იცით თუ არა, რომ…
1. დედამიწის ზურგზე ყველაზე მაღალ მთას 2 სახელი აქვს, ერთი _ ”ჯომოლუნგმა”, რომელიც ნეაპოლურ დიალექტზე ”სულების სამფლობელოს” ნიშნავს; ხოლო სახელი ”ევერესტი” მას ინგლისელი ჯონ ევერესტის საპატივცემულოდ შეარქვეს.სწორედ მან დაადგინა, რომ იგი დედამიწის ზურგზე ყველაზე მაღალი მთაა.
2. გერმანელმა ფილოსოფოსმა ფრიდრიხ ნიცშემ თავისი ცხოვრების უკანასკნელი 11 წელი საგიჟეთში გაატარა.ამასთან იგი ვაჟიშვილად გარდაიცვალა.
3. გადმოცემა იმის შესახებ , რომ შაჰ აბასის ბებია ქართველი იყო, ისტორიკოსთა მიერ დამტკიცებული არაა, მაგრამ დანამდვილებით ცნობილია, რომ მას ჰარამხანაში 4 ქართველი ცოლი ყავდა.
4. ინგლისელ პოეტს ჯორჯ გორდონ ბაირონს სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა საკუთარ დასთან.
5. ნილ ამსტრონგს, პირველ ადამიანს, რომელმაც მთვარეზე შედგა ფეხი, სერიოზული ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა და დიდი დრო ფსიქიატრიულ კლინიკაში გაატარა.
6. მსოფლიოში ყველაზე უფრო წყალუხვი მდინარეა ამაზონი. ყოველ წელიწადს მას ატლანტიკის ოკეანეში ჩააქვს შავი ზღვისოდენი წყალი.
7. ძვ.ეგვიპტეში ფარაონ ჯოსერის საფეხურებიანი პირამიდის არქიტექტორი იმჰოტეპი ღმერთად იქნა შერაცხული.
8. დედამიწის ზურგზე ყველაზე დიდი თევზი ვეშაპისებრი ზვიგენია.იგი სიგრძეში 15-17 მეტრს აღწევს.
9. ჯოაკინო როსინის უთქვამს: მე ცხოვრებაში მხოლოდ 3-ჯერ ვიტირე – პირველად, როცა ჩემს ოპერას დაუსტვინეს; მეორედ, როცა შემწვარი ინდაური ტბაში ჩამივარდა; ხოლო მესამედ, როცა პაგანინის მოვუსმინე.
10 რომის წმინდა პეტრეს ტაძრის პროექტი დონატო ბრამენტეს და სანდრო ბოტიჩელს ეკუთვნით, ხოლო გუმბათი რაფაელმა დააპროექტა.
11. დედამიწის ზურგზე ყველაზე უფრო დაბალი ადგილია მკვდარი ზღვის სანაპირო (ისრაელი) ეს ადგილი ზღვის დონეზე 402 მეტრით უფრო დაბლაა.
12. თომას ალვა ედისონს, ცნობილ გამომგონებელს, სახლის ჭიშკარი ისე ჰქონდა მოწყობილი, რომ ყოველი გაღებისას იგი 5 ლიტრ წყალს ქაჩავდა ავზში.
13. მსოფლიოში ყველაზე ადვილი შესასწავლია მაორის ტომის ენა: ამ ენაში სულ 50 სიტყვაა :)
14. იაპონელებმა გამოიგონეს ოთხკუთხედი საზამთროს ჯიში, რომელიც სპეციალურად შორი ტრანსპორტირებისათვისაა გამიზნული. (კარგად ლაგდება ყუთებში :)
15.1984 წელს ფრედი მერკური ჰკითხეს : ,,ვინ არის მსოფლიოში ყველა დროის საუკეთესო ჯგუფი? ”- ”რა თქმა უნდა Queen”, ”კი მაგრამ ბითლები?, მოიცათ თქვენ ადამიანებზე მკითხეთ თუ ღმერთებზე”-იყო პასუხი.
16. ლას-ვეგასის ერთ-ერთი სასტუმროს კედელზე აწერია : ” ამ მომენტში დედამიწის ზურგზე 13 მილიონი ადამიანი დაკავებულია სექსით, 20 მილიონი ჭამს ან სვამს, 28 მილიონი ტელევიზორს უყურებს, 17.5 მილიონი თამაშობს რაიმე აზარტულს და მხოლოდ შენ ერთი იდიოტი დგახარ და კითხულობ ამ ტექსტს.
17. ჰაკერები ამბობენ : ოპერატიული სისტემა Windows პრეზერვატივითაა,იგი არავის მოსწონს, მაგრამ ყველა მას იყენებს.