარტოხელა ხარ. გარეგნულად ბედნიერი ხარ, თუმცა სადღაც შიგნით, ძალიან ღრმად ბუნდოვანი, თითქმის შეუმჩნეველი ტანჯვა მაინც გრძელდება. შენ არ შეგიძლია შეეფეთო და თვალი გაუსწორო საკუთარ თავს, შეხვდე მას.

დასავლეთის ყველა მცდელობამ კრახი განიცადა, რადგან აქ განვითარება მხოლოდ გარეგნულმა ჰპოვა; აღმოსავლეთს უფრო მეტად გაუმართლა, რამეთუ ყველა მისი მეთოდი ინტროვერტულია. ადამიანი კი არც მხოლოდ გარეგნულს ეკუთვნის და არც მხოლოდ შინაგანს.

9127cb489834

შევეცდები პირველად შევქმნა გარეგნული და შინაგანი მიდგომების სინთეზი და ორივე მეთოდი ხელმისაწვდომი გავხადო, იმისათვის რომ ადამიანი ადვილად გადადიოდეს გარეგნულიდან შინაგანზე და პირიქით, და რომ ადამიანის ამგვარ კატეგორიებად დაყოფის მოთხოვნილებაც არ ჩნდებოდეს. ადამიანი შეიძლება გახდეს მოქნილი, მდინარი.

ახლოვდება ტანტრას დღეები. ადრე თუ გვიან ტანტრა, პირველად კაცობრიობის ისტორიაში, ფართო მასებში შეაღწევს, რამეთუ დადგა ჟამი _ პირველად მომწიფდა ყველა პირობა სექსის ბუნებრივი აღქმისათვის. სრულიად დასაჯერებელია, რომ აფეთქება დასავლეთში დაიწყება _ ამისათვის ხომ ფროიდმა, იუნგმა და რაიხმა ნიადაგი შეამზადეს. მათთვის ტანტრას შესახებ არაფერი იყო ცნობილი, თუმცა ტანტრას ევოლუციისთვის პირობები სწორედ მათ შექმნეს. დასავლური ფსიქოლოგია მივიდა იმ დასკვნამდე, რომ კაცობრიობის ძირითადი პრობლემა რაღაცნაირად სექსთან არის დაკავშირებული, ადამიანის ძირითად სიგიჟეს სექსუალური მიმართულება აქვს.

ვინაიდან სექსუალურობა ყოველივეს ქვაკუთხედად ცხადდება, ტანტრა კაცობრიობის მონაპოვრის ნაწილი უნდა გახდეს. მას უნდა სწავლობდნენ ყველა სკოლაში, კოლეჯში, უნივერსიტეტებში, თითოეულ ტაძარში, თითოეულ ეკლესიაში _ ტანტრა ყველგან უნდა იყოს! ადამიანს აუცილებლად უნდა ასწავლდნენ იმას, თუ როგორ უნდა იყენებდეს სექსუალურ ენერგიას ზე-ცნობიერების მისაღწევად. წარსულში ამგვარი მიდგომა ძალზე რთული იყო, ამიტომაც ტანტრა უმეტესობისთვის მიუწვდომელ, საიდუმლო მეცნიერებად რჩებოდა.

მთელი ჩემი ძალისხმევა იმ მისტიკური საბურველის ახდისკენ არის მიმართული, რომლითაც ტანტრა წარსულის ოკულტისტებმა შებურეს. ტანტრა წმინდა წყლის მეცნიერებაა! თანდათან იზრდება ალბათობა იმისა, რომ საუკუნის დასასრულისთვის ტანტრა მთელს მსოფლიოში გავრცელდება. კაცობრიობა პირველად არის მზად მისი სიბრძნის აღსაქმელად. აქამდე ტანტრას აღსაქმელად მხოლოდ მცირერიცხოვანი ადეპტები იყვნენ მზად.

და ტანტრა მოვა დასავლეთიდან. ის არ მოვა აღმოსავლეთიდან, რამეთუ აღმოსავლეთი ჯერ კიდევ წარსულში ცხოვრობს _ ყოველ შემთხვევაში წარსულ ათასწლეულში.

abe4657dd94d

ენერგია

სექსუალური ენერგია, როგორც ასეთი, არ არსებობს. ენერგია ერთიანია _ ერთი და იგივე. სექსი ენერგიის მხოლოდ ერთ-ერთი გამოსასვლელია, ერთ-ერთი მიმართულება; მისი ერთ-ერთი შესაძლო გამოყენება. სასიცოცხლო ენერგია ერთიანია, თუმცა შეიძლება თავი მრავალი მიმართულებით გამოავლინოს. სექსი ერთ-ერთი მათგანია. როცა სასიცოცხლო ენერგია ბიოლოგიური ხდება, ის ვლინდება, როგორც სექსუალური ენერგია. სექსი მხოლოდ სასიცოცხლო ენერგიის გამოყენების სფეროა. თუ ენერგია სხვა მიმართულებით მიედინება, სექსი არ არის. თუმცა ამას სუბლიმაციას ვერ დავარქმევთ; ეს ტრანსფორმაციაა. სექსი სასიცოცხლო ენერგიის თანდაყოლილი, ბუნებრივი გადინება და მისი უმდაბლესი გამოყენებაა. სექსი ბუნებრივია, რამეთუ მის გარეშე შეუძლებელია სიცოცხლე. უმდაბლესი კი იმიტომ არის, რომ ის საფუძველი და არა მწვერვალი. თუ ყველაფერს სექსი ცვლიდა, ცხოვრებას ამაოდ ჩაუვლია. წარმოიდგინეთ, რომ გამუდმებით საზირკველს ყრით, შენობა კი, რომლისთვისაც ის იყრება, არ შენდება.

სექსი _ ეს არის საშუალება სასიცოცხლო ენერგიის უფრო მაღალ საფეხურზე ტრანსფორმირებისა. სანამ ეს ასეა, პრობლემები არ ჩნდება, მაგრამ საკმარისია სექსმა ყველაფერი დაჩრდილოს და სიცოცხლის ენერგიის ერთადერთ გამოსასვლელად იქცეს, რომ ის ნგრევას იწყებს. ის სეიძლება იყოს ინსტრუმენტი, საშუალება და არა თვითმიზანი, არა დასასრული; ინსტრუმენტს მხოლოდ მაშინ აქვს აზრი, სანამ საბოლოო მიზანი ახსოვთ. თუ ინსტრუმენტს არასწორად ხმარობენ, თუკი საშუალებას ბოროტად იყენებენ, მთელი აზრი იკარგება.

როცა სექსი ცხოვრების აზრად იქცევა, როგორც ეს ჩვენს დროში ხდება _ მაშინ საშუალება ცვლის მიზანს. სექსი არსებობის, სიცოცხლის გაგრძელების ბიოლოგიურ საფუძველს უზრუნველყოფს. ის საშუალებაა და თავად მიზნად არ უნდა ვაქციოთ.

იმ წამსვე, რაწამსაც სექსი მიღწევის ზღვრად იქცევა, იკარგება სულიერების სივრცე. მაგრამ თუ სექსი მედიტაციური გახდა, ის სულიერებისკენ მიემართება და მიზნისკენ ამავალი კიბის საფეხურად, თავისებურ ტრამპლინად იქცევა.

0819b77f4086

ენერგია ყოველთვის ნეიტრალურია. თავისთავად ენერგია უსახელოა _ სახელს მას აძლევს კარი, რომლიდანაც ის გამოედინება. სახელწოდება არ წარმოადგენს ენერგიის, როგორც ასეთის სახელს; ეს მხოლოდ იმ ფორმის სახელია, რომელსაც ენერგია იღებს. გამოთქმაში `სექსუალური ენერგია~ იგულისხმება ენერგია, რომელიც სექსუალური ბიოლოგიური ცენტრიდან გამოედინება.

როცა ღვთაებრივში მიედინება, იგივე ენერგიას `სულიერი~ ეწოდება. თვით ენერგია კი ნეიტრალურია.

ბუნების მეშვეობით გამოხატულს, მას სექსი ეწოდება.

ემოციის მეშვეობით გამოხატული, იგი ხასიათდება როგორც სიყვარული, სიძულვილი ან მრისხანება.

გამოხატული ინტელექტუალურად, იგი შეიძლება გახდეს მეცნიერება ან ლიტერატურა.

როდესაც სხეულში გაედინება, ის ფიზიკური ხდება, გონებაში გამავალი კი მენტალურად იქცევა.

განსხვავება არ წარმოადგენს ენერგიის, როგორც ასეთის სხვაობას _ განსხვავდებიან მხოლოდ გამოვლინების სფეროები.

ბევრნი სიყვარულით არიან დაკავებული, მაგრამ სულ მცირე წარმოდგენაც კი არა აქვთ, რა არის ორგაზმი, რადგან უკვე ყველაფერი გაფლანგეს. სასიყვარულო აქტის დროს ადამიანები ცარიელები არიან _ მათში არ არის ენერგია, რომელიც შეიძლება პარტნიორს გაუზიარო. ისინი არ არიან ენერგიით გადავსებულნი. ყველაზე დიდი რამ, რაც მათ ელით, გენიტალიური ორგაზმია _ ძალიან პატარა, უმნიშვნელო ორგაზმი, რომელშიც ერთი წვეთი სულიერებაც კი არ არის. ასეთი ორგაზმი დაცემინებას მაგონებს. დაცემინების შემდეგ, რა თქმა უნდა შვებას იგრძნობთ. ზურგის მოიფხანაც უმალ შვებას მოგგვრით _ მოეშვებით.

ორგაზმი შვება არ არის, ის დღესასწაულია. ორგაზმი _ ეს არის თქვენი შეხვედრა ყოველივესთან პარტნიორის დახმარებით. ორგაზმი ყოველთვის ღვთაებრივია _ სხვა ხდება კარი, შესასვლელი, რომ თქვენ ღვთაებრივში შეაღწიოთ.

ორგაზმი ყოველთვის სულიერია და არასოდეს _ სექსუალური. მათ, ვინც ორგაზმს სექსის კატეგორიას მიაკუთვნებენ, არაფერი გაეგებათ. მათ სექსის შესახებ არაფერი იციან _ ორგაზმული განცდების შესახებ მათთვის არაფერია ცნობილი.

ორგაზმი ყოველთვის სამადჰია _ ექსტაზი. მაგრამ ადამიანებს ამაზე წარმოდგენაც არა აქვთ, რადგან ერთმანეთს მოთხოვნილების გამო ხვდებიან და არა ენერგიის სისავსის შედეგად.

თავისი გაუცნობიერებლობის, ცხოველური საწყისის გამო სექსს ყოველთვის, ყველა რელიგიური მაძიებლისათვის უზარმაზარი მნიშვნელობა ჰქონდა. ის გახდა კრიტერიუმი იმის გასაგებად, მიაღწია თუ არა კონკრეტულ ადამიანში სასიცოცხლო ენერგიამ ღვთაებრივს.

a96874640c49

ძნელია ზუსტად თქმა, ეზიარა თუ ვინმე ღვთაებრივს თუ შეხვედრა არ შედგა _ როგორ გავიგოთ, რომ ადამიანმა ბრილიანტები იპოვა? _ თუმცა თუ ვინმემ ქვები გადაყარა, იმ წუთას მივხვდებით, რადგან ჩვენთვის ცნობილია, რა არის ქვა. ასევე იმწუთასვე ვიგრძნობთ, რომ ადამიანმა სექსის ტრანსცენდენტირება მოახდინა, რადგან ვიცნობთ სექსს. სექსი იმდენად აბეზარი რამ არის, იმდენად გაუცნობიერებელი, ისეთი ძალის მქონე, ღვთაებრივის მიღწევამდე მისი ტრანსცენდენტირება შეუძლებელია. ამიტომ ბრაჰმაჩარია*, ცელიბატი* ღვთაებრივთან ჭეშმარიტი შერწყმის კრიტერიუმი გახდა.

მიუხედავად ამისა არასწორია იმის მტკიცება, რომ თუ სექსს შორს მოისვრის, ადამიანი ღვთაებრივს მიაღწევს. ამგვარი მტკიცება მცდარია. ადამიანი, რომელმაც ბრილიანტები იპოვა, გადაყრის ქვებს, რომელიც მანამდე ჰქონდა, თუმცა საწინააღმდეგოს თქმა ჭეშმარიტება არ იქნება. ქვები შეიძლება გადააგდოთ, მაგრამ ეს მოქმედება იმას არ ნიშნავს, რომ ალმასები იპოვეთ.

ასეთ შემთხვევაში ძალზე ძნელ მდგომარეობაში მოხვდებით _ გონება გექნებათ ჩახშობილი, მაგრამ არა ტრანსცენდენტირებული. თქვენში, შიგნით სექსი დუღილს გააგრძელებს და შინაგან ჯოჯოხეთს მოგიწყობთ.

ეს სექსის საზღვრებს გარეთ გასვლა არ არის. ჩახშობილი სექსი მახინჯია, ავადმყოფული, ნერვოტული. ჩახშობილი სექსი გარყვნილებად იქცევა. სექსისადმი ეგრედ წოდებულმა რელიგიურმა დამოკიდებულებამ გარყვნილი სექსუალურობის გაჩენამდე, აბსოლუტურად ნერვოტული სექსუალური კულტურის წარმოშობამდე მიგვიყვანა. მე არ ვარ ამგვარი მიდგომის მომხრე.

სექსი ბიოლოგიური ფაქტია. მასში არ არის არაფერი არასწორი, მასში არ არის არაფერი ცუდი. არ ღირს სექსთან ბრძოლა, თორემ ის გარყვნილებად გადაიქცევა, გარყვნილი სექსი კი არა მგონია წინ გადადგმულ ნაბიჯად იქცეს. ეს ნორმალურ დონეზე დაბლა დაცემაა; ეს სიგიჟისკენ გადადგმული ნაბიჯია. როცა ჩახშობა იმდენად ინტენსიურია, რომ შეკავება შეუძლებელი ხდება, ხდება აფეთქება და ამ აფეთქებაში თქვენ თავს კარგავთ.

თქვენში მოცემულია ყველა ადამიანური თვისება, ყველა შესაძლებლობა. ნორმალური სექსი ჯანმრთელია თავისი არსით, თუმცა არანორმალური ჩახშობის პირობებში ის ავადმყოფობად იქცევა. ძალიან ადვილია ღვთაებრივიკენ სიარული გონების ნორმალური მდგომარეობიოდან; ხოლო მოძრაობა ღვთაებრივისკენ გონების ნერვოტული მდგომარეობიდან ძნელია, რაღაც აზრით შეუძლებელიც კი. ჯერ უნდა გავხდეთ ჯანმრთელები, ნორმალურები. მხოლოდ მაშინ გაჩნდება სექსის ტრანსცენდენტირების შესაძლებლობა.

acf1db914a6d

მაშ რა უნდა ვქნათ? სექსი უნდა შევიცნოთ! მასში ცნობიერად უნდა ვიმოძრაოთ! ამაშია ახალი კარის გახსნის საიდუმლო. თუ სექსში გაუცნობიერებლად შესდიხართ, თქვენ მხოლოდ ინსტრუმენტი ხართ ბიოლოგიური ევოლუციის ხელში, მაგრამ თუ სექსუალური აქტის დროს ყოველივეეს აცნობიერებთ, თვით გაცნობიერებულობა ღრმა მედიტაციად იქცევა.

სექსუალური აქტი იმდენად არაცნობიერი, იმდენად მანიაკალურად აბეზარი რამ არის, რომ ძნელია მასში გაცნობიერებულობა შეინარჩუნო. მიუხედავად ამისა, ეს შესაძლებელია. თუკი გაცნობიერებულობის შენარჩუნებას სექსუალური აქტის დროს შეძლებთ, ეს ნიშნავს, რომ ცნობას უკვე აღარაფერში დაკარგავთ, რამეთუ თავისი სიღრმით სექსუალური აქტი სიცოცხლის ნებისმიერ მოქმედებას აღემატება.

თუ შეძლებთ, ცნობიერები იყოთ სექსში, მაშინ სიფხიზლეს სიკვდილის წამსაც კი შეინარჩუნებთ. სექსუალური აქტის და სიკვდილის სიღრმე თანაბარია _ ეს პარალელური ხასიათის მოვლენებია, რადგან ორივე შემთხვევაში ერთსა და იმავე წერტილამდე მიდიხართ.

მაშ ასე _ სექსუალური აქტის დროს გაცნობიერებულობის შენარჩუნება უდიდესი მიღწევაა. არაფერია ქვეყნად მისი ფასი.

გამოიყენეთ სექსი, როგორც მედიტაცია. ნუ გამოუცხადებთ მას ომს, ნუ წახვალთ მის წინააღმდეგ. შეუძლებელია ბუნების წინააღმდეგ ბრძოლა; თქვენ მისი ნაწილი ხართ. აუცილებელია სექსისადმი მეგობრული, კეთილგანწყობილი დამოკიდებულება. ასეთია უღრმესი დიალოგი თქვენსა და ბუნებას შორის.

სინამდვილეში შეუძლებელია სექსუალურ აქტს მამაკაცსა და ქალს შორის დიალოგი ვუწოდოთ. ეს არის მამაკაცის დიალოგი ბუნებასთან ქალის მეშვეობით და ქალის დიალოგი ბუნებასთან მამაკაცის მეშვეობით. ეს ბეუნებასთან დიალოგია.

წამით თქვენ კოსმიურ ნაკადში შეადიხართ; თქვენ ღვთაებრივ ჰარმონიაში ხართ; ერთიანი ხართ მთელთან*. ასე რეალიზდება კაცი ქალის მეშვეობით, ქალი კი კაცის მეშვეობით.

მამაკაცი და ქალი მთლიანნი არ არიან. ისინი ერთი მთელის ორ ფრაგმენტს წარმოადგენენ; და რა წამსაც ერთიანდებიან და სექსუალურ აქტში ერთმანეთს ერწყმიან, წარმოიქმნება ჰარმონია საგანთა ბუნების არსთან _ დაოსთან. ასეთ ჰარმონიას შეუძლია ბიოლოგიური დასაბამი დაუდოს ახალს. თუ ცნობიერი არ ხართ, მხოლოდ ეს შესაძლებლობა-ღა რჩება. ხოლო თუ ცნობიერი ხართ, სექსუალური აქტი შეიძლება თქვენივე დაბადებად, სულიერ დაბადებად იქცეს. ამ გზით ორჯერშობილი* გახდებით.

თუკი ორგაზმის დროს ფხიზელი და ცნობიერი ხართ, მაშინ მის გაგრძელებას უსასრულოდ შესძლებთ. ორგაზმის ხანგრძლივობის გაზრდა შესაძლებელია. თანდათან თქვენ ისწავლით ორგაზმის მდგომარეობაში ყოფნას დღეში ოცდაოთხი საათის განმავლობაში. ბუდა ყოველდღე, ოცდაოთხი საათის განმავლობაში ორგაზმის მდგომარეობაში ცხოვრობს. დღიდან ბუდას გასხივოსნებისა მისი სიკვდილის დღემდე ორმოცდაორი წელი ძევს. მთელი ამ ორმოცდაორი წლის მანძილზე ის აბსოლუტური ორგაზმის მდგომარეობაში იმყოფებოდა.

უბრალოდ დაფიქრდით! თქვენთვის ხელმისაწვდომი რამოდენიმე წამი არაფერია ბუდას ორგაზმთან შედარებით.

ნებისმიერი ენერგია შეიძლება ბრძნულად გამოვიყენოთ. არაფერზე ღირს უარის თქმა. არაფრის მხედველობაში არმიღება არ ღირს. ეს არის ყველაზე მთავარი, რასაც მე ვასწავლი _ არაფერი არ უნდა იქნას გადაგდებული. სულიერებაში მთელი თქვენი არსების ტოტალურობით უნდა შეაბიჯოთ. ჩვენ შევცვლით თქვენს ენერგიებს, შევცვლით მათ განლაგებას, შევქმნით ახალ უზორს, ახალ ჰარმონიას, წარმოიქმნება სხვა, ახალი სიმფონია, მაგრამ არაფერი იქნება გადაგდებული.

მოცემულ მომენტში თქვენ შარადას წარმოადგენთ: გაფანტულ ფრაგმენტებს, რომლებიც მოკლებული არიან რაიმენაირ ლოგიკურ თანმიმდევრობას, ყოველგვარ შინაგან კავშირს. თითოეული თქვენი ფრაგმენტი სხვა ფრაგმენტებს ეომება. თქვენ ბრბოს გავხართ _ უამრავი ნოტია, მაგრამ მელოდია არ არის. ნოტებისგან შეიძლება მუსიკა დაიბადოს. სანამ ეს არ მოხდება, ტანჯვაში გაიფლანგებით.

მაშინათვე, როცა სექსუალური აქტის დროს მოხდება მედიტაცია, იმ წუთასვე გაიღება ახალი კარი. თქვენ ახალ განზომილებაში მოხვდებით, უცნობში და გაუგონარში _ უდიდეს ნეტარებაში ჩაიძირებით. რაღაც ისეთ ნეტარსა და კურთხეულს შეხვდებით, რომ სექსი მნიშვნელობას დაკარგავს, თავისთავად მოგცილდებათ. ამიერიდან თქვენი ენერგია აქეთკენ აღარ წარედინება. ენერგია ყოველთვის ნეტარებისკენ მიილტვის. იგი მიემართება სექსისკენ, რადგან ნეტარება სექსუალური კონტაქტის დროს წარმოიქმნება, მაგრამ თუ თქვენ დიდ ნეტარებას ეძებთ _ ნეტარებას, რომელიც სექსს აღვთაებრივებს* და მას აღემატება _ უფრო ღრმა, უფრო სავსე, უფრო დიად ნეტარებას, _ მაშინ ენერგია თვითონვე შეწყვეტს სექსის მიმართულებით დენას.

როდესაც სექსი მედიტაცია ხდება, ის სიყვარულისკენ იწყებს დენას; და ეს ყვავილობა არის მოძრაობა ღვთაებრივისკენ. აი რატომ არის სიყვარული ღვთაებრივი. სექსი ფიზიკურია, სიყვარული კი სულიერი. თუ სიყვარულის ყვავილი გაიშალა, ლოცვა იბადება. აქედან ღვთაებრივი ძალიან ახლოსაა. თქვენ სახლს მიუახლოვდით.

6d6732f16044
ბუნების საჩუქარი

სექსი მოღვაწეობის ერთ-ერთი სახეობაა, ბუნების მიერ ნაბოძები, რომელიც მასში მყოფთ კვლავ და კვლავ აწმყოს მომენტში გაგდებთ. ჩვეულებრივ ადამიანი არასოდეს იმყოფება აწმყოში _ გარდა იმ მომენტისა, როცა სიყვარულითაა დაკავებული. და ამ დროსაც ის აწმყოში მხოლოდ რამდენიმე წამით ხვდება. ტანტრა ამბობს, რომ ადამიანმა უნდა გაიგოს სექსი, გაერკვეს მასში. თუ სექსი ასე აუცილებელია სიცოცხლის გაჩენისთვის, ესე იგი მასში უნდა იყოს კიდევ რაღაც. ეს `კიდევ რაღაც~ წარმოადგენს ღვთაებრივის _ ღმერთის გასაღებს.

შეიძლება შევეცადოთ სექსის გაკონტროლებას, თუმცა სექსუალურობის წყალქვეშა დინება დენას გააგრძელებს და თავს სხვადასხვა სახით იჩენს.

მთელი თქვენი რაციონალიზირების მიუხედავად სექსი კვლავ და კვლავ წამოყაფს თავს. მე სექსის ტრანსცენდენტირებას არ გთავაზობთ. პირიქით: დაივიწყეთ მისი ტრანსცენდენტირების შესახებ. შედით სექსში იმდენად ღრმად, რამდენადაც ეს შესაძლებელია. სანამ ენერგია ამ სფეროსკენ არის მიმართული, შედით მასში რაც შეიძლება ღრმად, გიყვარდეთ რაც შეიძლება ღრმად, გადააქციეთ ეს ხელოვნებად.

ეს არის ტანტრას აზრი: სიყვარულის ხელოვნებად გადაქცევა. ადამიანი, რომელსაც დახვეწილი გემოვნება აქვს, სექსში მთლიანად დანთქმისას უამრავი უნატიფესი ნიუანსის გარჩევას იწყებს. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება მთელი ცხოვრება სექსით იყო დაკავებული, მაგრამ სიამოვნება მაინც ვერ მიიღო, რამეთუ სიამოვნება ესთეკასთანაა დაკავშირებული. ის სულში დაბადებული უნაზესი მუსიკის მსგავსია.

თუ სექსს ჰარმონიამდე მიყავხართ, სიყვარული კი დაძაბულობას გიხსნით და შვებას გგვრით, თუ სიყვარული თქვენთვის იმ ენერგიის უბრალო გამოსროლა კი არაა, რომელსაც არ იცით, რა უყოთ, თუ ეს მხოლოდ შემსუბუქება კი არ არის, არამედ მოდუნება, თუ თქვენ თქვენს ქალში დუნდებით, ქალი კი დუნდება თქვენში, თუ ორიოდე წამით ან რამოდენიმე საათით თქვენ ივიწყებთ, ვინ ხართ, თუ თავდავიწყებაში ვარდებით _ მაშინ თქვენი განცდიდან უფრო წმინდა, უფრო უცოდველი და უბიწო გამოხვალთ. ასეთი განცდის შემდეგ თქვენ სხვა ტიპის არსად იქცევით _ მოშვებულ, ცენტრირებულ, ფესვმაგარ არსად.

ფროიდისა და უილიამ რაიხის დროიდან მოყოლებული, სექსი დასავლეთში სულ უფრო და უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს. ამჟამად ხდება შემდეგი: საკმარისია ერთი დღე მაინც უსექსოდ გაატაროთ, რომ იმ წამსვე დანაშაულის გრძნობა გიჩნდებათ. რასაც არ უნდა აკეთებდეთ, როგორაც არ უნდა იქცეოდეთ, თავს დამნაშავეთ დამნაშავედ გრძნობთ. ადრე სექსით რომ იყავით დაკავებული, მაშინ გრძნობდით დანაშაულს: რატომ ვარ დაკავებული ამით? რაში მჭირდება ეს ცხოველური ინსტინქტები? როდის მოვახდენ სექსის ტრანსცენდენტირებას? როდის დადგება ყოველივე ცხოველურისგან განდგომის დღე? ახლა კი, თუ თუ ერთხელ მაინც არ მოგინდათ სექსი, დანაშაულის გრძნობა გიპყრობთ, თითქოს ისევ არასწორად იქცევით _ თქვენ ვალდებული ხართ, სექსით დაკავდეთ; ვალდებული ხართ, რაღაც აკეთოთ _ არ შეგიძლიათ ბუნებას თავის ნებაზე სიარულის ნება დართოთ.

b91b2846a2c0

მიზანს მხოლოდ ის აღწევს, ვინც ბუნებას მიჰყვება. არ არის აუცილებელი, უკიდურესი მიზნის მიღწევისთვის ემზადო _ ბუნებამ უკვე ყველაფერზე იზრუნა. თქვენ თესლი ხართ _ წინასწარდასახულობა. გეგმა უკვე არსებობს თქვენში _ საჭიროა მხოლოდ ბუნებას მიენდოთ. თესლის მსგავსი ხართ: მას მიწაში აგდებენ, მასში კი უკვე ჩადებულია მთელი შემდგომი განვითარების პროგრამა _ ხის მთელი აგებულება, თითოეული ფოთოლი, რომელიც ჯერ კიდევ არ გაჩენილა ქვეყნად, თითოეული ყვავილი, რომელიც ოდესმე მის ტოტებზე გაიფურჩქნება. მომავალი განვითარების მთელი გეგმა ჩადებულია თესლში _ მხოლოდ ის არის საჭირო, რომ ბუნების ძალებს მოქმედების საშუალება მისცეთ.

თქვენ მხოლოდ კარგი ნიადაგი უნდა აირჩიოთ, უნდა მორწყათ, მოუაროთ და სასუქი შეიტანოთ _ მეტი არაფერი! არ არის საჭირო კიდევ რაიმეს კეთება. არ ღირს თესლს დავარიგოთ: წესიერად მოიქეცი! ასე ან ისე გააკეთე, ეს კი არასოდეს ქნა, თორემ შენგან ხე არ გაიზრდება~. ადამიანებს თესლისთვის მითითებების მიცემა რომ შეძლებოდათ, დედამიწაზე არც ერთი ხე არ იქნებოდა; თესლები ვერ გაიგებდნენ, როგორ მოქცეულიყვნენ და ჭკუაზე შეიშლებოდნენ. თესლი სამყაროსეულ ცნობიერებას ეყრდნობა და არა პირად ინტელექტს.

ადამიანი ღმერთად ქცევისთვისაა გაჩენილი _ არც მეტი არც ნაკლები. ადამიანი ღვთის თესლია _ ადამიანური ცნობიერება ხომ მხოლოდ დასაწყისია. ის უნდა გაიზარდოს, მიუახლოვდეს იმ წერტილს, რომელშიც ის სამყაროსეული ხდება. თქვენის მხრივ არაფრის კეთება არ არის საჭირო _ არავითარი დისციპლინა, არავითარი კრედო, დოგმა თუ რელიგია. საკმარისია ერთი ბუნება! საშ უალება უნდა მისცეთ ბუნებას, იმოქმედოს.

(`ფარული ჰარმონია~)

b5e5ec00af6c

რასაც არ უნდა ამბობდეს, ნუ მოუსმენთ ავტორიტეტეს. უსმინეთ ბუნებას. თუ ბუნება ამბობს, სიყვარულის დრო მოვიდაო, გიყვარდეთ. თუ ბუნება ამბობს, რომ დრო დადგა განდგომისა, განდექით. ნუ მოუსმენთ ბრიყვ ფსიქოანალიტიკოსებსა და ფსიქოლოგებს დასავლეთიდან. როგორ უნიკალურ მოწყობილობებსაც არ უნდა ფლობდნენ ისინი, რა ინსტრუმენტებსაც არ უნდა იყენებდნენ, რამდენი ვაგინაც არ უნდა გამოიკვლიონ, მათ მაინც არაფერი იციან სიცოცხლის შესახებ.

ზოგჯერ ისიც კი მგონია, რომ ეს დასავლელი სპეციალისტები ეროტიული სცენების ჭვრეტით ავადმყოფურ დაკმაყოფილებას იღებენ. ისინი სექსით შეპყრობილები არიან; წინააღმდეგ შემთხვევაში ვინ დაიწყებდა ინსტრუმენტების მეშვეობით ათასობით ვაგინის შესწავლას და იმაზე დაკვირვებას, თუ რა ხდება შიგნით, როცა ქალი სიყვარულითაა დაკავებული? ვის აინტერესებს ეს? რა სისულელეა!

ასეთი რამეები მაშინ ჩნდება, როცა ყველაფერი გაუკუღმართებულია. სწორედ მაშინ ხდებიან ჯონსონისა და კინსის მსგავსი ხალხი ექსპერტები და უმაღლესი ინსტანციები; და თუ სესუალური პრობლემები გიჩნდებათ, თქვენს მათ მიმართავთ. მე მგონი მათ ახალგაზრდობაში რაღაც გამოტოვეს, მათი სექსუალური ცხოვრება დარღვეული იყო _ სადღაც რაღაც არ ჰყოფნით და ასეთი ტრიუკების მეშვეობით სიცარიელის შევსებას ცდილობენ.

მეცნიერული ცოდნის საფარს ამოფარებულებმა რაც გნებავთ ის შეგიძლიათ აკეთოთ. დასავლელმა მეცნიერებმა ხალოვნური პენისი გამოიგონეს. , სანამ ელექტროპენისი ნამდვილ ვაგინაში პულსირებს, ისინი ცდილობენ გაარკვიონ, რა ხდება ქალის შიგნით _ ვაგინალური ორგაზმი აქვს თუ კლიტორისმიერი, რომელი ჰორმონები გამომუშავდება ამ დროს და რომლები არ მონაწილეობენ აქტში, რამდენ ხანს სეუძლია ქალს,სექსით იყოს დაკავებული და ა.შ. მეცნიერები ამტკიცებენ: სულ ბოლომდე _ ქალს შეუძლია სექსით იყოს დაკავებული სასიკვდილო სარეცელამდე.

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მენოპაუზის _ სადღაც ორმოცდაცხრა წლის შემდეგ ქალს კიდევ უფრო უკეთ შეუძლია სექსით დაკავდეს. რატომ ამბობენ ისინი ამას? იმიტომ რომ, ამტკიცებენ მეცნიერები, მანამდე ქალს დაფეხმძიმების ეშინიათ _ დაფეხმძიმების შიში მათ მუდამ თან სდევს, რადგან ვერც ერთი ჩასახვისსაწინააღმდეგო საშუალება ვერ იძლევა ასპროცენტიან გარანტიას.

მონოპაუზის დადგომის შემდეგ, როცა თვიურები წყდება, შიშიც ქრება და ქალი სრულ თავისუფლებას იძენს.

თუკი ეს სწავლება გავრცელდება, ქალები ნიმფომანებად გადაიქცევიან. ხანშიშესული ქალბატონები კაცებს დევნას დაუწყებენ _ საშიში ხომ აღარაფერია, თანაც ასეთი საქციელი ავტორიტეტული ხალხის მიერაა სანქციონირებული. ისინი მრთლაც ლაპარაკობენ იმის შესახებ, რომ მონოპაუზის შემდეგ ქალისთვის განცხრომის დრო დგება, თანაც ყოველგვარი პასუხისმგებლობის გარეშე.

ისინი მამაკაცებსაც იგივეს ეუბნებიან. მონახავენ კაცს (ახლა მეცნიერები სტატისტიკურ მონაცემებს უკვე აღარ მიმართავენ), რომელიც სამოცი წლის ასაკში დღეში ხუთჯერ კავდება სექსით. ასეთი კაცი უფრო სექსუალურ მანიაკს გავს. მას აშკარად ჰორმონალური დარღვევა აქვს…

4d146fb153d6
თქვენ მხოლოდ წარმოიდგინეთ, სამოცი წლის ასაკში! ეს არ არის ბუნებრივი, იმიტომ, რომ რამდენადაც მე მესმის, _ და ამას მრავალი ცხოვრების მანძილზე დაგროვილი საკუთარი გამოცდილებით ვლაპარაკობ, _ ორმოცდაცხრა წლის ასაკისთვის ნორმალურიმამაკაცი ქალებისადმი ინტერესს კარგავს. ინტერესი როგორც მოდის, ისევე მიდის.

ყველაფერი წარმავალი უნდა წავიდეს. ის, რაც მაღლაადის, ვარდება. ზეაზიდული ტალღა იძულებულია გაქრეს. უნდა დადგეს დრო, როდესაც სექსი გვტოვებს.

მამაკაცი, რომელიც სამოცი წლის ასაკში დღეში ხუთჯერაა სექსით დაკავებული, არანორმალურიმოვლენაა. მისი სხეული არასწორად ფუნქციონირებს. მსგავსი ქცევა იმპოტენციის საპირისპირო უკიდურესობაა. არასწორია, თუ მოზარდი თოთხმეტი წლის ასაკში აგზნებას არ განიცდის ან თუთვრამეტი წლის ჭაბუკსი სურვილი არ გააჩნია _ ასეთი ახალგაზრდა სამკურნალოა. როცა სამოცი წლის მოხუცს ყოველ დღე ხუთჯერადი სექსის მოთხოვნილება აქვს, მას რაღაც არა აქვს წესრიგში. მისი სხეული შეიშალა. ის არ ფუნქციონირებს ისე, როგორც საჭიროა. თუკი თქვენ მოცემულ წამში ცხოვრობთ ტოტალურად, მომავალზე ზრუნვის საჭიროება ქრება. სწორად ნაცხოვრებ ბავშვობას სწორი, მომწიფებული სიჭაბუკე მოაქვს _ ენერგიის აყვავებული, ცოცხალი, ბობოქარი ოკეანე. სწორედ გატარებულ სიჭაბუკეს ძალზე მოწესრიგებულ, მყუდრო და მშვიდ ცხოვრება მოაქვს. მშვიდ და აუჩქარებელ ცხოვრებას რელიგიურ ძიებამდე მივყავართ: რა არის სიცოცხლე?უბრალოდ ცხოვრება საკმარისი არ არის _ ადამიანს საიდუმლოში შეღწევა ჭირდება. მშვიდ და აუჩქარებელ ცხოვრებას მედიტაციის მომენტებამდე მიყავხართ. მედიტაციას მიყავხართ ყოველივე უნაყოფისგან _ ნაგავისგან განდგომამდე. მთელი ცხოვრება გამოუსადეგარ ხარახურად იქცევა; მხოლოდ ერთი რამ რჩება მუდამ ფასეული. ეს ერთი რამ გაცნობიერებულობაა.
18e587cc29ac
მხოლოდ ამგვარად

ეს თქვენი ცხოვრებაა _ იზრუნეთ მასზე! გიყვარდეთ იგი! იმეგობრეთ მასთან! მეგობრადქცეული სიცოცხლე უამრავ საიდუმლოს გაგიხსნით, იგი მიგიყვანთ იმ კარამდე, რომლისუკანაც ღმერთი გელით.

ჩახშობა
30f830eeb61f

სექსუალურობის ჩახშობისას იმდენად ბევრი რამ იკარგება, რომ ადამიანი მუდმივძიებაშია: “სადღაც უნდა იყოს სიხარული”…

81f0aa1963f4
წყარო: ოშო რაჯნეში (თარგმანი ლევან რამიშვილი)

71ccd9b1b8ba

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button