არქივი

პირველი ოლიმპიური თამაშები

5db4ee25bef3

წინა პოსტში ვისაუბრე ზევსის კულტზე,ზევსის ქანდაკებაზე და ტაძარზე.ნახსენები მქონდა ოლიმპიური თამაშები,რომელიც ზევსის ქრონოსზე გამარჯვების აღსანიშნავად დაკანონდა და ამ თემაზე პოსტში გავაგრძელებ საუბარს.

ოლიმპიურმა თამაშებმა ელადის ახალი ისტორიული ეტაპის დასაწყისი აღნიშნეს.პირველი ოლიმპიური თამაშების თარიღი–ძვ.წ 776 წელი ერთ-ერთი უძველესი სარწმუნო თარიღია საბერძნეთის ისტორიაში.ეს იყო საერთო ბერძნული დღესასწაული,მასში მონაწილეობდა მთელი საბერძნეთის მოსახლეობა(მატერიკული საბერძნეთის,მცირე აზიის,სამხრეთ იტალიის,ჩრდილო აფრიკის,მაკედონიის).

3b6dd740fe1a

ხუთი დღის განმავლობაში გრძელდენოდა ოლიმპიის მიწაზე საზეიმო მსვლელობა, მსხვერპლის შეწირვა, ღვთისმსახურება, სპორტული შეჯიბრებები, აქ მოდიოდნენ არამარტო ახალგაზრდა ათლეტები თავისი ძალების სასინჯად, არამედ პოლიტიკოსები,ცნობილი მეცნიერები,პოეტები და მუსიკოსები. ყველა ბერძნულ პოლისს სურდა აეგო თავისი “საგანძური” ოლიმპიაში.ეს იყო სამლოცველოები,სადაც გვროვდებოდა ზევსისადმი მიძღვნილი ძვირფასი განძეული.ყოველი ბერძენის ღირსების საქმე იყო წვლილის ზევსის წმინდა სამყოფელის განდიდებაში.არსებობს უამრავი ცნობა ზევსისადმი მირთმეული აურაცხელი ძღვენის შესახებ.შესაწირად მიჰქონდათ როგორც ოქრო-ვერცხლი,ასევე ძვირფასი ლითონების მხატვრული ნაკეთობანი.განსაკუთრებით მდიდარი შესაწირავი იყო ხოლმე საბრძოლო წარმატებებისა და გამარჯვებით დამთავრებული ლაშქრობის შემდეგ.ცნობილია,რომ ერთმა მხედართმთავარმა ზევსს თავისი ნადავლიდან 101 ოქროს ფარი მიართვა.ფარები გამოფინეს ზევსის ტაძრის კედლებზე.ამ დროს შეიქმნა ოლიმპიის არქიტექტურული ანსამბლი.წმინდა ნაკვეთს ქვის გალავანი ჰქონდა შემორტყმული,ხუთი შესასვლელით; მთავარი სამხრეთის კარიბჭე იყო,საიდანაც იწყებოდა საზეიმო პროცესია,ცალ-ცალკე შესასვლელებით შედიოდნენ ზეიმის მონაწილენი სტადიონზე,გიმნასიუმში და იპოდომზე.მეხუთე კარიბჭე განკუთვნილი იყო ქურუმებისა და ოლიმპიური ზეიმის მესვეურთათვის.აქვე იყო სტადიონი,რომელიც 20 000 მაყურებელს იტევდა.

საოცარი სანახავი იყო ოლიმპია ზევსის პატივსაცემად გამართული საზეიმო თამაშების დროს.ზაფხულის მზის მცხუნვარება არ აკავებდა მთელი ბერძნული სამყაროდან მომავალ ელინებს.მოდიოდნენ ცხენებით,ეტლებით,ფეხით.რაც უფრო შორეული და ძნელად დასაძლევი გზა იყო ზევსის სამყოფელამდე,მით უფრო სასახელო იყო მისი გავლა.რამდენიმე თვით ადრე მოდიოდნენ ოლიმპიაში მონაწილეობის მიღების მსურველნი.აქ ყველა პირობა იყო შექმნილი ათლეტების სავარჯოშოდ და დასასვენებლად,აგებული იყო სავარჯიშო დარბაზი-გიმნასიუმი,აუზები,თერმები(აბანოები).წინასწარ დგებოდა მონაწილეთა სიები.ძველი ტრადიციის მიხედვით ელადის საპატიო მოქალაქეთაგან ირჩევდნენ ოლიმპიური თამაშები მსაჯებს-ელანოდიკებს.ქალებს სასტიკად ეკრძალებოდათ მონაქილეობა ილომპიურ თამაშებში.

ოლიმპიის მოედნებზე გამოდიოდნენ საბერძნეთის ცნობილი ორატორები,მათ გარშემო სმენად გადაქცეული ხალხი იკრიბებოდა.ცას სწვდებოდა საკურთხევლებზე დანთებული წმინდა ცეცეხლის კვამლი.თამაშების დაწყების წინ ათლეტები ფიცს სდებდნენ ზევსის ქანდაკების წინაშე.ზევსს ხელში ელვა ეპყრა ნიშნად იმისა,რომ ფიცის გამტეხი უწყალოდ დაისჯებოდა.შეჯობრების მონაწილენი სიტყვას აძლევდნენ ზევსს,რომ პატიოსან ბრძოლაში მოიპოვებდნენ გამარჯვებას და არ გამოიყენებდნენ დაუშვებელ ხერხებს.ფიცს დებდნენ ელანოდიკებიც.
d135b7e1ae15

შეჯიბრება იწყებოდა მოკლე მანძილზე სირბილით.დისტანცია უდრიდა ერთ სტადიუმს-183 მეტრს,
87921c1d9baf

შემდეგ ტარდებოდა ხტომები,ბადროსა და შუბის ტყორცნა.
5ecf849641fa

fb4bcbb7b5a6

718ee5a27fde

d40cb5a6c590

განსაკუთრებით ბევრს მაყურებელს იკრებდნენ მოჭიდავეები.დიდი პოპულარობით სარგებლობდა ოლიმპიურ თამაშებზე მუშტი-კრივი.ბერძნები მას თვლიდნენ სპორტის ყველაზე ძველ სახეობად,რადგან ლეგენდის თანახმად,უხსოვარ დროს აპოლონი შეეჭიდა ომის ღმერთს არესს კრივში და დაამარცხა იგი.მოკრივეებს ხელებზე ტყავის სალტეები ჰქონდათ შემოხვეული ხელების დასაცავად და დარტყმის გასაძლიერებლად.უფრო მოგვიანებით შემოიღეს “პანკრატიასი”- ჭიდაობისა და კრივის თავისებური შერწყმა.ათლეტები ამ სახეობაშჳ გამოდიოდნენ თავდასაცავი საშუალებების გარეშე.ეს იყო სასტიკი ბრძოლა,რომლის დროსაც მონაწილეები ხშირად მძიმედ შავდებოდნენ.

84709749fa3a

43c40fd1b8a9

ყველაზე მეტ მაყურებელს იკრებდა ეტლებით რბოლა.იპოდრომი ვერ იტევდა ამ სანახაობის ყველა მოყვარულს. ოთხცხენშებმული ეტლების მართვას უდიდესი ოსტატობა და გამბედაობა სჭირდებოდა.საყვირის ხმაზე ადგილს მოსწყდებოდნენ ცეცხლოვანი რაშები,მსუბუქი ეტლები დიდი ძალით მიჰქროდნენ იპოდრომის ბილიკებზე,იპოდრომის ბილიკის ბოლოს იდგა მრგვალი საკურთხეველი,რომელთანაც უნდა შემობრუნებულიყვნენ ცხენები.სწორედ აქ იყო ყველაზე სახიფათო ადგილი.ამ სვეტის შემოვლა ქარივით გაჭენებული ცხენებისათვის მეტად რთული ამოცანა იყო და მეეტლეთა უმრავლესობისთვის ოლიმპიური თამაშები სწორედ აქ თავდებოდა.საკურთხევლის გარშემო იზრდებოდა დამტვრეულ ეტლთა გროვა,მძიმედ შავდებოდნენ მეეტლეები,იყო შემთხვევები ,როდესაც ორმოცი მონაწილიდან მხოლოდ ერთიღა აღწევდა ფინიშამდე.

c493621d300c

68ce6a5cc360

d671b69a8816

ოლიმპიური თამაშების დასკვნითი სახეობა იყო მძიმედ შიეარაღებულ მეომართა-ჰოპლიტების სირბილი.ლითონის აბჯრებითა და საწვივეებით შემოსილი,მძიმე ფარებით აღჭურვილი მუზარადიანი მეომრები გარბოდნენ ირო სტადიუმის მანძილზე.ეს იყო ელინთა ძლევამოსილების,მათი მუდმივი საბრძოლო მზადყოფნის,ფიზიკური სრულყოფილების დემონსტრაცია.

7b5913b801ae

c278afec000a

ca27717e4ea7

თავდებოდა ოლიმპიური თამაშების პროგრამით გათვალისწინებული შეჯიბრებები,დგებოდა გამარჯვებულთა დაჯილდოების ჟამი.ზევსის ტაძრის გვერდით ამოზრდილი ზეთისხილის ხიდან ოქროს ცულით მოჭრილი ტოტებისგან გაკეთებული გვირგვინებით ამკობდნენ ელანოდიკები გამარჯვებულებს.

32081d83d700

e9cd5cf101b1

2855c1fb8c56

ფლეიტების მელოდიის თანხლებით ხალხმრავალი პროცესია მიემართებოდა ოლიმპიის დაჩრდილული ხეივნებით.მათ წინ მიუძღოდნენ თეთრ,ქათქათა ჰიმატიონებით მოსილი ელანოდიკები,მათ მიჰყვებოდნენ ოლიმპიონიკები ქურურმების თანხლებით.შემდეგ-ყვავილებით შემკული ეტლები,ლამაზად შეკაზმული ცხენებით.გასიმოდა აღტაცებისა და მისალმების შეძახილები.ოლიმპიელი ზევსის სადიდებელი დღესასწაული თავდებოდა.ცარიელდებოდა ალტისის ჭალები,მონაწილენი ტოვებდნენ ოლიმპიას და დიდი ზევსის საბრძანებელში კვლავ ოთხი წლით სიმშვიდე და იდუმალება ისადგურებდა.საუკუნეთა წიაღსი დაიკარგა ზევსის კულტის მსახურების უძველესი ტრადიცია,მივიწყებულ იქნა ელინთა წეს-ჩვეულებები.მხოლოდ გასული საუკუნის დასასრულს კვლავ გაცოცხლდა ოლიმპიური თამაშების იდეა.ინიციატორი იყო ფრანგი საზოგადო მოღვაწე,ისტორიკოსი და ლიტერატორი ბარონი პიერ დე კუბერტენი.პირველას მან ეს იდეა საჯაროდ მოახსენა საზოგადოებას 1892 წელს პარიზის სორბონის უნივერსიტეტში.ორი წლის შემდეგ საერთაშორისო კონგრესზე გადაწყდა ოლიმპიური თამაშების ტრადიციის აღორძინება.დაადგინეს ახალი დროსი ოლიმპიური თამაშები ჩატარებულიყო 1896 წელს ათენში.ელადის უძველეს მიწაზე დასაბამი დადედო ჩვენი ეპოქის ოლიმპიურ თამაშებს.დამკვიდრდა ტრადიცია-ოლიმპიური ჩირაღდანი ინთება ოლიმპოს მიწაზე მზის სხივით.აქედან იქყება ოლიმპიური ჩირაღდნის შორეული მოგზაურობა ჯერ ათენისკენ,შემდეგ კი პირეოსოს ნავსადგურიდან მორიგი ოლიმპიური თამაშების ქვეყანაში.მშვიდობის ოლიმპიური ჩირაღდანი გადაივლის კონტინენტებს,ქვეყნებს და მიაღწევს საბოლოო პუნქტს,სადაც მისგან ანთებული ცეცხლი კაცობრიობას აუწყებს ამ დღესასწაულის დაწყებას.

c3cdfe977f39

5c213a74b8ec

343240566ff1

12c9a41c7e80

lel s

i live in tbilisi,i'm 21 years old and study at ilia state university

მსგავსი ამბები

Back to top button