საკითხავიუცნაური

2012 – გაგრძელება

ეშმაკისეული ხელნაწერები

ნაწილი პირველი

1524 წელს, 25 წლის დიეგო დე ლანდამ და მისმა თანმხლებმა ბერებმა, მეტად
„საპასუხისმგებლო“ მისია მიიღეს ეკლესიისგან, რომელიც ფრანცისკო მონტეხოს  (ესპანელი ინკვიზიტორი, ცნობილი როგორც ნახ. კუნძულ იუკატანის  დამპყრობელი.)  მიერ დაპყრობილი და მიწასთან გასწორებული იუკატანის ნახევარკუნძულის  მცხოვრები 300 000 ინდიელის გაქრისტიანებას ითვალისწინებდა. მას შემდეგ რაც
დე ლანდამ მაიას ენა საფუძვლიანად შეისწავლა, გუნდი ინდიელების
„განათლებას“ შეუდგა, რასაც ის პირადად ხელმძღვანელობდა. გაიცა ბრძანება
ყველანაირი „წარმართული“ ნაკეთობის თუ ხელნაწერის კონფისკაციისა,
რომელიც საბოლოო სისრულეში 1562 წელს მოვიდა. 5000 „წარმართული“ ხატი,
200-მდე სხვა საკულტო ნაკეთობა, 30-მდე მეცნიერული და რელიგიური
ნამუშევარი და სხვა მრავალი ნიმუში, რომელიც საუკუნეების მანძილზე
იქმნებოდა, წამების განმავლობაში კოცონზე დაიწვა და უდიდესი ცოდნის კვალი
გაქრა.
„დამწვარი იქნა უდიდესი ნაწილი წიგნებისა და ხელნაწერებისა, რომლებიც
ეშმაკისეულ ტყუილებს შეიცავდა…“ – ამბობს დიეგო დე ლანდა ჩანაწერებში.  სრულიად შემთხვევით ნაპოვნი იქნა დე ლანდას ჩანაწერები სახელად Relatcion de
las cosas de Yucatan (ცნობები იუკატანში მომხდარის შესახებ), სადაც ის
დაწვრილებით აღწერს, თუ როგორ მოიპოვებდა ნდობოთ აღჭურვილი
ინდიელების დახმარებით ამა თუ იმ ხელნაწერს, რომლებიც იეროგლიფების და
კალენდარული გამოთვლების სახით, ავის მომასწავებელ და საშიშ ცნობებს
შეიცავდნენ. დე ლანდა იმასაც გვაცნობებს თუ რამხელა დანიშნულება ჰქონდა
ინდიელებისთვის ამ უნიკალურ ხელნაწერებს – „ტომის ბელადები, პირველ რიგში
ხელნაწერების გადარჩენას ცდილობდნენ…“(Relatcion de las cosas de Yucatan)
ასევე ესპანელი მისიონერი, ხოსე დე აკოსტა კი წერს: „იუკანანში მრავალი წიგნი
მოიპოვებოდა, სადაც ინდიელები ბუნებისა პლანეტების შესახებ ცნობებს
გადმოსცემდნენ“. (Yucatan before and after the conquest).
როგორც ვხედავთ, შუასაუკუნეების ევროპულმა კულტურამ, „ქრისტიანული
მისიის სახით“ (რომელსაც ჩემის აზრით, ქრისტეს იდეოლოგიასთან, სამწუხაროდ,
საერთო არასოდეს არაფერი ჰქონია), უდიდესი როლი ითამაშა „ეშმაკისეული“
ცივილიზაციების დამხობაში. სამწუხაროდ გამდიდრების სურვილით
შეპყრობილმა მაღალსაფეხურზე მდგომმა პირებმა, მეტად მახვილგონივრულად
გამოიყენეს დე ლანდას მსგავსი ადამიანები, რასაც სამწუხაროდ ცოტა ვინმე თუ
მიხვდებოდა იმ პერიოდში. ეს არის, ჩემის აზრით, ყველაზე მძიმე და სისხლიანი
პერიოდი ქრისტიანობისა და მსოფლიოს ისტორიის ფურცლებზე, რადგან
მეთორმეტე საუკუნიდან მოყოლებული, სწორედ ამ პერიოდში განიცდიდა
ინკვიზიცია რენესანსს. აურაცხელი სიმდიდრით დატვირთული ხომელადები
მოემართებოდა „ახალი მიწიდან“ ევროპისაკენ. მაგრამ სამწუხაროდ ნამდვილი
სიმდიდრე, რომელსაც მესოამერიკული ცივილიზაციები ფლობდნენ, წლების
მანძილზე უმოწყალოდ ხვდებოდა ხეცხლის მსხვერპლი. ასე გადადგურდა
უდიდესი ხალხის ცოდნა, რასაც კაცობრიობა ბევრად გვიან, მხოლოდ
საუკუნეების შემდეგ მიხვდა.
*  *   *

1666 წელს სევილიაში დაბადებული ისტორიკოსი ბერი ფრანცისკო ხიმენესი, 1687
წელს გუატემალას, კერძოდ კი ქალაქ ჩიჩიკასტენაგოს (ქალაქი გუატემელაში, რომელიც 2000 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს.) ესტუმრა, სადაც მან კიჩეს,  კაქჩიკელის და თცუტუილის (Quiche, Kaqchikel, Tzutuhil16) ენები შეისწავლა. (გუატემალას ტერიტორიაზე მცხოვრები, ამავე სახელწოდებების მქონე ტომების
ენები.) 1702  წელს მან შემთხვევით, ჩიჩიკასტენაგოს ტაძარში, მაიას წმინდა წიგნი პოპოლ ვუ
(Popol Vuh) აღმოაჩინა, რომელიც განადგურების ნაცვლად, შეინახა და ესპანურად
თარგმნა. სავარაუდოდ პოპოლ ვუ -ში 1550 წელს, ინდიელებმა კიდევ ერთხელ
გადმოსცეს ცოდნა, რომელიც კონკისტადორებმა ერთ დროს ფერფლად აქციეს.

ხელნაწერში, დაწვრილებით არის აღწერილი მაიას ისტორია სამყაროს შექმნის
დღიდან, კიჩეს სამეფოს ჩამოყალიბება და პირველი მეფეები, რომელთაც
ღმერთების სისხლი ჰქონდათ. ასევე მოცემულია ჩვენთვის უკვე კარგად ნაცნობი
გადმოცემები სამყაროსა და პირველი ადამიანის შექმის შესახებ. ხელნაწერში
ვხვდებით ღმერთების მიერ ენების არევის ფაქტს (გაიხსენეთ მითი ბაბილონის
გოდოლის შესახებ), რამაც ტომებს შორის არეულობა გამოიწვია. ასევე
ზედმიწევნით არის ახსნილი სხვადასხვა ტომის გენეალოგია.
როგორც უკვე ავღნიშნე, პოპოლ ვუში ვხდებით ფაქტებს, რომელიც
ძველაღთქმისეულ გადმოცემებს ემთხვევა. ტექსტის შესწავლის შემდეგ მრავალი
კომენტარი გაკეთდა იმის შესახებ, რომ მაიას წმინდა წიგნი, უბრალოდ
ქრისტიანული იდეოლოგიის გავლენის შედეგად შეიქმნა და სწორედ ამით
აიხსნება მსგავსება ორ ხელნაწერს შორის. შუმერული ეპოსი გილგამეშის შესახებ,
ჩვენს ხელთ არსებული უძველესი ხელნაწერია, რომელშიც ვხვდებით ცნობებს
წარღვნის შესახებ. ვინც ამ ხელნაწერს იცნობს, ალბათ დამეთანხმება იმაში, რომ
გადმოცემები ზუსტად ემთხვევა მოსეს მანუსკრიპტს და თუ იმასაც
გავითვალისწინებთ, რომ გილგამეშის ეპოსში წარღვნის ამსახველი ფაქტები
პირველ პირშია მოთხრობილი, ადვილი მისახვედრია, რომ ამ ყველაფერს
წყალდიდობას გარადჩენილი თვითმხილველი გვიამბობს. არსებობს ასევე
ვარაუდები, რომ მოსემ, რომელიც ფარაონის კარზე მეტად პატივცემული პირი იყო
და რა თქმა უნდა სამეფო ბიბლიოთეკით სარგებლობა შეეძლო, გილგამეშის
ეპოსის აღმოჩენის შემდეგ შექმნა ძველი აღთქმის გარკვეული ნაწილი. ეს რა თქმა
უნდა უბრალო ვარაუდია, რომლის დამკკიცებაც ალბათ არასოდეს მოხდება,
მაგრამ აქ მთავარი სულ სხვა რამ არის – ჩემთვის გაუგებარია თუ რატომ არ შეეძლო დედამიწის სხვადასხვა ნაწილში მცხოვრებ ხალხს გადმოეცა ამბავი იმ  დიდი კატასტროფისა, რომელიც დაახლ. 11 000 წლის წინ ნამდვილად მოხდა და
რომელმაც დედამიწის უდიდესი ნაწილი დატბორა? აქ ხომ არ არის საუბარი
ბუნების ყოველდღიურ მოვლენაზე, რომელიც მხოლოდ ისრაელში, ეგვიპტეში ან
სხვა რომელიმე ქვეყანაში შეიძლებოდა მომხდარიყო? საუბარია კატასტროფაზე,
რომალმაც დედამიწის მოსახლეობის დიდი ნაწილი იმსხვერპლა. ამით იმის თქმა
მინდა, რომ ლოგიკა, რომლითაც ხშირად პოპოლ ვუსადმი მიდგომა ხდება,
მცდარი და ყველანაირად გაუმართლებელია. ეს მორიგი თავის დაძრომაა იმ
გაურკვეველი მდგომარეობიდან, რომელშიც დღესღეობით ძველი კულტურების
შემსწავლელი მეცნიერების გარკვეული ნაწილი იმყოფება. შვეიცარელმა
ფილოსოფმა, იოჰან კასპარ ლავატერმა (1741-1801) ძველი კულტურების
გადმოცემებში, „ბუნების რელიგიები“ ამოიცნო. მისი აზრით ღვთაებები,
რომელსაც ძველი ხალხები აღიარებდნენ, უბრალოდ ბუნების სტიქიებს და
სხვადასხვა მოვლენებს წარმოადგენდნენ, რომლებსაც მაშინდელი მოსახლეობა
უფრთხოდა. მეტად საინტერესო განცხადებაა ! ! !

თხრობას იმ ოთხი ხელნაწერის წარმოდგენით განვაგრძობ, რომელმაც მაიას
ცივილიზაციის ნამდვილი სახე წარმოგვიჩინა, რის შემდეგად თავად განსაჯეთ
შეიძლებოდა თუ არა მსგავსი მატერიალის მქონე ხალხს, ელვა, მეხი და წვიმა
ანდაც სხვა ბუნების სტიქია ადამიანის მსგავს არსებებში შეშლოდათ, რომლებმაც
მათ, გადმოცემის თანახმად უდიდესი ცოდნა შესძინეს, რის შემდეგაც ინდიელებმა
ისინი „ღმერთებად“ შერაცხეს. ეს ის სასწაულებრივად გადარჩენილი
ხელნაწერებია რომლებიც დღეს პარიზის, მეხიკოს (სავარაუდოდ), მადრიდისა და
დრეზდენის ბიბლიოთეკებში ინახება. ამ ნამუშევრებს, კოდექსების სახელით
ვიცნობთ.
თითქმის შვიდი მეტრის სიგრძის ორნაწილად გაყოფილი მადრიდის კოდექსის
პირველი გვერდი, პროფერსორმა აბე ბრასსერმა 1866 წელს აღმოაჩინა მადრიდში.
ხოლო მეორე ნახევარი, მოგვიანებით – 1875 წელს გამოჩნდა. მადრიდის კოდექსში
ვხვდებით ცნობებს სხვადასხვა რიტუალებისა შესახებ და მაიას უძველესი
ჰოროსკოპის შესახებ. მოცემულია ასევე ინფორმაცია პლანეტა ვენერას შესახებ და
11 გვერდი, რომელიც ფუტკრის მოშენების კულტურას ასახავს.

მეხიკოს, ანუ გროლიერის ხელნაწერი, პირველად გროლიერის კლუბში, მაიას
გამოფენაზე გამოჩნდა. კიაპასის გამოქვაბულში ნაპოვნი ხელნაწერი, იოშუა სანსმა
იყიდა რის შემდეგაც მექსიკის ხელისუფლებას გადასცა. მანუსკრიპტს რთულია
კოდექსი დავუძახოთ, რადგან ის მხოლოდ რამოდენიმე გვერდიანი ფრაგმენტია
ორიგინალისა, რომლის ასავალდასავალიც სამწუხაროდ უცნობია. გროლიერის
მანუსკრიპტი ამ მომენტში, უცნობ ადგილას ინახება.

1,5 მეტრის სიგრძის პარიზის კოდექსი, ასევე ფრაგმენტს წარმოადგენს, რომელიც
ერთ ერთი წყაროს თანახმად, 1860 წელს პარიზის ეროვნული მუზეუმის სანაგვე
ყუთში იპოვეს. ხელნაწერი მეტად მნიშვნელოვან ფაქტებს შეიცავს სამყაროს
შექმნის შესახებ. ასევე მოხერხდა მაიასეული ჰოროსკოპის ამოკითხვაც, რომელიც
13 თანავარსკვლავედს ასახავს.

ოთხი ხელნაწერიდან, რომელიც განადგურებას გადაურჩა, ყველაზე ძვირფასი და
საინტერესო ალბათ დრეზდენის კოდექსია, რომელიც სამეფო ბიბლიოთეკის
თანამშრომელმა კრისტიან გოიტცემ, 1793 წლის იტალიური მოგზაურობიდან
ჩამოიტანა და უსახსოვრა დრეზდენის ბიბლიოთეკას. 3,56 მეტრი სიგრძის, 39
ფრაგმენტისგან შემდგარი დრეზდენის კოდექსი, სავარაუდოდ პალენკეში შეიქმნა
და მისი ასაკი დაუდგენელია. ეს უკანასკნელი კოდექსი ყველაზე ვრცელი და
კარგად შემონახული ეგზემპლარია, სადაც სწორედ ის უდიდესი ცოდნაა ასახული,
რომლის შესახებაც წიგნის შემდეგ თავში გიამბობთ. დრეზდენის ხელნაწერი
დაგვარწმუნებს იმაში, რომ აქამდე კლიშედ ქცეული, ურთიერთგამომრიცხავი
თეორიები მაიას ცივილიზაციის შესახებ მცდარი და ნაადრევად შედგენილია,
რადგან ქვის ხანის ხალხი, რომელმაც ისტორიის სახელმძღვანელოებს თუ
დავუჯერებთ, მეტალისა და ბორბლის არსებობის შესახებ არაფერი იცოდა, უბრალოდ ვერ შეძლებდა გადმოეცა ის ფენომენალური ცოდნა, რომელსაც ქვემოთ გაგაცნობთ.

რაც შეეხება მესოამერიკული ტომების მიერ ბორბლის გამოყენებას, გაუგებრობა
რომ არ შეიქმნას, მეტად საინტერესო სურათს გთავაზობთ, რომელიც მეცნიერების
მორიგ ნაჩქარევ დასკვნას აქარწყლებს.

___________________________________________________________________________

წყარო: წიგნი: “ვინ იყვნენ ღმერთები”
გაგრძელება იქნება
პირველი ნაწილი

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close