არქივი

იაფი ფრენები და ბიუჯეტური მოგზაურობა ევროპის ყველაზე რომანტიული ქალაქების მიმართულებით

მცირე ბიუჯეტით ევროპის დედაქალაქების მონახულება ადვილი არ არის, მაგრამ ყოველთვის არის გზა, რომ ბიუჯეტი შემცირდეს და მაინც მიიღოთ მაქსიმალური სიამოვნება თქვენი მოგზაურობიდან

იაფი ფრენები და ბიუჯეტური მოგზაურობა ევროპის ყველაზე რომანტიული ქალაქების მიმართულებით

ეძებთ რომანტიკულ ევროპულ ქალაქებს ევროპაში? რა თქმა უნდა, ამ უმშვენიერეს პლანეტაზე უამრავი ადგილია, სადაც უდაოდ დატკბებით შუასაუკუნეების არქიტექტურით, გამწვანებული სივრცეებით, ყვავილებით გაშენებული ბაღებითა და რბილი პასტელი ფერის სახლებით მოფენილი ქუჩებით. თუმცა, ასეთ ქვეყნებსა და ქალაქებში მოგზაურობა, ბევრისათვის ფუფუნებასთანაა დაკავშირებული. და რას იტყვით თუ გეტყვით რომ ეს არ არის ძვირადღირებული სიამოვნება და თქვენ შეგიძლიათ შეარჩიოთ იაფი ფრენები მსოფლიოს უამრავი მიმართულებით და აიხდინოთ ოცნება?

დიახ, ეს შესაძლებელია! უბრალოდ გაეცანით სტატიას რომ გაიგოთ ყველა საჭირო რჩევა ბიუჯეტური მოგზაურობის დასაგეგმად თქვენს საყვარელ ადამიანთან ერთად და მაშინაც კი, თუ თქვენ არ გყავთ საყვარელი ადამიანი, თუმცა რომანტიკის მოყვარული ბრძანდებით, რომელიც ამ თბილი ატმოსფეროსკენ მუდმივად ისწრაფვის, შეგიძლიათ ასიამოვნოთ საკუთარ თავს და მოიწყოთ სოლო მოგზაურობა.

მცირე ბიუჯეტით ევროპის დედაქალაქების მონახულება ადვილი არ არის, მაგრამ ყოველთვის არის გზა, რომ ბიუჯეტი შემცირდეს და მაინც მიიღოთ მაქსიმალური სიამოვნება თქვენი მოგზაურობიდან.

1. პარიზი

paris

არ არსებობს უკეთესი ქალაქი ამ სიის დასაწყებად, ვიდრე სიყვარულის ქალაქი – პარიზი. აქ ყოველ ნაბიჯზეა რაღაც რომანტიკული გასაკეთებელი.

მდინარე სენას სანაპიროზე და ულამაზესი უბნის, მონმარტრის გარშემო გასეირნება ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა ქალაქის მოსანახულებლად და პარიზის ულამაზესი ძეგლებით დასატკბობად. გადაიღეთ ფოტო სიყვარულის კედლის წინ, სადაც 250 ენაზე წერია „მიყვარხარ“. მოინახულე უფასო მუზეუმები და გალერეები, სადაც იხილავთ მუდმივ კოლექციებს, დატკბით ეიფელის კოშკის შუქური შოუთი Parc du Champ de Mars-იდან და ისიამოვნეთ უამრავი სხვა უფასო თუ ბიუჯეტური გასართობი საქმეებით პარიზში ყოფნისას.

2. რომი

rome

ევროპის ყველა რომანტიკულ ადგილებს შორის, რომი ნამდვილად არის ერთ-ერთი ფავორიტი ადგილი რომანტიკული მოგზაურობისთვის. წყვილებს, რომლებსაც უყვართ გემრიელი კერძების დაგემოვნება, ისტორია, არქიტექტურა, ხეტიალი ან ზემოაღნიშნულის ნებისმიერი კომბინაცია, მარადიული ქალაქი გთავაზობთ ამაღლებულ რომანტიკულ დასვენებას, რომელიც შთაბეჭდილებებითა და თავგადასავლებით იქნება აღსავსე.

რა თქმა უნდა, რომში არცერთი მოგზაურობა არ არის სრულყოფილი ისეთი ღირშესანიშნაობების შერჩევის გარეშე, როგორიცაა კოლიზეუმის მონახულება, ვატიკანის შესწავლა და ტრასტევერეზე გასეირნება, თუმცა აქაცაა რამდენიმე რამ, რაც თქვენს მოგზაურობას ფასეულს გახდის და თანაც არ მოგიწევთ ზედმეტი ხარჯის გაწევა.

რომი არის ქალაქი, სადაც ხელოვნებით დატვირთული ეკლესიების კარები ღიაა ყველასთვის, სადაც უძველესი არქიტექტურული საოცრება ელოდება მრავალ კუთხეში, და არაფერი ღირს ისტორიულ ქუჩებში, პიაცებსა და პარკებში სიარული. იტალიის დიდებულ დედაქალაქში ცნობილი ღირშესანიშნაობების გასაკვირი რაოდენობა სრულიად უფასოა.

3. ვენა

vienna

მდიდრული, დახვეწილი და ამავდროულად თანამედროვე და ისტორიული ავსტრიის დედაქალაქი მარტივად მოხვდება ევროპის ყველაზე რომანტიკულ ქალაქებს შორის მისი ულამაზესი ქუჩებისა და ზღაპრული ატმოსფეროს წყალობით.

მიუხედავად იმისა, რომ ვენში მოგზაურობა შეიძლება ძვირი დაგიჯდეთ, ქალაქი ბიუჯეტური მოგზაურობის უამრავ შესაძლებლობას გთავაზობთ, რომ შეიგრძნოთ და დატკბეთ მისი კულტურით, უფასო ოპერის ღამეებიდან და მუზეუმებიდან დაწყებული, ხმაურიანი ბაზრებითა და ბრწყინვალე ბაღებით დამთავრებული.

4. ბუდაპეშტი

budapest

არქიტექტურის ფანტასტიკური ნაზავით, განსხვავებული და ცოცხალი ბუდაპეშტი ფანტასტიკურ გარემოს ქმნის წყვილებისთვის! ქალაქი, რომელიც ცნობილია როგორც დუნაის მარგალიტი, არის ადგილი, სადაც შეგიძლიათ დილით დაათვალიეროთ გრანდიოზული ძეგლები, შუადღისას ეწვიოთ თერმულ აბანოებს და მზის ჩასვლის შემდეგ გაერთოთ ბარებში და მიიღოთ საუკეთესო გამოცდილება. ასევე, წადით გელერტის ბორცვზე ქალაქზე ულამაზესი ხედების სანახავად, სადაც ძლევამოსილი ციხესიმაგრე ციტადელა დაგხვდებათ თავისი დიდებულებით.

5. პრაღა

prague 1

მდინარე ვლტავას გასწვრივ ულამაზესი ხედებით, გორაზე მაღლა დადგმული კლასიკური ციხით და რამდენიმე გედით მდინარეში, როცა ცნობილ ჩარლზის ხიდზე ხელიხელჩაკიდებულნი მიდიხართ, პრაღა სრულყოფილ რომანტიკულ გარემოს იძლევა.

პრაღაში ყოფნისას დარწმუნდით, რომ ნახავთ განსაცვიფრებელ ასტრონომიულ საათს, დაათვალიერებთ ციხეს (და ულამაზესი წმინდა ვიტუსის ტაძარს) და, რა თქმა უნდა, დააგემოვნებთ უამრავ გემრიელ ჩეხურ საკვებსა და ლუდს.

ჩეხეთის დედაქალაქში ბევრი გასართობია ბიუჯეტური მოგზაურობისათვის. მაგალითად, თქვენ შეგიძლიათ დატკბით ჩარლზის ხიდით, რომელიც პრაღის ერთ-ერთი ყველაზე საკულტო ღირსშესანიშნაობაა, დაათვალიეროთ დევიდ ჩერნის საჯარო ნამუშევრები, ახვიდეთ პეტრინის ბორცვზე, ქალაქზე ფანტასტიკური ხედებისთვის, იხეტიალოთ პრაღის ციხის მიდამოებში და გააკეთოთ სხვა უამრავი რამ.

თუ მოგზაურობა თქვენი ოცნებაა, ამის საშუალება ყოველთვის გამოიძებნება, მით უმეტეს, თუ იცით როგორ იმოგზაუროთ ბიუჯეტურად ისეთ ძვირადღირებულ და პოპულარულ მიმართულებაზე, როგორიცაა თბილისი-პარიზი. ამისათვის გაითვალისწინეთ რამდენიმე რჩევა:

  • ავიაბილეთები შეიძინეთ წინასწარ
  • აირჩიეთ დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიები
  • უარი თქვით ჩასაბარებელ ბარგზე
  • შეიძინეთ ორმხრივი ავიაბილეთი ერთდროულად
  • ავიაბილეთების იაფად შესაძენად, გამოიყენეთს საძიებო სისტემა

არსებულ უამრავ უცხოურ თუ ქართულ საძიებო სისტემას შორის tiqets.ge გაძლევთ საშუალებას მარტივად შეარციოთ თვენს მოთხოვნილებებზე მორგებული ავიაბილეთები ფასების, თარიღების, ავიაკომპანიებისა და აეროპორტების გათვალისწინებით. თქვენ მხოლოდ უნდა დააფიქსიროთ თქვენი სახელი, საკონტაქტო ნომერი, დანიშნულების ქალაქი და სასურველი თარიღი გასამგზავრებლად და დააჭიროთ “გაგზავნა” ღილაკს. ამის შემდეგ, უმოკლეს დროში დაგიკავშირდებათ კვალიფიციური ოპერატორი, რომელიც მოგაწვდით ყველა საჭირო ინფორმაციას ფრენის დაგეგმვასთან დაკავშირებით და დაგეხმარებათ სასურველი რეისის შერჩევაში.

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button