კულტურაუცნაური

უკვდავება ბიოკიბერნეტიკით

Photobucket

უკვდავება ბიოკიბერნეტიკით …

ამერიკის შეერთებული შტატების მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, უკრაინელმა კონსტანტინე რასინმა გამოიგონა ადამიანის უკვდავების მეთოდი, რომელიც ატომის ბირთვის მისეულ თეორიას ეფუძნება.

რასინმა წარმოადგინა ტექნოლოგიური პატენტი ადამიანის ტვინის ბიოკიბერნეტიკის დარგში, რომელიც, გამომგონებლის სიტყვებით, საშუალებას მოგვცემს, ჩავატაროთ ტვინის ცალკეული განყოფილების ფუნქციების პროთეზირება. სწავლული არ გამორიცხავს, რომ ამ ტექნოლოგიის საფუძველზე შესაძლებლობა გვექნება, შევქმნათ ელექტრონული მოწყობილობა – თავისებური „სულის მიმღები“, რომელშიც შეიძლება გადავნერგოთ მომაკვდავი ადამიანის პიროვნება. ახლა ბრისტოლის ორ უნივერსიტეტში მიმდინარეობს რობოტ-ანდროიდების დამუშავება და კონსტრუირება, რომლებსაც რეალური ადამიანის სხეულისგან ვერ გაარჩევთ. ასე რომ, ამ სულებისთვის სხეულიც გვექნება. რასინმა განმარტა, რომ ეს არ იქნება „ზომბის“ მსგავსი რამ, არამედ დამოუკიდებელი, მოაზროვნე პიროვნება, რომლის ტვინიც გადანერგეს. ადამიანის ტვინის ბიოკიბერნეტიკა – ეს სრულიად ახალი მეცნიერებაა, რომელიც დაფუძნებულია მის მიერ დამუშავებული ატომის ბირთვის აგებულების ახალ თეორიაზე. მისი ჰიპოთეზა კარდინალურად განსხვავდება რეზერფორდ-ბორის ატომის აგებულების თეორიისგან. კერძოდ, რასინის თეორიის თანახმად, ატომი შედგება არა პროტონების, ნეიტრონებისა და დამუხტული ელექტრონებისგან, არამედ მთლიანი სუბსტანციაა. „რეალურად, ატომის ბირთვი შედგება პლაზმის ნაკადისგან, რომელიც მოძრაობს განსაზღვრული სიხშირით განსაზღვრულ ტრაექტორიებზე, სამგანზომილებიანი სივრცის პრინციპების შესაბამისად“, – ხაზი გაუსვა მან და აღნიშნა, რომ ხარკოვის ფიზიკო-ტექნიკურ ინსტიტუტში აჩვენეს ატომის პირველი უნიკალური ფოტოგრაფია, რომელიც ფაქტობრივად, ადასტურებს ატომის აგებულების მისეულ თეორიას. ეს ფართო პერსპექტივებს შლის სხვადასხვა დარგში – ლაპარაკია, პრინციპულად ახალ ძრავებზე და ენერგიის მიღების ახალ სისტემებზე.

წყარო – ჟურნალი “თბილისელები”

Back to top button