გართობაკულტურა

აგენტის საოცარი ისტორია

e985757f7c25
რასაც ამ პოსტში წაიკითხავთ, ალბათ კინო გეგონებათ, თუმცა ეს ნამდვილი ამბავია ალექსანდრე ჩხეიძის შესრულებით. საღოლ ქართველებს მოკლედ რა აგენტები გვყოლია

1965 წლის 4 ივლისს, ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილ ზეიმზე, ნიუ-იორკის სასტუმრო „ჰილტონის“ საბანკეტო დარბაზში 51 წლის წარმოსადეგი მამაკაცი „ეფბეერის„ აგენტებმა დააპატიმრეს. მამაკაცი სწორედ იმ დროს დააკავეს, როცა 34 წლის მომხიბვლელი ლინდა ქეროლთან ვალსს ცეკვავდა. ქეროლი სახელმწიფო დეპარტამენტის საიდუმლო განყოფილებაში მუშაობდა და „ეფბეერი“ მას უთვალთვალებდა. რადგან ქალი შპიონაჟში იყო ეჭვმიტანილი, ფედერალები ვარაუდობდნენ, რომ საიდუმლო დოკუმენტებს იპარავდა და მოწინააღმდეგეს აწვდიდა. დაპატიმრების მომენტში, ანუ ცეკვისას, ქეროლი მამაკაცს ლითონის მინი კონტეინერს გადასცემდა ხელიდან ხელში, რომელშიც სახდეპარტამენტის საიდუმლო დოკუმენტების მიკროფირი იყო მოთავსებული. დაპატიმრებულები „ეფბეერის„ განყოფილებაში მიიყვანეს. წყვილი შპიონაჟში ამხილეს. თუმცა, დაპატიმრებულ მამაკაცს არანაირი პირადობის დამადასტურებელი საბუთი არ აღმოაჩნდა და როდესაც ვინაობა ჰკითხეს, თქვა, რომ რაიმონდ კერესი იყო. თუმცა, არც თავისი საცხოვრებელი დაუსახელებია, არც ეროვნება და არც პროფესია.

„პრომეთე“

„ეფბეერის“ მთელი კოლექტივის ძალისხმევის მიუხედავად, ქეროლთან ერთად დაკავებულმა მამაკაცმა თქვა, რომ 51 წლის იყო, ყოველგვარ შპიონაჟს უარყოფდა და აცხადებდა, რომ კომერსანტია და საცხოვრებელი ადგილის გამოცვლა ხშირად უხდება. ქეროლის ჩვენებას კი, სადაც ქალი ამბობდა, რომ კერესმა მას საიდუმლო დოკუმენტებში 5 ათასი დოლარი გადაუხადა, პროვოკაციას უწოდებდა. მიუხედავად იმისა, რომ კერესი საბჭოთა ჯაშუშად მიაჩნდათ, ამერიკელმა ფედერალებმა ვერც მისი ეროვნება დაადგინეს. დაპატიმრებული მამაკაცი თავს ამერიკელად აცხადებდა, რვა უცხო ენაზე უაქცენტოდ საუბრობდა და პატიმრობიდან გათავისუფლებას ითხოვდა. დაპატიმრებული მამაკაცი კერესის გვარით გაასამართლეს და 40 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. სინამდვილეში, რაიმონდ კერესი საბჭოთა მზვერავი, 51 წლის ალექსანდრე ჩხეიძე იყო, რომელსაც ცენტრში „პრომეთეს“ ფსევდონიმით იცნობდნენ. „პრომეთე“, 25 წლიდან უცხოეთში მუშაობდა და სხვადასხვა ქვეყნებიდან საბჭოთა დაზვერვას უძვირფასეს ინფორმაციებს აწვდიდა.

„პრომეთეს“ ჩავარდნის ამბავი მეორე დღესვე შეიტყვეს ლუბიანკაზე. თუმცა, საბჭოთა დაზვერვის ცენტრში არაფერი იცოდნენ იმის შესახებ, თუ რა ჩვენებას იძლეოდა ჩხეიძე. არადა, ის უამრავ ინფორმაციას ფლობდა საბჭოთა აგენტურის შესახებ, როგორც ამერიკის კონტინენტზე, ასევე ევროპაშიც და მის აღიარებით ჩვენებებს დიდი ზიანის მოტანა შეეძლო საბჭოთა დაზვერვისთვის. როდესაც ამერიკულ პრესაში დაიწერა, რომ „ეფბეერმა„ რაიმონდ კერესი დააპატიმრა და ლუბიანკაზე შეიტყვეს, რომ „პრომეთემ“ თავის ვინაობად რაიმონდ კერესი დაასახელა, ყველაფერი თავის ადგილზე დადგა. ამ ფაქტს საბჭოთა დაზვერვაში სიხარულით შეხვდნენ. ამით „პრომეთემ“ ცენტრს გააგებინა, რომ დუმდა, ამერიკელებს არაფერს ატყობინებდა და ცენტრში სერიოზულად დაფაცურდნენ. თუმცა, „პრომეთე„ ქალაქ მემფისის განსაკუთრებული რეჟიმის ციხეში იყო გამომწყვდეული.

86bbf47d1eca
გაქცევა

საბჭოთა დაზვერვის ისტორიაში „პრომეთე„ ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი და პატივსაცემი მზვერავი იყო. ჩხეიძე ერთ-ერთი მათგანი იყო, ვინც მოსკოვს შეატყობინა, რომ თეირანის კონფერენციის დროს ფაშისტები სტალინის, ჩერჩილისა და რუზველტის ლიკვიდაციას აპირებდნენ… ყველა ამ ფაქტიდან გამომდინარე და რაც მთავარია, იმის გამო, რომ „პრომეთე„ ერთგული აღმოჩნდა, საბჭოთა დაზვერვა ყველა საშუალებას მიმართავდა ჩხეიძის ტყვეობიდან გამოსახსნელად. თუმცა, უშედეგოდ და მან 5 წელი გაატარა ამ საშინელ ციხეში. ბოლოს, საბჭოთა დაზვერვის სპეცოპერაციების სამმართველოში საკმაოდ სარისკო გეგმა შეიმუშავეს. გეგმა 8 თვე მზადდებოდა და საბოლოოდ, „პრომეთეს“ გაქცევით დასრულდა. საბჭოთა დაზვერვის 4 აგენტი, რომელიც ამერიკაში სპეციალური მისიით იყვნენ შეგზავნილები, მდინარე მისისიპის მარცხენა პირიდან 8 თვე თხრიდნენ 600-მეტრიან გვირაბს მემფისის კლდოვან გრუნტში და ეს ხვრელი მემფისის ციხის სასეირნო ეზოს აღმოსავლეთ კედელთან სრულდებოდა. ამრიგად, 1970 წლის 4 ივლისს, ანუ, ზუსტად 5 წლის მერე „პრომეთეს“ დაპატიმრებიდან ციხის დახურულ ეზოში გამოყვანილი პატიმრების თვალწინ, გვირაბიდან მოულოდნელად ამომძვრალმა ოთხმა საბჭოთა აგენტმა ოთხი ციხის დარაჯი რეზინის ტყვიებით გაანეიტრალეს. შემდეგ, „პრომეთესთან“ ერთად გვირაბში გაუჩინარდნენ და 3 წუთში უკვე მდინარე მისისიპის ფსკერზე დამაგრებულ, სპეციალურ მინი წყალქვეშა მოწყობილობაში ისხდნენ, რომელმაც ხუთივე საბჭოელი დიდი სისწრაფით მოაშორა იქაურობას… „პრომეთე“ ჯერ კუბაზე, იქიდან კი მოსკოვში ჩაიყვანეს. ალექსანდრე ჩხეიძე უშიშროების აკადემიის ლექტორი გახდა და საბჭოთა მზვერავებს ამზადებდა.

მსგავსი ამბები

Back to top button