არქივი

საღეჭი რეზინის პლუს-მინუსები

93ca7a3432cd
საღეჭი რეზინი ჭამის შემდეგ პირის ღრუს გასუფთავება-დეზოდორაციას ახდენს, ნერწყვის გამოყოფას აძლიერებს, რაც, თავის მხრივ, კუჭისა და ნაწლავების მუშაობას ეხმარება.

გარდა ამისა, საღეჭი რეზინის დახმარებით მეხსიერების გაუმჯობესებაც შეიძლება, ყოველ შემთხვევაში, ასე ფიქრობენ ბრიტანელი მეცნიერები. მათი მტკიცებით, ღეჭვის პროცესში გულისცემა ხშირდება, რის შედეგადაც ტვინში ჟანგბადის მიწოდება იზრდება.ეს კი, თავის მხრივ, მეხსიერების გააქტიურებას იწვევს.

ამერიკელ მეცნიერთა უკანასკნელმა გამოკვლევებმა გვიჩვენა, რომ უშაქრო საღეჭი რეზინი კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე ჩატარებული ოპერაციის შემდეგ ნაწლავის მუშაობას აღადგენს.

რაც შეეხება საღეჭი რეზინის მავნე თვისებას, ის სრულად გამოვლინდება, თუ მას მუდამ და, მით უფრო, ცარიელ კუჭზე ღეჭავთ. საქმე ისაა, რომ საღეჭი რეზინი კუჭის წვენის ძლიერ გამოყოფას იწვევს. როგორც გასტროენტეროლოგები ამტკიცებენ, ცარიელ კუჭზე ღეჭვამ შეიძლება გასტრიტის განვითარება ან მისი გამწვავება გამოიწვიოს. ასე რომ, გახსოვდეთ: საღეჭი რეზინი ჭამის შემდეგ და არაუმეტეს 15 წუთისა ღეჭეთ!

85aad664ec38

6f1c73c4b41a

b42460d72b85

9811cbdcb7c4

წყარო : ჟურნალი სარკე

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button