ახალი ამბებიუცნაური

აიფონი 3,2 მილიონ დოლარად

4a3b056b7386

არაერთხელ დაგვიწერია ჩვეულებრივი ტელეფონების ძვირფასი ვარიანტების შესახებ. ამგვარი აპარატები განკუთვნილია მათთვის, ვინც მზადაა სტანდარტული ფუნქციების, მაგრამ განსაკუთრებული დიზაინის აპარატში ათეულობით ათასი დოლარი გადაიხადოს.

ცოტა ხნის წინ ასეთი ტელეფონების რიცხვს კიდევ ერთი შეემატა – iPhone 3GS Supreme, ცნობილი დიზაინერის, სტიუარტ ჰარსის შესრულებით. ამჯერად ჰარსმა აიფონ 3 ჯი–ესი ჩასვა კორპუსში, რომელიც შექმნილია 22 კარატი სუფთა ოქროთი და გაფორმებულია 190 ბრილიანტით.

აპარატის შესანახად გათვალისწინებულია პატარა ზარდახშა, რომელიც გაკეთებულია გრანიტის მთლიანი ნაჭრისგან. დამეთანხმებით, ეს ყველაფერი შთამბეჭდავად ჟღერს, მაგრამ ტელეფონის ფასი 3.200.000 დოლარია.

მსგავსი ამბები

Back to top button