არქივი

დიეგო დე სილვა ი ველასკესი

4d48ca232cad
“მსმელები”(1628)

დიეგო დე სილვა ი ველასკესს ხელოვნების ისტორიაში სამართლიანად მიიჩნევენ ერთ-ერთ უდიდეს მხატვრად. მისი ფუნჯი არნახული ძალითა და სიღრმით ჩასწვდა იმ პიროვნებათა ფსიქოლოგიას, რომელთა პორტრეტებიც ხელოვანმა შექმნა. ტილოებში ჩანს ეპოქის მხატვრული ჰორიზონტების გაფართოებისკენ მუდმივი და დაუოკებელი სწრაფვა.  ველასკესი არაჩვეულებრივი მხატვრული ხედვითა და განსაკუთრებული შემოქმედებითი შესაძლებლობებით გამოირჩევა.იგი მრავალეროვნულ ქალაქ სევილიაში დაიბადა ესპანეთის იმპერიის ოქროს ხანაში.შეძლებული არისტოკრატიის წრიდან გამოსულმა მშობლებმა ადრევე გააცნობიერეს, რომ მათ უფროს ვაჟს ხატვის ნიჭი ჰქონდა. სწორედ ამ ტალანტის წყალობით გახდა იგი ფრანსისკო პაჩეკოს, ესპანეთის საუკეთესო ხელოვნების თეორიტიკოსის მოწაფე და ფილიპე IV-ს კარის მხატვარი; შეხვდა თავისი დროის უდიდეს ფერმწერს, პეტერ პაულ რუბენსს და იმოგზაურა იტალიაში, რომელიც ყველა ევროპელი ოსტატისთვის შთაგონების წყაროს წარმოადგენდა. ღვთისგან ბოძებულმა შემოქმედებითმა ნიჭმა მის პირად ცხოვრებაზეც  მოახდინა გავლენა: ველასკესმა თავისი მასწავლებლის ქალიშვილი შეირთო ცოლად, ხოლო საკუთარი ასული თავის ერთ-ერთ მოწაფეს მიათხოვა.ბუნებით თავმდაბალ ველასკესს ბედიც სწყალოდა. მას ახლო ურთიერთობა ჰქონდა პაჩეკოსთან, გრაფ-ჰერცოგ ოლივარესთან და თვით მონარქთანაც კი. მეფის კარზე მიღებულმა, ეკონომიკური პრობლემებისგან შორს მდგომმა სევილიელმა ფერმწერმა შეძლო თავისუფლად განევითარებინა უცვლელი ყოველდღიურობით აღბეჭდილი თავისი შემოქმედება. ფილოსოფოსი ხოსე ორტეგა ი გასეტი ანდალუსიელი მხატვრისადმი მიძღვნილ თავის ნაშრომში აღნიშნავდა, რომ ველასკესმა გადაწყვიტა მხოლოდ “დიდი სიმტკიცითა და ურყეეობით გამორჩეულ საკუთარ გადაწყვეტილებებს დამორჩილებოდა, მისივე კარიერისა და ხელოვნების საკეთილდღეოდ”.ბაროკოს ეპოქისთვის დამახასიათებელი ნატურალიზმით გარემოცული ველასკესი განათლებული, ჭკვიანი და ორიგინალური მხატვარი იყო. მას აინტერესებდა მათემატიკა, გეომეტრია და არქიტექტურა. სევილიაში დახატული პირველი ტილოები კარავაჯოს მანერით არის შესრულებული. მისმა პალიტრამ თანდათანობით შეიძინა ვენეციელი ოსტატების კოლორიტი და სინათლე, ხოლო შემოქმედებითი სიმწიფის ხანაში საკუთარი, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი სტილი იპოვა, რომელსაც რეალობის ფარული მაგიის გარღვევა შეეძლო. სოვრცისა და ატმოსფეროს თითქმის მეცნიერული ანალიზის წყალობით ველასკესმა ჩრდილებისა და სხეულების გარემომცველ ჰაერში ფერები აღმოაჩინა. ეს მოხდა იმავე საუკუნეში, როცა ოპტიკის კანონები გალილეის, დეკარტის, ნიუტონის მსგავსი მკვირცხლი და მეთოდური გონების ადამიანების ინტერესს იწვევდა.მან არა მარტო ორი საუკუნით გაუსწრო იმპრესიონისტი მხატვრებისთვის მნიშვნელოვან ესთეტიკურ მისწრაფებებსა და მიგნებებს, არამედ სიკვდილამდე  ცოტა ხნი ადრე სანტიაგოს ორდენიც მიიღო,რაც მრავლისმეტყველი იყო და საბოლოო აღიარებას ნიშნავდა, რადგან მაშინ მხატვრობა მდაბიოთა ხელოვნებად ითვლებოდა.  ედუარდ მანემ, იმ მხატვრული მიმდინარეობების წარმომადგენელმა, რომელმაც რევოლუციური გადატრიალება მოახდინა ფერწერაში, ველასკესს “მხატვართა მხატვარი” უწოდა.

http://b.pix.ge/a/3sk6a.jpg
ველასკესის სხვა კამერული სურათების მსგავსად “ცხენზე ამხედრებული ფილიპე IV-ს პორტრეტშიც”(1637) გვხვდება მისი ზოგიერთი აღმოჩენა და “ჩასწორება”.

http://b.pix.ge/o/h9piu.jpg
“მოხუცი ქალი კვერცხებს წვავს”(1618)

http://b.pix.ge/e/hkqcr.jpg
“დონ ლუის დე გონგორა ი არგოტე”(1622)

http://a.pix.ge/a/pil63.jpg
“ფილიპე IV-ს პორტრეტი მთელი ტანით”(1624-1628)

http://b.pix.ge/g/gmll8.jpg
“ფილიპე IV-ს პორტრეტი მთელი ტანით”(1635)

http://b.pix.ge/l/40ha9.jpg
“ბრედის ჩაბარება”(1635)

http://a.pix.ge/b/g1z1e.jpg
“ცხენზე ამხედრბული გრაფ-ჰერცოგი დ’ოლივარესი”(1634-1638)

http://a.pix.ge/e/qj2ky.jpg
“ქონდრისკაც ფრანსისკო ლესკანოს (ნინიო დე ვალეკასის) პორტრეტი”
(1636-1644)

http://a.pix.ge/l/i07hb.jpg
“მიწაზე მჯდომი ქონდრისკაცის პორტრეტი(დონ სებასტიან დე მორა)” (1643-1644)

http://a.pix.ge/n/i01m8.jpg
“ქონდრისკაცის პორტრეტი, რომელსაც მუხლებზე წიგნი უდევს (დონ დიეგო დე ასედო, ელ პრიმო)” (1644)

http://b.pix.ge/h/vr6i3.jpg
“ინოკენტი X-ს პორტრეტი”(1650)

http://b.pix.ge/b/61nwk.jpg
“მენინები(სეფექალები)” (1656)

http://b.pix.ge/w/qa42p.jpg
“უფლისწულ ბალთასარ კარლოსის პორტრეტი” (1635)

http://b.pix.ge/n/oymjv.jpg
“ვენერა სარკის წინ”(1648-1650)

მსგავსი ამბები

Back to top button