ეროვნული სტადიონი
ალბათ საინტერესო იქნება პატარა ესკურსი ეროვნული სტადიონის გარშემო
გია და არჩილ ქურდიანების ოჯახური არქიტექტურული დინასტიის დამაარსებელი 1898 წელს იყო გამოჩენილი ხუროთმოძღვარი და ინჟინერი გრიგოლ /გიგო/ ქურდიანი.
1929 წელს გიგოს ვაჟი, არჩილ ქურდიანი თავის მომავალ მეუღლე ქეთევანთან ერთად ამთავრებს თბილისის პოლიტექნიკურ ინსტიტუტს. ეს ორი ადამიანი იყო პირველი საქართველოში დიპლომირებული არქიტექტორები.
1936 წელს, ქალაქ თბილისში გაიხსნა ახლად აშენებული “დინამო”-ს სტადიონი 23 000 მაყურებელზე.
ამ ობიექტის ავტორი იყო არქიტექტორი არჩილ ქურდიანი /უფროსი/.
1956 წელს მისი ავტორობითვე მოხდა სტადიონის რეკონსტრუქცია და დამატებული იქნა ლითონის კონსტრუქციები, რამაც საშუალება მისცა მაყურებელთა რაოდენობა გაზრდილიყო 36 000 – მდე.
1976 წლის 26 სექტემბერს საზეიმო ვითარებაში გაიხსნა ახლად რეკონსტრუირებული “დინამო”-ს სტადიონი. ავტორმა, არქიტექტორმა არჩილ ქურდიანი /უფროსმა/, ავტორმა და პროექტის მთავარმა არქიტექტორმა გია ქურდიანმა და ავტორმა კონსტრუქტორმა შალვა გაზაშვილმა, თავიანთი პროექტის მიხედვით მაყურებელთა რაოდენობა გაზარდეს 75 000 – მდე.
მოხერხდა 1936 წლის სტადიონის შენობის ნაწილობრივი შენარჩუნება, მაგრამ ამავე დროს დაპროექტდა და განხორციელდა ნატურაში სერიოზული არქიტექტურულ – კონსტრუქციული ნაგებობა.
ესეც მისი გენერალური გეგმა
იმის ნახევარს, რომ ვთამაშობდეთ როგორი სტადიონიც გვაქვს ალბათ კარგი იქნებოდა :(