არქივი

ავიაბილეთები ქუთაისიდან ევროპის ყველაზე მშვიდი ქალაქების მიმართულებით

ავიაბილეთები ქუთაისიდან ევროპის ყველაზე მშვიდი ქალაქების მიმართულებით

გჭირდებათ დასვენება და სიმშვიდე, თუმცა ასევე გსურთ ეწვიოთ ულამაზეს მუზეუმებს, მოდურ სავაჭრო ცენტრებსა და კაფეებსა? დაივიწყეთ პარიზი, ბარსელონა და სხვა ხმაურიანი ქალაქი, დაჯავშეთ ავიაბილეთები ქუთაისიდან ისეთი მშვიდი ქალაქების მიმართულებით, როგორიცაა ციურიხი, ვენა და სხვა.

ევროპა, ტურიზმის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, სავსეა ულამაზესი ადგილებით, რომლებიც მოგზაურების დიდ ყურადღებას იქცევენ მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან. ღირსშესანიშნაობები და კარგად დაგეგმარებული ქალაქები საშუალებას მოგცემთ დაისვენოთ და დატკბეთ ევროპული სტუმართმოყვარეობით. 

  1. ვენა, ავსტრია

vienna austria

გარდა იმისა, რომ ვენა არის ევროპის ერთ-ერთი ყველაზე რომანტიული მიმართულება და ასევე საუკეთესო ადგილი, სადაც ეწყობა ჯადოსნური საშობაო ბაზრობა, რომელიც ევროპაში უკონკურენტოა, დამსახურებულად ინარჩუნებს ერთ-ერთი ყველაზე მშვიდი ქალაქის წოდებას.

თუ გსურთ ისიამოვნოთ ლამაზი აკუსტიკით, დაჯავშნეთ ბილეთები ვენის ფილარმონიულ ორკესტრში და მოუსმინეთ შტრაუსის ან შუბერტის საუკეთესო კომპოზიციებს. მთავარი, რაც უნდა მოინახულოთ, არის ჰოფბურგის, შონბრუნის, ბელვედერის და კინსკის სასახლეები. ასევე, შეგიძლიათ ძველი ქალაქის გავლით იპოვოთ კაფეები, როგორიცაა Centrale, სადაც ტროცკი და ფროიდი ოდესღაც შტრუდელს მიირთმევდნენ.

ვენის მიმართულებით ქუთაისიდან პირდაპირ რეისებს ავიაკომპანია Wizz Air -ი გვთავაზობს, რომლეიც სულ რაღაც 3 საათსა და 35 წუთში მოგახვედრებთ ვენის საერთაშორისო აეროპორტში.

  1. ციურიხი, შვეიცარია

Zurich Switzerland

ციურიხი ულამაზესი ქალაქია შვეიცარიაში, რომელიც სავსეა მხიარული ტრადიციებით, და ამავდროულად თანამედროვეობით. ქალაქი ვიზიტორებს სთავაზობს რამდენიმე საუკეთესო ღონისძიებას, ასევე საინტერესო ღამის ცხოვრებას შესანიშნავი ბარებით, რესტორნებითა და კლუბებით. ეს, რა თქმა უნდა, ყველაზე უჩვეულო და მრავალფეროვანი ღამის ცხოვრებაა შვეიცარიაში, რადგან მაცხოვრებლები პატივს სცემენ სიმშვიდეს და ყველაფერი კეთდება ხმაურის შესამცირებლად. სწორედ ამის გამო, ციურიხი ევროპის ყველაზე მშვიდი ქალაქების რეიტინგის სიის სათავეშია. 

ციურიხის მიმართულებით ქუთაისის აეროპორტიდან რეისის აწყობა შესაძლებელია მხოლოდ ერთი გადაჯდომით. ქუთაისიდან თქვენ შეგიძლიათ გაემგზავროთ ვარშავამდე ავიაკომპანია Wizz Air -ით იქედან კი LOT Polish Airlines -ის რეისით პირდაპირ ციურიხში ჩაფრინდებით.

  1. ოსლო, ნორვეგია

Oslo Norway

ოსლო მრავალჯერ იქნა არჩეული საუკეთესო ქალაქად ცხოვრების ხარისხის თვალსაზრისით. ის ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მშვიდი ქალაქია.

თუ გსურთ ოსლოში გართობა, ეწვიეთ “TusenFryd Amusement Park”-ს, რომლელიც ნორვეგიის უდიდეს გასართობ პარკს წაროადგენს და Vigeland Sculpture Park-ს, სადაც არის ნორვეგიის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ატრაქციონები და 200-ზე მეტი ბრინჯაოს ქანდაკება, რომლებიც მიმოფანტულია ულამაზესი პარკის ირგვლივ.

ქუთაისიდან ოსლოში მოსახვედრად, შეგიძლიათ გაემგზავროთ ტრანზიტული რეისით. გადაჯდომას კი ვარშავის აეროპორტში მოახერხებთ. Wizz Air -ით ჯერ ფრედერიკ შოპენის აეროპორტში ჩაფრინდებით, იქედან კი ფრენას LOT Polish Airlines -ის რეისით განაგრძობთ ოსლოს გარდერმოენის აეროპორტამდე.

ან, ასევე შეგიძლიათ ჯერ ბერლინის ბრანდერბურგის აეროპორტში ჩაფრინდეთ, სადაც ასევე wizz air -ის რეისით გაემგზავრებით, იქედან კი ფრენას ოსლომდე Norwegian Air Shuttle -ით განაგრძობთ.

  1. მიუნხენი, გერმანია

munich germany

თავისუფალი კულტურა, საუკეთესო ლუდი და მიუნხენის ბრწყინვალე არქიტექტურა ამ ქალაქს ევროპის ერთ-ერთ პოპულარულ მიმართულებად აქცევს. მიუნხენი მშვიდია, მაგრამ ასევე გააჩნია უამრავი მხიარული აქტივობა და თუ გსურთ სიმშვიდის დარღვევა, მაშინ მიიღეთ მონაწილეობა ყველაზე ცნობილ ოქტობერფესტში და ტრადიციულ ღონისძიებებში. 

მიუნხენში მოსახვედრად თქვენ შეგიძლიათ ქუთაისიდან ავიაკომპანია Wizz Air -ის რეისით ისარგებლოთ, რომელიც ვენის საერთაშორისო აეროპორტში მოგახვედრებთ, იქედან კი ფრენს Austrian Airlines -ის რეისით განაგრძობთ მიუნხენის – ფრანც იოსებ სტრეუსის აეროპორტამდე.

  1. სტოკჰოლმი, შვედეთი

stockholm sweden

ევროპაში ყველაზე წყნარ ქალაქად განთქმული სტოკჰოლმი მოგხიბლავთ რამდენიმე ფანტასტიკური ტურისტული ღირსშესანიშნაობით, როგორიცაა მწვანე პარკები, ვაზას მუზეუმი, სკანსენის მუზეუმი ღია ცის ქვეშ, სამეფო სასახლე და ა.შ. ასევე, გარე აქტივობებით, როგორიცაა ლაშქრობა და მთამსვლელობა. ცნობისთვის, სტოკჰოლმში ექვსჯერ ნაკლები ხმაურია ვიდრე ბარსელონაში.

ქუთაისის აეროპორტიდან სტოკჰოლმში გასამგზავრებლად, შეგიძლიათ ააწყოთ ტრანზიტული რეისი, მხოლოდ ერთი გადაჯდომით. ასე მაგალითად: ქუთაისიდან გაემგზავროთ ავიაკომაპნია Wizz Air -ით კრაკოვის საერთაშორისო აეროპორტში, იქედან კი ფრენა Ryanair -ის რეისით განაგრძოთ სტოკჰოლმის – არლანას აეროპორტამდე.

თუ თქვენ ხმაურის მიმართ მგრძნობიარე ხართ და გირჩევნიათ შვებულება გაატაროთ მშვიდ, ნაკლებად ხმაურიან ქალაქში, მაშინ უკვე იცით ევროპის რომელ ქალაქვს უნდა ეწვიოთ სასიამოვნო დასვენებისთვის.

იაფი ავიაბილეთების შესარჩევად კი გამოიყენეთ საძიებო სისტემა, სადაც სასურველი მიმართულებით ფრენებს ერთ სივრცეში გადაავლებთ თვალს. სწორედ ასეთია avia-biletebi -ის საძიებო სისტემა, სადაც ფილტრაციას მოახდენთ ფასების, ავიაკომპანიების, აეროპროტების და სააგენტოების მიხედვით, რაც გაგიმარტივებთ ძიების პრიცესს და, რაც მთავარია, სახლიდან გაუსვლელად შეძლებთ სასურველი ავიაბილეთების შერჩევას.

მსგავსი ამბები

Back to top button