არქივი

როზალინა ლომბარდო

caf642befd8c

როზალინას სხეულმა პალერმოში მიწის ქვეშ პატარა ხის სასახლეში 90 წელი გაატარა, მან დღემდე შეინარჩუნა ისეთი გამომეტყველება, როგორიც 1920 წელს ჰქონდა, როცა ორი წლისა ბრონქიალური ინფექციისგან გარდაიცვალა.

როზალინა იქ არ არის მარტო, ნესტიან კატაკომბებში 8000-მდე გვამია. მათი უმეტესობა ოთხი საუკუნისაა. როზალინა ერთ-ერთი უკანასკნელთაგანი იყო, ვინც ამ უცნაურ განსასვენებელ ადგილას მოხვდა. ყველაზე პირველი და უძველესი გვამი არის ბერ სილვესტრე გუბიოსი, რომელიც 1599 წელს გარდაიცვალა და 411 წლისა.

ყველაფერი XVI საუკუნიდან იწყება, როდესაც ბერებს სურდათ სასაფლაოს გაზრდა. მათ დაიწყეს მის ქვემოთ აკლდამების ამოთხრა და აღმოაჩინეს, რომ აკლდამების სიგრილისა და ფორებიანი კირქვის კომბინაცია სხეულებს არ ხრწნიდა, არამედ, აშრობდა.

ce7268226700

კატაკომბები ნაწილებად არის დაყოფილი. ერთი კედელი ეთმობა ქალებს, მეორე ნაწილი კი – კაცებს. არის პროფესიების სექცია, სადაც არიან ექიმები, მასწავლებლები, ადვოკატები, ჯარისკაცები, ყველანი შესაბამის ტანსაცმლით შემოსილნი; ასევე – ბავშვთა სექცია, ბერების, მონაზვნების…

ce2ef90e0fa7

ახლადგარდაცვლილებს ტანზე ხდიდნენ და აწვენდნენ სპეციალურ პალატებში, სადაც 7-8 თვის განმავლობაში სხეული მთლიანად შრებოდა, მას ძმარში ავლებდნენ, ისევ აცმევდნენ და შემდეგ ან კედლებზე აკრავდნენ ან კიდევ კუბოში ასვენებდნენ, რაც მათი ოჯახის წევრების სურვილზე იყო დამოკიდებული.

d81939186715

ცოტა მოგვიანებით შენახვის უფრო რთული სისტემა მიიღეს ქიმიური ინექციების გამოყენებით. როზალინა ერთ-ერთი მათგანი იყო, რომელზეც ბალზამირების პროცესმა იმდენად წარმატებულად ჩაიარა, რომ ათწლეულების განმავლობაში იქ მცხოვრებ ადამიანებს ეგონათ, რომ გოგონა თოჯინა იყო.
რენტგენის სურათები აჩვენებს, რომ გოგონას პატარა სხეულში ყველა ორგანო საოცრად დაუზიანებლად არის შენახული.

d3d960508d4d

მსგავსი ამბები

Back to top button