არქივი

ვის უსმენს პოლიცია?

a42d2f4cd535
ვის უსმენს პოლიცია ?….

გასულ ათასწლეულში კავშირგაბმულობის ტექნოლოგიის განვითარებამ მნიშვნელოვნად გაზარდა იმ ინფორმაციის მოცულობა, რომელიც სატელეფონო სადენებითა და ფიჭური ანტენების მეშვეობით გადაიცემა. ეს კი საშუალებას იძლევა, აღნიშნული ინფორმაცია დაინტერესებულ პირთა ხელში მოხვდეს.
ყოველლიურად მატულობს პოლიციის თხოვნათა რაოდენობა, დანაშაულთან ბრძოლის ეფექტიანობის გასაძლიერებლად, დართონ ფარული მოსმენის ნება. კანონის მიხედვით, ასეთი თხოვნა სასამართლოს უნდა გადასცეს მინიმუმ ვიცე-პოლკოვნიკის წოდების მოქნე ოფიცერმა, მოსმენის ხანგრძლივობა 3 თვეს არ უნდა აღემატებოდეს. თუმცა სასამართლოს უფლება აქვს, გააგრძელოს ეს ვადა.
ბოლო დროს პოლიციის ხელმძღვანელობამ დაიწყო მზადება საიდუმლო მოსმენის სპეციალური განყოფილების შესაქმნელად, რომელიც გააერთიანებს ყველა არსებულ მცირე ქვედანაყოფს. ახალი განყოფილება დაკომპლექტდება მაღალი დონის სპეციალისტებით, მათ შOრის, კომპიუტერების დარგში, დაკავებული იქნება მიყურადებით, “ჟუჩოკების” ჩანერგვით და ინეტნეტ-ნაკადების გაკონტროლებით.
“მობილური ტელეფონების ვირუსები პერსონალური კომპიუტერების დამაზარალებელ კოდებზე ნაკლებად არის გავრცელებული, მაგრამ მიზანი, რისთვისაც შექმნეს ერთიცა და მეორეც, ამორალური და უკანონოა. ვირუსები რეალურად აზარალებს საზოგადოების წევრებს, ხელს უშლის მეწარმეებს ბიზნესის წარმართვაში, ურთიერთობის პერსონალური საშუალებების გამოყენებაში, ანადგურებს კონფენდენციალურ ინფორმაციას. მობილური ტელეფონების მწარმოებლები და პროვაიდერები აცხადებენ, რომ მოსმენა და პროგრამულ უზრუნველყოფაში ჩართვა თექნიკურად შაუძლებელია, რადგან რადგან ტელეფონის მფლობელი ამას აუცილებლად შეამჩნევს.
მათი განცხადებით, პოლიციას შეუძლია მოუსმინოს საუბრებს, წაიკითხოს SMS_ები და განსაზღვროს მფლობელის ადგილმდებარეობა, საუბრის ხანგრძლივობა და დრო. თუმცა, მხოლოდ სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე. ტექნიკური შესაძლებლობები თითქოსდა ამით ამოიწურება.
ასეთია ლეგენდა.
ამჟამად გერმანიაში გამოძიების სტადიაშია მთელი რიგი საქმეებისა, რომლებშიც ტელეფონები მინი-ჯაშუშების სახით ფიგურირებს. პოლიციამ გადააპროგრამა მობილური ტელეფონები ისე, რომ შესაძლებელი გახდა მათი გააქტირუება რადიოსიგნალების მეშვეობით, ანუ საუბრების მოსმენა ბინებში თუ ავტომანანებში. ბავარიის სისხლის სამართლის პოლიციის კომისარი ლუდვიგ ვალდინგერი ამტკიცებს, რომ ეს ყველაფერი კანონის დაცვით გაკეთდა. მისი ერთ-ერთი არგუმენტია ისიც, რომ გამორთულ ტელეფონზე ტექნიკა არ ფუნციონირებს.
აქ იგი აშკარად ცრუობს: ბევრი აპარატის გადაყობა პრობლემა არ არის. მფლობელს ჰგონია, რომ აპარატი გამოირთო სინამდვილეში კი ის ჩართული რჩება. როგორ შეიძლება ამის გაკეთება პოლიციამ შესანიშნავად იცის.
თემა ფრიად საჩოთიროა. გერმანიაშI ამჟამად ჩართულია 84 მილიონი მობილური, რაც ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობაზე მეტია. ფიჭურიტელეფონების ბაზარი აყვავებულია, მწარმოებლები ახალ და ახალ, სულ უფრო რთულ მოდელებს უშვებენ. ისინი დაინტერესებულნი არ არიან, დააშინონ საკუთარი კლიენტები. პოლიციას კი არ სურს, მისი მეთოდები ყველასთვის ცნობილი გახდეს. ამიტომ მაქსიმუმი რაც შეიძლება პოლიციელებს გამოსტყუო, არის ის, რომ მობილური ტელეფონი შეიძლება გამოიყენონ, როგორც მიყურადების საშუალება.
იურიდიულად, მოდიფიცირებული ტელეფონების გამოყენებას წინ არაფერი უდგას. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის იმ ნაწილში, რომელიც არეგულირებს ფარულ მოსმენას, ლაპარაკია მხოლოდ ტექნიკური საშუალებების გამოყენებაზე. გერმანიის იუსტიციის ფედერალური სამინისტროს წარმომადგენელთა აზრით, მობილური ტელეფონი ოდენ ტენიკური საშვალებაა:
-მწარმოებლებსა და პროვაიდერებს, რამდენიც სურთ, შეუძლიათ ამტკიცონ, რომ მობილურის მინი-ჯაშUშად გადაკეთება შეუძLებელია, რეალობა საპირისპიროს ამტკიცებს. საქმის თავი და თავი დაპროგრამებაშია,-მიაჩნია ბოხუმის უნივერსიტეტის თანამშრომელს სებასტიან გაეკს,- პოლიციელებს შეუძლიათ ისე შეცვალონ პროგრამა, რომ დისპლეი შეიძLება ჩაქრეს, ზარები არ შემოვიდეს, მაგრამ გარედან გარკვეული სიგნალის მიღებით ზარისა და დისპლეის ჩართვის გარეშე აქტიურდება ხმამაღალი კავშირის მოწყობილობა.
პატრონს ჰგონია, რომ მისი ტელეფონი, რომელიც მაგიდაზე დევს, გამორთულია, სინამდვილეშI კი ჩართულია ხაზი, რომელიც გადასცემს ნებისმიერ ხმას, რომელიც ახლომახლო გაისმება.
– ჩვენ ვიცით,- ამბობს ბერლინის თავისუფალი ინსტიტუტის საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტი იოჰან შილერი,- რომ ტექნიკურად ამის გაკეთება შეუძLებელია. მობილური ტელეფონები პატარა კომპიუტერებია და მათი დაპროგრამება შეიძლება რადიოთი, რასაც ბევრი მწარმოებელი სრულიად სეუმჩნევლად აკეთებს. ხოლო სპეც-სამსახურების თანამშრომლებს შეუძLიათ, გაუგზავნონ ჩუმი SMS_ები მობილურის კოორდინატების დასადგენად.
შილერის აზრით, შესაძლებელია როგორც მობილური ტელეფონების, ასევე Sim-კარტების გადაპროგრამება. ეს არც ისე რთულია.
– მობილური ტელეფონები არასოდეს იყო დაცული,- ხაზს უსვამს საინფორმაციო უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის მობილური კავშირის უსაფრთხოების ფედერალური სამმართველოს უფროსი ვილჰემ პიუტცი,- მხოლოდ იმ შემთხვევში შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ არ გისმენენ, თუ ოთახში, სადაც თათბირი მიმდინარეობს, მობილურებს არ შეატანინებთ.
მობილურებით შპიონაჟის თავიდან აცილების მხოლოდ ორი ვარიანტი არსებობს: ტელეფონს ამოვაცალოთ აკუმლატორი ან გამოვიყენოთ მობილურის ბლოკირების მოწყობილობა. ისრაელის წარმოების ჩამხშონი გენერატორი, რომელიც 4000 ევრო ღირს, გერმანიაშI აკრძალულია-გასაგებია, რატომაც.

კაგებეს დიდი ყური

საბჭოთა პერიოდში მხოლოდ უშიშროებას- კაგებეს, მის მე-12 განყოფილებას ჰქონდა უფლება, მოქალაქეთა პირად ცხოვრებაშI შეჭრილიყო. მისი ვეება ყური მთელ ქვეყანას ფარავდა, მაგრამ, 1991 წლის “კონტუზიის” შემდეგ იგი თანდათან დაყრუვდა.
ყველაზე მძიმე დარტყმა მე-12 განყოფილებას მიაყენა უშIშროების ყოფილმა შეფმა ბაკატინმა, რომელმაც ამერიკელებს აჩუქა მოსკოვის აშშ_ის ახალ საელჩოში დამონტაჟებული საბჭოთა მიყურადების საშუალებების უნიკალური სქემა. კედლებშI დატანებული “ხოჭოების” (”უჩოკები”) აღმოჩენა, რომელთაც მსოფლიოში ანალოგი არ ჰქონდა, პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. ყველა ისინი ინერტულ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ და მხოლოდ საჭირო მომენტშI კედლების ძლიერი ელექტრომაგნიტური იმპულსით დასხივებისას ამოქმედდებოდა მიყურადების საშუალებები.
მობილური ტელეფონების “ასპარეზზე გამოსვლის” შემდეგ სტაციონალური ტელეფონების კონტროლმა მეორე პლანზე გადაინაცვლა. დაცვის კერძო სამსახურები სპეციალდებიან მობილური ტელეფონების მოსმენით. თუ ვინმემ გითხრათ, რომ GSM სისტემის ტელეფონების მოსმენა შეუძLებელია, არ დაუჯეროთ, ყველა მოდიფიკაციის მობილურების მოსმენა შესაძლებელია. საქმე მხოლოდ ფასშია.
GSM_ის ტელეფონების კონტროლი სხვაზე ძვირი ჯდება. არის ერთი დეტალი, რომლის ცოდნა სასარგებლოა: ფიჭური ტელეფონის მიყურადება შეუძლებელია, თუ თქვენ საუბრობთ მოძრავ მანქანაში, რომლის სიჩქარე საათში 80 კილომეტრზე მეტია.
ტელეფონის მოსმენის გარდა არსებობს ობიექტის კონტროლის სხვა საშუალებბის: ჩაგწერონ უქჩაში პირადი საუბროს დროს; შეუძლიათ მიიღონ ინფორმაცია ფანჯრის რაფიდან (ყველაზე არარენტაბელური ვარიანტი), დაამონტაჟონ მანანის სალონში მიკროგადაცემები. ჩვეულებრმა ნათურამაც კი შეძლება ელექტროსადენით გადასცეს ინფორმაცია.
პირად ცხოვრებაში შეჭრისგან აბსოლუტური დაცვა შესაძლებელია მხოლოდ იზოლირებული ოთახის ცენტრში დაკიდებული მინის კუბით, რომელსაც ვაკუუმიანი ორმაგი კედლები აქვს. კონფიდენციალობის ერთგვარ გარანტიას იძლევა იახტა- ტალღები ხმოვან სიგნალს ახშობს.

გამორთული მობილური მაინც რადიოგადამცემია

ყველა ჩვენი საუბარი მობილური ტელეფონით, აგრეთვე SMS და MMS გზავნილები ორი წლის განმავლობაში ინახება ფოური ტელეფონების ოპერატორის ბაზაში. აქაური თანამშრომლები ვალდებული არიან, წარუდგინონ სეცსამსახურებს ნებისმიერი საუბრის ამონაბეჭდი, მაგრამ ირკვევა, რომ ამ კონფიდენციალურ ინფორმაციაზე ხელი მიუწვდებათ არა მხოლოდ გამომძიებლებს. გარკვეულ საფასურად შეგიძლიათ მიიღოთ თქვენი მეუღლის ან კონკურენტის გაშიფრული საუბრები და მიმოწერის ამონაბეჭდი. ამ ბინძურ საქმეზე დეტექტივების გარკვეული ჯგუფები ფულს აკეთებენ.
ცნობისთვის: მობილური ტელეფონი მაშინაც გადასცემს სიგნალს, როცა გამორთულია ან სულაც- აკუმულატორამოღებული. თანამედროვე აპარატებში არის ორი კვების წყარო, ერთი- უშუალოდ მომხმარებლისთვის, ხოლო მეორე გათვალისწინებულია საპოლიციო ზედამხედველობისათვის. ადგილმდებარეობის გარკვევის ტენოლოგია A-GPS (Assisted GPS) მომქედებს GSM ოპერატორების ყველა ქსელშI. იგი საკმაოდ მარტივია: საკმარისია იმ მანზილის ცოდნა, რომელიც ობიექტს აშორებს, მინიმუმ, სამ საბაზო სადგურს. თითოეულ სადგურს თავისი მისამართი აქვს, ამიტომ ძნელი არ იქნება, მივიღოთ წერტილი რუკაზე, რომელშIც აბონენტი მოცემულ მომენტში იმყოფება.

რატომ არ პოულობენ მოპარულ ტელეფონებს?

აქტუალური შეკითხვაა- მართლაც, რატომ? ჯერ ერთი, ამის ტექნიკური საშუალება არსებობს, მეორეც თითოეულ ტელეფონს სალუთარი საიდენტიფიკაციო კოდი აქვს- ე.წ. IMEI. ამის გაგება მარტივია: აკრიფეთ თქვენს ტელეფონზე *#06# და იმავე წამს მიიღებთ პასუხს. 15 ნიშნიან რიცხვში დაშიფრულია ტელეფონის მოდელი, ვინ და როდის აწარმოა, ასევე, მისი სერიული ნომერი. ყველა ამ მონაცემს ფლობს ფიჭური ოპერატორი.
მაშ რატომ არ იყენებს პოლიცია ამ შესაძლებლობებს? იმიტომ, რომ ძვირი ჯდება. და მობილური ოპერატორებიც მაინცდამაინც დიდ დაინტერესებას არ იჩენენ

[color=#660000]არ გაგიკვირდეთ, თუ ერთ მშვენიერ დღეს ინტერნეტში თქვენი საფოსტო ყუთის მეშვეობით შემოგთავაზებენ ისეთი მოწყობილობის სეძენას, რომელიც შეგაძლებინებთ სხვათა მობილური ტელეფონებიდა, რომლებიც GSM სტანდარტში მუშაობს, მოახდინოთ სატელეფონო საუბრების სკანირება! შემქმნელები ირწმუნებიან, რომ მისი დახმარებით ჩვეულებრივ კომპიუტერზე შეძლებთ, სულ მცირე, 50 000 ( ! ) აბონენტის მოსმენას, ფიჭური ოპერატორები კი, რომლებიც GSM_ის სისტემას იყენებენ, ამტკიცებენ, რომ იგი შეურწევადია სწორედ ციფრული სტანდარტის გამო!

მოდით ვნახოთ, რას წარმოადგენს ფიჭური კავშIრი. რა არის იგი- მობილური მოდური სათამაშო თუ განვითარებული კომუნიკაციების ეპოქის ტექნოლოგიური მომსახურება? ან, ეგებ, პერსონალური ჯაშUშია, რომელიც, თუ დაუკვეთავენ, გასცემს ყველა ცონბას არა მარტო თქვენი საუბრების, არამედ გადაადგილების მარშუტის შესახებაც.

თუ SIM ბარათს ცვლით, გადააგდეთ ტელეფონი!

ფიჭური კავშირის სისტემა, რომელიც დღეს მოქმედებს, სამ ძირითად კომპონენტად ჩამოყალიბდა: პირველი- საკუთრივ თქვენი მობილური ტელეფონი, რომელიც, ფაქტობრივად, პორტატული რადიოგადამცემია; მეორე- საბაზო სადგურების, ფიჭების სისტემა, რომელთა სიძლიერესა და განლაგებაზეა დამოკიდებული თქვენი ტელეფონის გამართული მუშაობა და სანდროობა და მესამე- კომუნიკაციური ცენტრი, რომელიც მთლიანად სისტემის მუშაობას მართავს.
ყველა მობილურს აქვს პერსონალური ელექტრონული სერიული ნომერი (MIN). იგი მწარმოებლის მიერ კოდირებულია ტელეფონის მიკროჩიპში. მწარმოებელი ზოგჯერ მიუთითებს ამ ნომერს თანდართულ ნსტრუქციაში, რათა შეძლოთ ტელეფონის იდენტიფიცირება მოპარვის ან დაკარგვის შემთხვევაში. როგორც კი თქვენი აპარატი ფიჭური კავშირის სისტემაში ჩაერთვება, მისი მიკროჩიპი მაშIნვე აღნუსხავს თქვენს მობილურ ნომერსაც (ESN), რომელიც SIM ბარათშია დაშიფრული. ამიტომ თუ თქვენ ცვლით, ვთქვათ, უსაფრთხოების მოსაზრებით, თქვენს SIIM ბარათს, უმჯობესია, მასთან ერთად მობილური აპარატიც გადააგდოთ: იგი გადასცემს თქვენს ახალ ბარათს იმ ნომერს, რომელიც მანამდე მასში იყო ჩადებული. ზუსტად ასევე “წაიჯაშუშებს” თქვენი ვითომ საიდუმლო ბარათი, რომელსაც სხვა აპარატში ჩადებთ..
ანუ შესაძლებელს გახდის იმის დადგენას, რომელ აპარატში იყო ადრე ჩადებული. ამ ელექტრონული უსაფრთხოების ანაბანას ასწავლიან მომავალ სპეციალისტებს მსოფლიოს ყველა სპეხსამსახურში
სატელეფონო კავშირი ხორციელდება თქვენთან უაპლოესი ფიჭის, ანუ რადიოგადაცემის სადგურის მეშვეობიტ. იგი დაკავსირებულია საბაზო სადგურთან, რომელსაც შეუძლია, მიიღოს და გადასცეს რადიოსიხშირეების დიდი რაოდენობა. ეს სადგური ჩართულია ჩვეულებრიმავთულია სატელეფონო ქსელშიც. ასე რომ არ იყოს, მობილური ქსელიდან ქალაქის ტელეფონზე ვერ დარეკავდით საბაზო სადგური აღჭურვილია აპარატურით რომელიც ფიჭური ტლფონის მაღალსიხშირიან სიგნალს გარდაქმნის ჩვეულებრივი ტელეფონის დაბალსიხშირიან სიგნალად და – პირიქით.
საბაზო სადგური პერიოდულად გამოასხივებს სასამსახურო სიგნალს. ხომ გახსოვთ, რომ მობილურების პირველი მოდელები მწვანე სინათლის თვალს გიპაჭუნებდნენ- აქა ვართო. როცა ეს სინათლე გაწითლდებოდა, სადგური ან სიგნალი სადღაც იკარგებოდა. ამ სიგნალის მიღებისთანავე თქვენი მობილური მასში თავის მონაცემებს ჩატვირთავს – აპარატის ელექტრონულ ნომერსა და მობილურის ნომერს გზავნის უკან, რათა საბაზო სადგურმა შეძლოს ტელეფონის იდენტიფიცირება და მფლობელის ანგარიშის მდგომარეობის შემოწმება. ამის შემდეგ საბაზო სადგური “მიაბამს” თქვენს მობილურს გარკვეულ ზონას, რომელშიც მოცემულ მომენტში იმყოფებით. ეს საჭიროა იმისთვის, რომ შემავალი ან გამავალი ძარისთვის დაუყონებლივ გამოგიყოთ ამ ზონის თავისუფალე სიხშირე.
ამასთან საკომუნიკაციო ცენტრის მონაცემთა ბაზაში ლაგდება ინფორმაცია, როგორც ყველა კლიენტის ადგილმდებარეობის შესახებ, ასევე მათი კავშირების თაობაზე სხვა, ასეთივე ქსელებთან. იდენტიფიკაციისა და ქსელში მათი შეშვების უფლების შესამოწმებლად.

თქვენი ტელეფონის ნომერი შეიძლება მოგპარონ საგზაო საცობში

ამ ურთულესი სქემებისა და ტექნოლოგიების გაშიფვრა, როგორც ამბობენ, ლობიოს ჭამასავით ადვილია, ოღონდ უნდა იცოდე მათი მოქმედების პრინციპწბი. ასეთი მცოდნე “ხელმარჯვე ოსტატები” კი არც ისე მცირე რაოდენობით არიან, რომ სატელეფონო კომპანიებმა ყურიადღება არ მიაქციონ. ტელეფონის მიკროსქემის გადაპროგრამირება საშუალებას აძლევს ასეთ ოსტატებს, შეაღწიონ სატელეფონო კომპანიების საკომუტაციო მოწყობილობაში. და მაშIნ შეუძლებელი ხდება ლაპარაკის ღირებულების ანგარიშების ვინმესთვის წარდგენა.
ბოლო დროს გავრცელებული საიდენტიფიკაციო ნომრების კლონირებაც არ არის რთული. ამისათვის მხოლოდ ე.წ.ფიჭურიკეშ-ბოქსია საჭირო, რომელიც სკანერის, კომპიუტერისა და ფჭიური ტელეფონის კომბინაციაა. იგი გამოავლენს MIN და ESN ნომრებს და მათ თავის თავზე გადააპროგრამებს. თანაც, ამ შეთავსების ერთჯერადი გამოყენების შემდეგ მეხსიერებიდან შლის ნომრებს და სხვა წყვილს ამოარჩევს. რაც, ბუნებრივია, შეუძლებელს ხდის თაღლითობის გამოვლენას.
ამგვარ აპარატურას ხალხმრავალ ადგილებში განათავსებენ. პოპულარულია პერმანენტული საგზაო საცობების წერტილებიც. მობილური ტელეფონი რომ არ ჰქონდეს, დღეს ისეთ ავტომობილისტს ვერ იპოვით. სწორედ აქ შესაბამისი აპარატურის მეშვეობით, მოკლე დროში შეიძლება შემდგომ გამოსაყენებლად საკმაო რაოდენობით ტელეფონის ნომრების “აკრეფა”.
მობილურ ტელეფონებზე საუბრების მოსმენის მოწყობილობა რამდენიმე ათასი დოლარი ღირს. ინტერნეტშI განთავსებულ მის სარეკლამო აღერილობაში მინიშნებული იყო, რომ მისი დახმარებით შეიძლება სალაპარაკოპუნქტის მოწყობა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ყველა მსურველისათვის მობილურების მოპარული მონაცემების მიყიდვა. საოცარია, რომ სპეცსამსახურები ამ რეკლამით არ ინტერესდებიან.

მიყურადებისგან სმარტფონიც ვერ დაგიცავს!

მობილური კავშირის ფარული მოსმენა არც ისე ძვირი სიამოვნებაა. ასე მაგალითად, 10 მობილურზე მიყურადება შეიძLება განხორციელდეს ერთი მოწყობილობით, რომელიც დაახლოებით 50 000 დოლარი ღირს. ასეთია ექსპერტთა მონაცემები. ისინი ამტკიცებენ, რომ ასეთი მეგაპოლისის, როგორიც, ვთქვათ, მოსკოვია, მიყურადება (მოწყობილობა, მიღებულ მონაცემთა დამუშავება, ჩანაწერების შენახვა, ძებნის ალოგრითმის შექმნა და მონაცემთა ბაზის ფორრმირება, პლუს იმათი ხელფასები, ვინც ეს ყველაფერი უნდა გააკეთოს), წელიწადში 500 000 დოლარზე მეტი არ დაჯდება და თბილისში გაცილებით იაფი.
და ნუ გგონიათ, რომ მიყურადებისაგან დაგიცავთ ბაზარზე ახლახან გამოჩენილი სმარტფონი, რომელშიც გამოყენებულია საუბრების დაშიფვრის უფრო რთული ტიპი, ვიდრე ის, რასაც ფიჭური კავშირის ოპერატორები გთავაზობენ.
ამ მიმართულებით მუშაობდნენ ისრაელისა და აშშ_ის კრიპტოგრაფები. პრობლემის გადაწყვეტაში ჩაერთნენ მთელ მსოფლიოში გაფანტული უმსხვილესი საბჭოთა თავდაცვითი საწარმოების ყოფილი მუშაკები, აგრეთვე მენეჯერები სამხ. აფრიკის რესპუბლიკიდან და სამხ.-აღმ. აზიელი მწარმოებლები, რომლებიც თავიანთ მიკროსქემებზე სასწაულებს ახდენენ. შედეგად შეიქმნა პორტატული, 12 კგ._იანი წონის ხელსაწყო, რომელიც ერთდროულად 10 000 მობილური ხაზის მოსმენის საშუალებას იძლევა. ეს ხელსაწყო სულ რაღაც 50 000 დოლარი ღირს. ამ მოწყობილობას შეუძლია როგორც მარტივი, ასევე რთული დაშიფვრაც და ფიჭური კავშირის მოდემების დაცვაც.
ბიზნესმენები, რომლებიც ინკოგნიტო აბონენტებზე გაფორებული SIM ბარათების ხშირი ხვლით ცდილობენ თავიანთი ბიზნესის დაცვას, ფულს ქარს ატანენ. საქმე ის არის, რომ ,იყურადების ტენოლოგიის სრულყოფა საჭირო აბონენტის პოვნის პრობლემას ხსნის. საკმარისია, გქონდეთ საჭირო ხმის აუდიოჩანაწერი, რომ ჰაკერების გარეშეც იოლად გახვალთ ფონს. ახალი ტექნოლოგია საშუალებას გვაძლევს, მოვნახოთ აბონენტის ხმა ქსელში მისი გასვლიდან ერთ წუთზე ნაკლებ დროში.
მიყურადება მით უფრო არ არის პრობლემა მაშIნ, როცა სახელმწიფო ორგანოები გასცემენ საამისო სანქციას. მობილური კავშირის ყველა ოპერატორს აქვს GSM_ით გადაცემული ინფორმაციის დაჭრის სპეციალიზებული ცენტრები. თქვენ საუბრობთ GSM_ის ხმოვანი არხით და თქვენი ყველა საუბარი რეგისტრირდება (მიუხედავად იმისა, რომელ SIM ბარათ ხმარობთ) და ინახება მონაცემთა ერთიან ბაზაში. ევროპაში მიღებულია, რომ ასეთი ინფორმაცია რამდენიმე წლის განმავლობაში იქნეს დაცული.
მიყურადებაზე სანქციის მიღებისას დგინდება ადამიანის ხმის ფენომენები, რომლებიც ისეთივე ინდივიდუალურია, როგორც თითების ანაბეჭდები. ისინი შეაქვთ ციფრული სახით ძებნის სისტემაშI. როცა ადამიანი იწყებს საუბარს თავისი ტელეფონით, რომელიც GSM_ის ფორმატში მუშაობს, ავტომატურად მოქმედი ძებნის სისტემა მომენტალურად გამოავლენს მის ხმას. მნიშვნელობა არა აქვს, რომელი SIM ბარათიდან საუბრობს ის პიროვნება, ვისითაც დაინტერესდა სპეცსამსახური. ტელეფონი მიყურადებისთვის ჩართულია!!!

მობილურის საშუალებით თქვენი ბინის მოსმენაც შეიძლება

მობილური ტელეფონის საშუალებით ადვილად შეიძLება იმ საუბრების მოსმენაც, რომლებიც მის სიახლოვეს მიმდინარეობს. ამისათვის საკმარისია, რომ ტელეფონი ქსელში იყოს დარეგისტრირებული და მისი მკვებავი ბატარეები ძალიან განმუხტული არ იყოს.
ზოგიერთი საინფორმაციო წყაროს ცნობით, აშშ_ის სპეცსამსახურებმა მიაგნეს ხერხს, თუ როგორ უნდა ჩაირთოს მობილური ტელეფონი ისე, რომ პატრონმა ვერაფერი გაიგოს. ეს ტექნოლოგია რუსეთის სპეცსამსახურებსაც ათვიებული აქვთ.
სპეციალისტების აზრით, თანამედროვე ტელეფონების ერთ-ერთი უსუსტესი ადგილი სასამსახურო SMS_ების დამუშავებოს პროცედურაა. სწორედ ეს აძლევს საშუალებას გარეშე ადამიანს, გააკონტროლოს თქვენი ტელეფონი. ეს SMS_ები სჭირდება ოპერატორს იმისთვის, რომ მაგალითად, თქვენი ტელეფონის პროგრამული უზრუნველყოფის მოდერნიზება მოახდინოს სასამსახურო SMS_ებიდან განკარგულების გაცემით. ეს გავრცელდა საძღვარგარეთ.
ყალთაბანდებისგან თავის დასაცავად სპეციალისტები გვირჩევენ:

1. თქვენი ტელეფონის ESN ნომრიანი დოკუმენტები შეინახე საიმედო ადგილზე

2. ყოვეთვიურად გულმოდგინედ შეამოწმეთ ფიჭური კავშირით სარგებლობისანგარიშები

3. თუ დაგეკარგებათ ან მოგპარავენ ტელეფონს, დაუყონებლივ გააფრთხილეთ ფირმა, რომელიც უზრუნველყოფს თქვენს ფიჭურ კავშირს

4. ტელეფონი გათიშUლი გქონდეთ მანამ, სანამ არ გადაწყვეტთ ისარგებლოთ მისით. ეს ხერხიი ყველაზე იოლი და იაფია. მაგრამ უნდა გახსოვდეთ, რომ კავშირზე ერთი გასვლაც კი საკმარისია აპარატის MIN/ESN_ის ნომრების დასადგენად

5. რეგულარულად შეცვალეთ თქვენი აპარატის MIN ნომერი

6. დააყენოთ ოთხნიშნა დამატებითი PIN კოდი, რომელსაც საუბრის წინ აკრეფთ. ეს კოდი საქმეს ურთულებს ყალტაბანდებს, რომლებიც ჩვეულებრივ იტაცებენ MIN და ESN ნომრებს

7. მნიშვნელოვანი მოლაპარაკების დროს, როცა თქვენ კონფიდენციალურ ინფორმაციას განიხილავთ, გამორთეთ ტელეფონი, ამოიღეთ ბატარეები და რაც შეიძLება შორს დადეთ!

ჯაშუშური ტექნოლოგიები ხალხის სამსახურში

ცნობილი ფრაზა- არა არს დაფარული, რომელიც არ გაცხადდეს- დღესაც აქტუალურია. ჩვენს თვალწინ გორდება სკანდალი ჩვენი მობილური ტელეფონების მოსმენისა და უფრო მეტიც, მათი საშუალებით თვალთვალის შესახებ. აღმოჩნდა, რომ რაც უფრო მაღალტეხნოლოგიურია ტელეფონი, მით მეტი ჯაშUშUრი ფუნქცია გააჩნია, კერძოდ:

1.გარშემომყოფი ხალხისა და ნივთების ვიზუალური ფოტოგრაფირება

2. მობილური ტელეფონებიდან 10 მეტრის რადიუსში ვიდეოგადაღება და აკუსტიკური კონტროლი ყველა მოსაუბრის შემდგომი რეგისტრაციით

3. ყველა შემომავალი თუ გამავალი ზარის, SMS და ელ-ფოსტის მოსმენა და მთელი ინფორმაციის სკრუპულოზური არქივიზაცია

4. ობიექტის (ტელეფონის) ადგილმდებარეობის განსაზღვრა რამდენიმე მეტრის რადიუსით

5. მიკროფონის დისტანციური ჩართვა ათობით ათასი კილომეტრის სიშორიდან

6. ტელეფონის მიკროფონის საშუალებით საუბრების დისტანციური მოსმენა, თუნდაც ძირითადი ბატარეა ამოღებული იყოს (თანამედროვე ტელეფონებში)

ბუნებრივია, რომ მობილური ტელეფონების კონტროლის აღნიშნულ ტექნოლოგიებს ადრე მხოლოდ დასავლური სპეცსამსახურები იყენებდნენ ტერორისტებთან და კრიმინალებთან საბრძოლველად. უბრალო მობილური ტელეფონების წარმოებისას აღნიშნული ფუნქციები რეალიზებული იყო ოდენ აპარატის დონეზე და აქტიურდებოდა მხოლოდ სპეციალური ბრძანებით, რომელშიც ცნობილი იყო შესაბამისი სპეცსამსახურებისთვის. ასეთი ღონისძიებანი ხორციელდებოდა ქვეყნის კანონმდებლობის ჩარჩოებში. მობილური, კავშირის განვითარებასა და სმარტფონებისა და კომუნიკატორების (რომლებიც აერთიანებენ ტელეფონისა და კომპიუტერის ფუნქციებს), გამოჩენის კვალდაკვალ სპეციალური, ანუ პოლიციური ფუნქციები შევიდა ოპერაციულ სისტემებშიც, რომელსაც იყენებენ მობილურ ტექნოლოგიებში. სულ უფრო რთულია მობილური ტელეფონების ასეთი უნივერსალური მაღალსიჩქარიანი პროცესორების წარმოება, რომლებიც ასევე შეიცავენ დამატებით პოლიციურ ფუნქციას. სამწუხაროდ, აპარატული ნაწილიდან პროგრამულზე სპეციალური ფუნქციების გადანაწილებამ გამოცდილ პროგრამისტებს საშუალება მისცა შეექმნათ ეგრეთ წოდებული SPY (შპიონური) ტელეფონები სერიულად გამოსვებული მობილური აპარატების ბაზაზე. მთელ მსოფლიოში ცნობილი ტელეფონების NOKIA, SIEMENS, PANASONIC, MOTOROLA, SAMSUNG, SONY-ERICSSON_ის 70_ზე მეტი მოდელი არსებობს, რომელთა ბაზაზე spy ტელეფონები შეიქმნა. ბავშვების მოსასმენადაც კი შეიქმნა სპეციალური ტელეფონი- ახლა არათუ მშობლებს, ყველას შეუძლია ბავშვების ლაპარაკის მოსმენა.
პროგრამისტების საქმიანობის ფართო ასპარეზმა შესაძლებელი გახადა იაფფასიანი ცრუ საბაზო სადგურების შექმნა, რომლებიც ახორციელებენ მიკროფონის აქტივაციას მობილურებზე ცრუ ზარებით ან SMS_ებით, მაგალითად, ახალ მომსახურებაზე ინფორმაციით, რომელიც ერთი შეხედვით სულაც არ არის საინტერესო, მაგრამ შეიცავს თქვენი მობილურის მიკროფონის აქტივაციის კოდს და საშუალებას იძლევა, მოისმინონ საუბრები. იმის განსაზღვრა, რომ მიკროფონი ჩართულია, პრაქტიკულად, ძალიან რთულია და ბოროტგანმზრახველს შეუძლია, მშვიდად უსმინოს როგორც თქვენს სატელეფონო, ასევე გარშემომყოფთა საუბრებსაც. ამრიგად თქვენს ძალიან პრესტიჟულ და ელეგანტურ მობილურ ტელეფონზე შეიძლება ჩაერთონ სპეცსამსახურებიც და კონკურენტებიც, თქვენზე ინფორმაციის, მათ შOრის კომპრომატის მიღების მიზნით. მოსმენა და თვალთვალი უკვე ძალიან იაფი ჯდება. spy ტელეფონების რაოდენობა უზარმაზარია,ნომენკლატურა ყოველდღიურად იზრდება.

ინფორმაციის წყარო: gemob.net

მსგავსი ამბები

Back to top button