არქივი

ორიგინალური აფერისტობები

8112bca98ddf

ამბობენ, ფრანგები გულთამპყრობლები და კარგი საყვარლები არიან, ინგლისელები – სიტყვაძუნწი არისტოკრატები, გერმანელები – ანგარიშიანებიო. თუმცა ყველა ერში მოიძებნება აფერისტი. ფანტაზიის წყალობით, სხვადასხვა ქვეყნის თაღლითები, მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას ორიგინალური ხერხებით ცდილობენ…

* ფრანგ აფერისტთა ჯგუფმა მობილური ქსელის ათასობით აბონენტს მოკლე ტექსტური შეტყობინება გაუგზავნა: “ერთი პიროვნება თქვენზეა შეყვარებული, მაგრამ ამის გამხელა მე მთხოვა”. სასიამოვნოდ გაოცებული ფრანგები ფარული თაყვანისმცემელის სახელს მხოლოდ იმ შემთხვევაში გაიგებდნენ, თუ თაღლითს ბალანსს შეუვსებდნენ. სასიყვარულო იდეის ავტორები მომენტალურად გამდიდრდნენ, პოლიციამ მათ კვალს ვერ მიაკვლია.

* იაპონელები რობოტებზე და ტექნოლოგიებზე ისე არიან გადართულები, რომ დაივიწყეს, როგორ გამოიყურება რეალური ფლორა და ფაუნა. ამით ისარგებლეს იაპონელმა აფერისტებმა და ათასზე მეტი კრავი ახალი ჯიშის პუდელის ლეკვად გაასაღეს. სიმართლე მალე გაირკვა. “ახალი ჯიშის” ლეკვი არ ჭამდა მისთვის განკუთვნილ კონსერვს, სამაგიეროდ ბაღში დეკორატიულ ბალახს და ბუჩქს ანადგურებდა. ( :D )

* ცნობილია, რომ ჩინეთში არატრადიციულ მედიცინას დიდ პატივს სცემენ. სხვადასხვა სამკურნალო ნაყენის დასამზადებლად კი შავ ჭიანჭველებს იყენებენ ( :D ). ერთმა გამდიდრების მოყვარულმა ჩინელმა “ჭიანჭველების გამრავლების ფონდი” დაარსა (ამაზე ვიცინე მაგრად). მიამიტი მოსახლეობა დაუნანებლად იხდიდა ფულს, სანამ სიმართლე გაცხადდებოდა. ასეთ აფერისტობას ჩინელები არავის პატიობენ, და იდეის ავტორი ჩამოახრჩვეს. მის ამფსონებს კი 5-დან 15 წლამდე პატიმრობა მიუსაჯეს.

* ესპანელი აფერისტები შეღებილ მზესუმზირის ზეთს ზეითუნის ზეთად ასაღებდნენ, და ტურისტებზე ყიდიდნენ. პოლიციამ თაღლითები მალევე დაიჭირა, და დიდძალი თანხაც აღმოუჩინა.

* ბრაზილიის ქალაქ ფორტალეზას ქურდებმა ცენტრალური ბანკის გაქურდვა გადაწყვიტეს. იქირავეს მის წინ მდებარე შენობა, და სამი თვე ბანკამდე დამაკავშირებელ 200 მეტრიან გვირაბს თხრიდნენ. დასვენების დღეს ბანკს არც დაცვა, არც სიგნალიზაცია არ იცავდა და ქურდებმა 10 მილიონი დოლარი გაიტანეს.

იმედია მოგეწონათ.
BY ბერო
8d54ca252923

The Bero™

მაგარი ვარ რააა ; P

მსგავსი ამბები

Back to top button