საკითხავისასარგებლოსაქართველო

ქართველი კაცები სექსუალური გადახრებით აღიჭურვნენ

95f4c9304388
ფსიქოლოგების განმარტებით ძალადობა არის კონტროლისა და დათრგუნვის საშუალება, რომელიც
მოიცავს ემოციურ, სოციალურ,
ეკონომიკურ,ფიზიკურ, სექსუალურ იძულებას, დათრგუნვასა და ზიანს.

საქართველოში ბევრი ადამიანი თვალს ხუჭავს ასეთ შემთხვევებზე, მაგრამ ბოლოს და ბოლოს
ვინმემ
ხმა ხომ უნდა ამოიღოს? სულ დაფარული და მიჩქმალული როდემდე უნდა იყვნენ ეს

,,გაურკვეველი ჯიშის ადამიანები”, რომლებზეც პოსტში იქნება საუბარი. ზოგი იტყვის მერე რა,
გიჟები და ავადმყოფები ხომ ყველგანაა და შემოგაფეთებს არაფრისმეტყველ თვალებს, ეგ არგუმენტი
გავიგეთ უკვე, მიღებულია და

ათასჯერ გადაღეჭილიც, მაგრამ ის ფაქტები, რაც თბილისში ხდება, და ალბათ არამარტო თბილისში, ყველანაირ ზღვარს სცდება. საუბარია მამაკაცებზე, რომლებიც ჩვენს ირგვლივ არსებობენ.. დადიან, სუნთქავენ და ამის გარდა კარგადაც აფრენენ. (მომიტევეთ, აღშფოთებული ვარ). მოკლედ,
საშინელი ვითარებაა ამ მხრივ მიწისქვეშა გადასასვლელებში. სამანქანო გზით ამ მონაკვეთში წესით აკრძალულია გზის გადაკვეთა, ანუ ისღა

დაგრჩენია მიწისქვეშა გადასასვლელში ეგრეთწოდებულ ,,პაძემკაში” ჩახვიდე, მერედა წინასწარ
იცი ვინ დაგხვდება და რომელი ,,ღიპიანი ბიძია”გამოგიხტება იქ? რომელიც თავიდან ბოლომდე შეგათვალიერებს, როგორც მადისაღმძვრელად შემწვარ ბეკეკას და ამაზრზენად ილოკავს ტუჩებს,

ამის შემდეგ კივინ იცის რას მოიმოქმედებს. ესეთი ავადმყოფური ქცევები არამარტო მოფარებულ
ადგილებში (პაძემკებში) გააჩაღეს კაცებმა, არამედ საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც ან პირდაპირ
ქუჩაში. ზედაპირული საუბარი რომ არ გამოვიდეს მაგალითებსაც მოვიყვან. ვარაზისხევის აღმართზე,
სადაც უამრავი სტუდენტი დადის, ქვევით, (ხევივით ჩასასვლელში) ხშირად დგანან ვიღაც კაცები
და აბინძურებენ გარემოს :dabneuli: ამას ვინღა ჩივის, ისინი ელოდებიან გოგონებს, და
ვინც გაივლის, უბრალოდ დაუძახებენ რამეს (გოგონი; ერთი წუთით; ეი შენ; და ა.შ) და

თუ ამ უკანასკნელმა გაიხედა გაბადრული სახით წარმოაჩენენ სხეულის სიმდიდრეებს. (ისე, რომ
იცოდეთ ეს რაღაც სექსუალური გადახრაა, სახელი დამავიწყდა).

რას აკეთებს საზოგადოება? როგორც გამოკითხვით გავარკვიე, ხალხი
გამოსავალს ხედავს იმაში, რომ საერთოდ არ ისარგებლონ მიწისქვეშა

გადასასვლელით, თუმცა თავიდან ამის მიზეზად მხოლოდ ერთი ფაქტორი დაასახელეს:
სუნია.. მოუწესრიგებელია.. რას გავს.. და ა.შ. მაგრამ როცა ავადმყოფები ვახსენე, მაშინვე
შეეცვალათ ხმა და დაადასტურეს, რომ მთავარი მიზეზი, რის გამოც ხალხს წესიერად სიარულის
ეშინია ეს ,,თახსირი” კაცები არიან. ზოგს ძმა ეუბნება ,,მანდ ჩასული არ დაგინახოო”
ზოგს მამა, მაგრამ ესე პრობლემები არ გვარდება!

რა უნდა მოვიმოქმედოთ ესეთ დროს?

გაურკვეველია! გამოვიძახოთ პატრული? ან მოახერხებ დარეკვას ან არა, და მერედა თვითონ
პატრულმა არ იცის ვითომ რა სიტუაციაა ამ მხრივ?!

თუმცა ყურადღებას არავინ აქცევს ჯერჯერობით. სანამ ესეთი განუკითხაობაა, ისევ ამ სიტყვების
იმედად უნდა დავრჩეთ ,,საუკეთესო თავდაცვა თავდასხმაა”. მოგიახლოვდათ ასეთი კაცი?
მთავარია არ შეგეშინდეს, შეინარჩუნე სიმშვიდე და ეცადე ისე აუარო გვერდი, ვითომც არავინ იყოს,
რაც მთავარია თვალებში არავითარ

შემთხვევაში არ შეხედო. ამის მიუხედავად გაკადნიერდება და რაიმეს დააპირებს? ძალადობის
შემთხვევაში კანონი ამართლებს

ნებისმიერი თავდაცვის ხერხს.. ხოდა .. ,,ჩაარტყი თავში, რაც მოგხვდება ხელში” :ae: უფრო კარგი იქნება პატარა ,,ბალონჩიკებს” თუ ატარებთ..

მე შეიარაღებული დავდივარ და რამდენჯერაც მიწისქვეშაში მომიწევს ჩასვლა, იმდენჯერ შევემზადები
ხოლმე, ავისხავ იარაღს და შეუდრეკელი სახით მივიწევ წინ :lol2: ასე, რომ ავადმყოფო კაცებო.. თუ დაბრმავება.. დაკოჭლება, დაინვალიდება არ მოგნატრებიათ დაჯექით სახლში და

იქ დაიკმაყოფილეთ თქვენი დაუცხრომელი სურვილები.

პატივისცემით ი. ლეკვეიშვილი :ae:

მსგავსი ამბები

Back to top button