საკითხავისასარგებლო

დღის მოვლენები – 8 დეკემბერი

    09125be1b0d9

8 დეკემბერი არის გრიგორიანული კალენდრის 342-ე დღე (ნაკიან წლებში – 343-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 23 დღე.

დღის მოვლენები:

1609 : ევროპაში მეორე საჯარო ბიბლიოთეკა ამბროსიანას სამკითხველო გაიხსნა მილანში.
1854 : პაპი პიუს IX აქვეყნებს დოგმას უმწიკვლო ჩასახვის შესახებ, რომლის მიხდევით ქალწული მარიამი საწყისი ცოდვის გარეშე დაიბადა.
1907 : გუსტავ V შვედეთის მეფედ აკურთხეს.
1925 : ადოლფ ჰიტლერმა გამოაქვეყნა წიგნი “ჩემი ბრძოლა” (Mein Kampf).
1941 : მეორე მსოფლიო ომი – იაპონელთა მიერ პერლ ჰარბორზე იერიშის მიტანის გამო აშშ-ის კონგრესი იღებს დეკლარაციას იაპონიისთვის ომის გამოცხადებაზე.
1941 : მეორე მსოფლიო ომი – ჩინეთის რესპუბლიკა ოფიციალურად ომს უცხადებს იაპონიას, პერლ ჰარბორზე თავდასხმის შემდეგ.
1941 : ჰონკონგის ბრძოლა – პერლ ჰარბორზე თავდასხმიდან 8 საათში იაპონია ბრიტანეთის სამეფოს კოლონია ჰონკონგში იჭრება.
1941 : ჰოლოკოსტი – სასჯელის სისრულეში მოყვანისთვის ნაცისტებმა პირველად გამოიყენესგაზის კამერა ჩელმნოს გამანადგურებელ ბანაკში ლოძთან, პოლონეთი.
1949 : ჩინეთის სამოქალაქო ომი – ჩინეთის რესპუბლიკის დედაქალაქი ნანკინიდან ტაიპეიში (ტაივანი) იქნა გადატანილი.
1976 : ჯგუფი Eagles უშვებს ალბომს Hotel California.
1980 : ჯონ ლენონი მოკლულ იქნა მარკ დევიდ ჩაპმანის მიერ გასროლილი ტყვიით დაკოტას შენობასთან ნიუ-იორკში.
1991 : რუსეთის, ბელარუსისა და უკრაინის ლიდერები ხელს აწერენ შეთანხმებას, რომელიც აუქმებს საბჭოთა კავშირს და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობას აყალიბებს.
1993 : ჩრდილოეთ ამერიკის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება შევიდა ძალაში აშშ-ის პრეზიდენტი ბილ კლინტონის ხელმოწერით.

ამ დღეს დაბადებულნი:

ძვ. წ. 65 : ჰორაციუსი – რომაელი პოეტი.
1868 : ტოკუტომი როკა – იაპონელი მწერალი (გ.1927)
1886 : რივერა, დიეგო – მექსიკელი ფერმწერი (გ.1957)
1926 : ჩხეიძე, რევაზ – ქართველი კინორეჟისორი
1926 : ჯაყელი, გაიოზ – ქართველი ინჟინერი
1943 : მორისონი, ჯიმ – ამერიკელი მუსიკოსი (Doors) (გ.1971)
1953 : ბესინჯერი, კიმ – ამერიკელი მსახიობი
1966 : ო’კონორი, შინეიდ – ირლანდიელი მუსიკოსი

ამ დღეს გარდაცვლილნი:

899 : არნულფი – საღვთო რომის იმპერატორი.
1914 : შპეე, მაქსიმილიან ფონ – გერმანელი ვიცე-ადმირალი.
1942 : კანი, ალბერტ – ამერიკელი არქიტექტორი.
1977 : ბაქრაძე, დავით – საბჭოთა კავშირის გმირი
1978 : მეირი, გოლდა – ისრაელის პრემიერ-მინისტრი
1980 : ლენონი, ჯონ – ბრიტანელი მუსიკოსი, მომღერალი, მწერალი (დ. 1940)
1994 : ჟობიმი, ტომ – ბრაზილიელი კომპოზიტორი (დ. 1927)
2003 : გონზალესი, რუბენ – კუბელი პიანისტი (Buena Vista Social Club)

დღესასწაულები:

მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
კლიმენტი – რომის პაპი
პეტრე – ალექსანდრიელი მთავარეპისკოპოსი
პეტრე მდუმარე
აგრეთვე:
ბულგარეთი – სტუდენტის დღე
იტალია – მილანში ოპერის სეზონი იხსნება
მალტა – სახალხო დღესასწაული
რუმინეთი – კონსტიტუციის დღე
პანამა – დედის დღე

Back to top button