არქივი

10 საშინელი ომი რომლებიც შეიძლება მსოფლიოში დაიწყოს ხვალვე

4858e9d8f2c6
10 საშინელი ომი რომლებიც შეიძლება მსოფლიოში დაიწყოს ხვალვე.

რუსეთ-ჩინეთის ომის ციმბირისთვის
25eab524e11d
ერთ სუპერსახელმწიფოს ცუდი დღეები უდგას, ხოლო მეორე სუპერსახელმწიფო მზადაა დაიპყროს მთელი მსოფლიო. დღეს ჩინეთი და რუსეთი არიან “მსხვილი მოთამაშეები” მთელ აღმოსავლეთზე. ორივე ქვეყანას ჰყავს უზარმაზარი არმია. ორივეს აქვს ატომური იარაღი. ორივენი არიან ექსპანსიონისტები და ორივეს აქვს პრეტენზია ციმბირზე – მცირედ დასახლებულ, მაგრამ რესურსებით მდიდარ ტერიტორიაზე, რომელიც კანადაზე დიდია ზომებში. ციმბირი უკვე დიდიხანია რაც ჩინეთის ინტერესის ობიექტია. ამ ბოლო დროს ჩინეთი აქტიურად ყიდულობს ციმბირის ტერიტორიაზე მიწებს. პეკინი უკვე დღეს აგროვებს და აცხადებს თავის ისტორიულ მოთხოვნებს აღმოსავლეთ ციმბირზე, სადაც ცხოვრობენ ეთნიკურად ჩინელები. მოსკოვისთვის ეს არის ძალზედ დიდი პრობლემა. პოტენციურ რუსულ-ჩინურ ომში ციმბირისთვის აქვს მხოლოდ ორი დასასრული – ან ჩინეთის არმია დაიპყრობს რუსეთის დიდ ნაწილს, ან მოსკოვი დაიწყებს ატომურ ომს. ნებისმიერ შემთხვევაში დაღუპულთა რიცხვი იქნება უზარმაზარი.

ომი ბალტიისთვის
20785769022d
ბოლო დროს ევროპა ძლიერ შეწუხებულია შესაძლო ომით რუსეთთან. ნატო-ს მეთაურის ყოფილი მოადგილის ალექსანდრ რიჩარდ შირეფის სიტყვების თანახმად, ეს არის სრულიად შესაძლო სცენარი. შირეფი ომის მიზეზად ასახელებს რუსეთის უარყოფით დამოკიდებულებას ემეზობლებოდეს ნატოს წევრ ქვეყნებს. ბრიტანელი გენერლის აზრით, უკვე 2017 წელს მოსკოვი გადებს საგზაო კორიდორს უკრაინის გავლით და დაუკავშირებს ყირიმს რუსეთს, ხოლო შემდეგ კი შეიჭრება ბალტიისპირეთის რომელიმე ქვეყანაში. იმის გამო, რომ ესტონეთი, ლატვია და ლიტვა არიან ნატოს წევრი ქვეყნები ყველასათვის გასაგებია თუ რა შედეგებს მოიტანს შესაძლო ომი ნატო-სა და რუსეთს შორის.

ჩრდილოეთ კორეული გაზაფხული
475949f13c3c
ამ ზაფხულს ჩრდილოეთ კორეელი მაღალჩინოსანი დიპლომატი ლონდონში გადავიდა სამხრეთ კორეის მხარეს. ეს არის ამდაგვარი ინციდენტებიდან მხოლოდ უკანასკნელი, რომლებიც მიუთითებენ კიმ ჩენ ინის რეჟიმის კრახზე სულ მალე. კიმი დაუპირისპირდა ძლევამოსილ მოკავშირეებს როგორიცაა ჩინეთი. მას აღარ შეუძლია ქვეყნის ელიტის კომფორტით უზრუნველყოფა. იაფფასიანმა სმარტფონებმა ქვეყნის მოსახლეობას პირველად დაანახა ის თუ რა ხდება დანარჩენ სამყაროში. ამასთან ერთად ქვეყანაში დაიწყება კრიზისი. ამ ყველაფრის შედეგად ჩრდილოეთ კორეაში შესაძლოა მოხდეს რევოლუცია. ხალხი გამოვა ქუჩებში, არმია გაიყოფა დაპირისპირებულ დაჯგუფებებად და ქვეყანაში დადგება ჯოჯოხეთი.

ისლამური სახელმწიფოს პარტიზანული ომი ევროპაში
6f5913954087
მიუხედავად იმისა, რომ ისლამური სახელმწიფო მუდმივად იმყოფება ავიადარტყმების ქვეშ, ეკონომიკა ნადგურდება და ბევრი ქვეყნის არმია გადადის შეტევაზე მათ წინააღმდეგ, ისინი არ შეეგუებიან მარცხს ასე მარტივად. ჯიჰადისტები დაიწყებენ სასიკვდილო პარტიზანულ ომს პირდაპირ ევროპაში. ევროპის დიდი ქვეყნები შეიძლება გადაიქცეს საფლავებად, სადაც ყოველდღე მოხდება გასროლა და აფეთქება. ამგვარი სცენარის შემთხვევაში დაზარალდებიან თავდაპირველად საფრანგეთი და ბელგია, ხოლო შემდეგ გერმანია და დიდი ბრიტანეთი.

საქოქალაქო ომი ვენესუელაში
61f911a6f5a1
კარაკასის ქუჩებში მეფობს უკანონობა. ჩვეულებრივი საყოფაცხოვრებო პროდუქტის ყიდვა შეუძლებელია, რადგან ინფლაცია შეადგენს 500 პროცენტს და მალე მიაღწევს 1600 პროცენტიან ნიშნულს. ქვეყანაში ნორმად იქცა სამოქალაქო პროტესტები, ძალადობა, კორუფცია, პოლიციის სისასტიკე და პარანოიდული მთავრობა, რომელიც უარს ამბობს რაიმეს დანახვაზე. ამ ანარქიის პოტენციური დასასრული შეიძლება იყოს სამოქალაქო ომი. რადგან მადუროს არ სურს მშვიდობიანად წასვლა, მშიერი და მის მიმართ გაბოროტებულმა ხალხმა შეიძლება ხელი მოკიდოს იარაღს, ასევე ვენესუელას ელოდება მასიური დეზარტირებები პოლიციიდან და არმიიდან, მაგრამ გადატრიალება შეიძლება იყოს საუკეთესო გამოსავალი მოცემული სიტუაციიდან. ლათინური ამერიკის ისტორია აჩვენებს, რომ ეს ყველაფერი გამოიწვევს რეპრესიებს და სისხლის ღვრას.

მეორე კულტურული რევოლუცია ჩინეთში
59cd45fb5794
კულტურული რევოლუცია მაო ძედუნის დროს იყო წარმოუდგენლად სასტიკი. დაიღუპა დაახლოებით 1,5 მილიონი ადამიანი. მილიონობით ადამიანი აწამეს და დაამახინჯეს. საყოველთაო კორუფცია, სახალხო უკმაყოფილება და ღალატის გრძნობა გადაიზარდა სასიკვდილო ხოცვა-ჟლეტაში, მაგრამ რა ხდება 2016 წელს, როდესაც ჩინეთი გახდა განვითარებული ქვეყანა. ჩინეთის ისტორიაში ყოფილა უამრავი სახალხო აჯანყება, ხოლო მაომ ხელისუფლება აჯანყების შედეგად ჩაიგდო, რომლის დროსაც დაიღუპა რვა მილიონი ადამიანი, რამდენიმე ათწლეულით ადრე ტაიპინების აჯანყებამ შეიწირა 20-30 მილიონი ადამიანის სიცოცხლე. მიუხედავად დღევანდელი განვითარებისა, ჩინეთში ყოველდღე ხდება 500-მდე საპროტესტო აქცია, თუკი მოულოდნელად მოხდება კიდევ ერთი ფინანსური კრიზისი, მაშინ ჩინეთში დაიწყება კატასტროფული სისხლისღვრა.

ბოსნია №2
237d70778f5c
90-იან წლებში მსოფლიო ხედავდა თუ როგორ იშლებოდა ბოსნია. ეთნიკური წმენდების დროს დაიღუპა 100 000-მდე უდანაუშოლო ადამიანი. 1995 წელს შეიქმნა ორი “სახელმწიფო სახელმწიფოში”: ბოსნია და ჰეცეგოვინა ბოსნიელებისთვის და ხორვატებისთვის და ასევე სერბეთის რესპუბლიკა სერბებისთვის. პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ამგვარი გაყოფაც არასტაბილურია. იმის გამო, რომ ეს რეგიონი დაყვეს ეთნიკური ნიშნების მიხედვით რეგიონში უფრო გაიზარდა დაძაბულობა და შურისძიების გრძნობა. დღეს ყველას საკუთარი ერისთვის სურს საუკეთესო. უმუშევრობა ახალგაზრდებში შეადგენს 60 პროცენტს, რაც ითვლება ყველაზე მაღალ მაჩვენებლად დედამიწაზე. სერბებს და ხორვატებს კვლავაც სურთ დაყოფა. ბოსნიელებს კვლავაც სურთ ერთად ცხოვრება. სერბეთის ლიდერმა ეს დაძაბული სიტუაცია კიდევ უფრო გაამძაფრა. ეთნიკური სერბები ჩაატარებენ რეფერენდუმს, რომ სურთ თუ არა მათ გამოყოფა ბოსნიისგან, შესაძლო შედეგების შედეგად შეიძლება კვლავ დაიწყოს სამოქალაქო ომი ბოსნიაში.

რევოლუცია საუდის არაბეთში
42e1fcacf9d0
“არაბული გაზაფხულის” დროს საუდის არაბეთი გადარჩა. იმ დროს როდესაც თუნისში და ეგვიპტეში დიქტატორები ჩამოაგდეს, ხოლო სირიაში და ლიბიაში დაიწყო სამოქალაქო ომი, სამეფო ოჯახმა საუდის არაბეთში შეინარჩუნა ძალაუფლება. ვაშინგტონის ინსტიტუტის მონაცემების თანახმად საუდის არაბეთში დღევანდელი არსებული პირობები ძალიან ჰგავს პრე-რევოლუციურ პირობებს ეგვიპტეში. ერი მზადაა აფეთქდეს. ნავთობზე ფასების ვარდნამ გამოიწვია ამ ქვეყნის გაბანკროტება, რადგან ამ ქვეყანაში იხარჯება ძალიან დიდი რაოდენობით ფული. უმუშევრობის პროცენტი ახალგაზრდებში გამოვიდა კონტროლიდან, განათლებული ახალგაზრდების სიბრაზის დონე ძალზედ მაღალია, ხოლო ისლამური სახელმწიფოს ბოევიკები მუდმივად უტევენ ამ ქვეყანას. მარტივი წარმოსადგენია თუ რა მოჰყვება ამ ქვეყანაში სამოქალაქო ომს.

ინდო-პაკისტანური ბირთვული ომი
d3b1f230e2c8
2008 წლის ზამთარში დედამიწამ ცალი ფეხი სამარეში შედგა. ამ წელს დაპირისპირება პაკისტანსა და ინდოეთს შორის კინაღამ ბირთვულ ომში გადაიზარდა. საბოლოოდ დიპლომატებმა მოახერხეს კონფლიქტის განეიტრალება, მაგრამ ამ ორ ქვეყანას შორის დაძაბულობის დონე კვლავაც მაღალია. თუკი შემდეგ ჯერზე ყველაფერი სხვანაირად წავა, ამან შეიძლება გამოიწვიოს მსოფლიოს განადგურება. ბირთვული ომი პაკისტანსა და ინდოეთს შორის ნიშნავს იმას, რომ დელი, მუმბაი, კარაჩი და ისლამაბადი დაიწვება ცეცხლის ალში, ხოლო ასობით მილიონი ადამიანი დაიღუპება. ბირთვული ზამთარი გაანადგურებს მთელი აზიის სოფლის მეურნეობას, რაც გამოიწვევს მასიურ შიმშილს და შეფასებებით ეს გამოიწვევს ორი მილიარდი ადამიანის სიკვდილს და ამგვარი კონფლიქტი შეიძლება გამოიწვიოს კაშმირმა – რეგიონმა რომელზეც პრეტენდირებს ორივე ქვეყანა.

სამხრეთ-ჩინეთის ზღვა, ანუ მესამე მსოფლიო ომი
3d6702d1cfd2
ერთადერთი რაც შეიძლება პაკისტანის და ინდოეთის ომზე უარესი იყოს არის ჩინეთის და ამერიკის ომი, განსაკუთრებით თუკი ამ კონფლიქტში ჩათრეულნი იქნებიან ისეთი ქვეყნები როგორებიცაა ფილიპინები, სამხრეთ კორეა, იაპონია და ბევრი სხვა. შეჯახების წერტილი შეიძლება იყოს სამხრეთ-ჩინეთის ზღვა – რეგიონი, რომელიც სავარაუდოდ გამოიწვევს მესამე მსოფლიო ომს. ბოლო წლების განმავლობაში ჩინეთი ზრდის თავის გავლენას ზღვებზე, ძირითადად ეს ხდება პატარა ქვეყნების ხარჯზე, რომლებიც ითვლებიან აშშ-ს მოკავშირეებად. ამერიკამ ამას უპასუხა ოფიციალური გაფრთხილებით, ხოლო ჩინეთმა გამოთქვა ღია მუქარები აშშ-ს მიმართ, თუკი დაპირისპირება გადაიზრდება ომში, მაშინ მსოფლიო დაიღუპება.

მსგავსი ამბები

Back to top button