გასართობისაკითხავისურათები

რომაული კედლის მხატვრობა


ძველ რომში არსებული სახლები ძირითადად პატარა და ბნელი იყო. ზოგ მათგანს ფანჯრებიც კი არ ჰქონდა. ოთახების განათებისა და მეტი სივრცის მისანიჭებლად ისინი კედლის მხატვრობას იყენებდნენ. უფრო კონკრეტულად თუ ვიტყვი, რომაელები იყენებდნენ ფრესკებს. მათი ძრათადი ნაწილი ნაპოვნია პომპეიში და მის შემოგარენ ქალაქებში. ამ ტექნიკებისგან განარჩევენ ოთხ ფორმას.


რომაული კედლის მხატვრობის პირველი ფორმა ცნობილია, როგორც „მარმარილოს სტილი“. კედლები იღებებოდა ისე, თითქოს ისინი დაფარული იყო ფერადი ქვებით ან მარმარილოს ფილებით. ასეთ მხატვრობას მხოლოდ მაღალი კლასის ხალხის სახლებში თუ შევხვდებოდით, რადგან ჩვეულებრივ რომაელებს არ შეეძლოთ ასეთი ძვირადღირებული ტექნიკის გამოყენება.ასევე უნდა აღინიშნოს, რომ კედელზე დახატული ქვები არ იყო ბოლომდე ბრტყელი. მათ მოცულობას ანიჭებდა გარედან შემოვლებული „ჩარჩოები“.

 

მეორე ფორმა ცნობილია, როგორც „ილუზიური“ ან არქიტექტურული“ სტილი. იგი ქვების მხატვრობას ანაცვლებს ბუნების ხედებით. ისინი ქმნიან სამგანზომილებიან ილუზიას, რაც შესაძლებელს ხდის ხელონურად გაზარდოს ოთახის ზომები. თითქოს შეგვიძია ფანჯრებიდან ვუყუროთ გარეთ არსებულ სცენებს. ასევე ამ ტექნიკის სპეციალისტები იყენებდნენ სვეტების მხატვრობას კედლის გასაფორმებლად, რომელიც არქიტექტურული თვალსაზრისით მეტ პერსპექტივას ანიჭებდა კედელს. ასევე ხშირად ასახული იყო სცენები მითოლოგიიდან. ხატავდნენ ყოველდღიურ საგნებს,თაროებს, ვაზებს, მაგიდებს, რათა მეტი რეალისტური აღქმა მიენიჭებინათ მათთვის. პირველისაგან განსხვავებით, მეორე სტილის მხატვრობამ გადაინაცვლა გარეთ. ისინი მნახევლებს აჯერებდნენ, თითქოს ფანჯრიდან იყურებოდნენ. ამის გამო, ადამიანებს აღარ რჩებოდათ შეგრძნება, რომ ისინი პატარა ოთახში იმყოფებოდნენ. რაც მთავარია, ამ ნახატებს ჰქონდთ რეალური საგნების ზომა.სვეტების გამოყენებით, კი ქმნიდნენ ილუზიას, რომ სივრცე გაყოფილი იიყო ორ ნაწილად, ოთახის შიდა და გარე მხარედ.
მესამე ფორმა ცნობილია, როგორც „ორამენტული სტილი“. იგი სრულიად განხვავებულია მისი წინამორბედი ფორმისაგან. ორნამენტული სტილი სულაც არაა მოცულებითი. მისი მიზნი აღარ იყო შეექმნა სამგაზომილებიანი გამოსახულებები. პირიქით, ამ ფორმამ დააამკვიდრა დახვეწილი დეკორატიული ფორმები. იგი აღარ გადიოდა სივრცეში, არადამედ კვლავ ოთახში რჩებოდა. ისევ ატუალური იყო სვეტები, რომლებიც კედელს ორ ნაწილად ყოფდა, სადაც პატარა სურათები იყო გამოსახული. თუკი მეორე სტილისათვის პეიზაჟები მთავარი თემა იყო, ახლა მხოლოდ დეტალებს წარმოადგენდა, რომლებიც გამოსახული იყო შავ, წითელ ან თეთრ ფონზე. მხატვრებისათვის ეს ძალიან მოსახერხებეი იყო, რადგნ შეეძლოთ მარტივად და ხშირად შეეცვალათ დიზაინი. იმის მაგივრად რომ მთელი კედელი გადაეღებათ, ახლა მხოლოდ პატარა დეკორატიული ნახატების შეცვლა უწევდათ. ამ ფორმამ უარი თქვა მეორე სტილის რელურობაზე და დაუბრუნდა ორგანზომილებიან სივრცეს. მისი გამოყენებით იქმნება გალერეის ეფექტი. თითქოს შეგვიძია შევიდეთ და დავათვალიეროთ იქ გამოფენილი ნამუშევრები. ასევე გამოყენებული აქვს მცირე ზომის სვეტები, რომლებიც შანდლებს უფრო მოგვაგონებს. ფორმაში ასევე შესამჩნევიამ ეგვიპტური კულტურის გავლენაც. პატარა ნხატებშ ასახული იყო ეგვიპტუი თემები, ნილოსი, ღვთაებები და ა.შ.

მეოთხე სტილი მოიცავს ყველა იმ დეტალს, რაც მანამდე არსებულ ფორმებს ჰქონდათ. ამიტომაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის ყელაზე კომბინირებული ფომარა იყო. წინამორბედებისაგან შეთვისებული აქვს რამდენიმე დამახასიათებელი ნიშანი: ხელოვნული მარამარილოს ფილები გამოიყენებოდა კედლების ბოლოში(პირველი სტილი), ჩარჩოში პეიზაჟები და ნატურალისტური სცეები (მეორე სტილი), დახვეწილი და ფერადი დეტალები (მესამე სტილიდან). მეოთხე სტილისათვის დამახასიათებელი იყო ცენტრალური პანელის ნახატები. ისინი გაცილებით დიდიები იყო იდერე მესამე ფორმის ნახატები და უფრო მრავალფეროვნები. ისინი ასახავდნენ მითოლოგიური სცენებს, პეიზაჟებს და ყოველდღური ცხოვრების ამსახველ სურათებს.
მესამე ფორმისაგან განსხვავებით,რომელიც გალერეის ეფექტს ქმნიდა, ეს ფორმები ქაოსური და მრავალრიცხოვანიც კი იყო. მეოთხე სტილში აქტიტექტურული დეტალები, ამ შემთხვევაშ სვეტები გაცილებით რეალისტური ხდება,ნახატები კი უფრო სცენური, რაც ნიშნავს რომ ისინი უფრო მოცულობითი ხდებოდა.
ეს ოთხი ფორმა გამოიყენებოდა სხვადასხვა პერიოდში. როგორც ზემოთ აღვნიშნე, ისინი მხოლოდ მაღალი სოციალური ფენის ადამიანთა სახლებში გვხვდებოდა. ეს ტექნიკები საკმაოდ ძვირადღირებული იყო. ამიტომაც, რაც უფრო მეტი კედელი ჰქონდათ მოხატული, მით უფრო შეძლებულად ითვლებოდნენ(ტრიპაჩები). ეს ფორმები გამოიყენებოდა დაახლოებით ორი ათასი წლის წინ, მაგრამ დღესაც სტილისტურად საინტერესო და მიმზიდველია მნახველთათვის.

თეგები
Booking.com

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close