გართობაკულტურა

ევროპარლამენტის ოპოზიციური პარტიები

45b31083a84b
გაერთიანებული ევროპელი მემარცხენეები – პარტია ევროპარლამენტში რომელიც წარმოდგენილია 52 დეპუტატით და არის ერთ-ერთი მთავარი ოპოზიციური ჯგუფი ამ გაერთიანების წევრია ქართული პარტია თავისუფალი საქართველო, რომლის ლიდერიცაა კახა კუკავა. გაერთიანებული ევროპელი მემარცხენეების ძირითადი იდეოლოგიებია დემოკრატიული სოციალიზმი, ევროსკეპტიციზმი, მარქსიზმ-ლენინიზმი და ევროკომუნიზმი აქ გაერთიანებული პარტიები ხალხს პირდებიან სოციალურ თანასწორობას. დეპუტატებიდან ყველაზე ბევრი 5-5 კაცი ყავთ პარტიებს პოდემოს რომელიც ესპანეთიდანაა და ჩვენ შეგვიძლიას ნიშნავს და ასევე ბერძნული პარტია Syriza. სხვა ევროპული ქვეყნებიდან აქ არიან ასევე ფრანგული, გერმანული, იტალიური, ნიდერლანდური, პორტუგალიური, დანიური, ჩეხური, კვიპროსული, ფინური, შვედური, ირლანდიური, ბერძნული და ბრიტანული პარტიები. 2009 წლის მოწვევის პარლამენტში მემარცხენეებს 35 დეპუტატი ჰყავდათ მათი არსებობის ისტორიაში კი საუკეთესო შედეგი 52 დეპუტატია რომელიც 2014 წლის არჩევნების შედეგად დამტკიცდა და დღემდე აქტიურ მოღვაწეობას განაგრძობს ერთიანი ევროპის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში.
9338ccbdc716
მწვანეები – ჩემთვის ერთ-ერთი საუკეთესო ჯგუფი ევროპარლამენტში რომელიც მთლიანად მწვანე პოლიტიკას ატარებს ამ გაერთიანების წევრია საქართველოს მწვანეთა პარტია. მწვანეები ევროპის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში წარმოდგენილნი არიან 50 კაცით და მონაწილეობას იღებენ ამა თუ იმ კანონების განხილვაში. ბოლო არჩევნების შემდეგ ევროპელი მწვანეების გაერთიანებაში ყველაზე მეტი მანდატი ერგოთ გერმანიის მწვანეთა ალიანსს რომელიც 11 კაცითაა წარმოდგენილი და ფრანგ მწვანეებს 4 დეპუტატით გარდა ამ პარტიებისა მნიშვნელოვნად 4 კაცითაა წარმოდგენილი შვედეთის მწვანეთა პარტია ხოლო 3-3 ადგილი უკავიათ ინგლისის და უელსის ასევე ავსტრიელი მწვანეთა პარტიის წარმომადგენლებს. მწვანე პოლიტიკა და გარემოს დაცვა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია არა მარტო ევროპაში არამედ მსოფლიოშიც ამიტომაც ევროპის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ევროპარლამენტში. მწვანეებს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი აქვთ მათი იდეოლოგიაც რათქმაუნდა მწვანე პოლიტიკით დადგენილი სტანდარტების შესაბამისად იმართება.
3c4813f37a38
ევროპის თავისუფლება და სწორი (პირდაპირი) დემოკრატია – ჯგუფი ევროპარლამენტში რომლიც წარმოდგენილია 46 დეპუტატით ჩემი ინფორმაციით ამ ჯგუფის წევრი საქართველოდან არცერთი პარტიაა არაა. მისი წევრი პარტიებიდან კი ყველაზე დიდი ძალებით ევროპარლამენტში წარმოდგენილია ხუთი ვარსკვლავის მოძრაობა რომელიც იტალიური პოლიტიკური პარტიაა და შედის იტალიის პარლამენტში მათ კი ევროპის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში 17 წარმომადგენელი ჰყავთ ასევე ყველაზე ბევრი მანდატი 22 აქვს დიდი ბრიტანეთის დამოუკიდებლობის პარტიას რომლის ლიდერიც აქტიურად მხარს უჭერს ევროკავშირიდან გასვლას. ევროპის თავისუფლება და სწორი (პირდაპირი) დემოკრატიის ჯგუფის მთავარი იდეოლოგიაა ევროსკეპტიციზმი და პოპულიზმი ისინი წინააღმდეგნი არიან ერთიანი ევროპის იდეის რომლის მთავარი გამხმოვანებელიც სწორედ ბრიტანეთის დამოუკიდებლობის პარტიის ლიდერია. ის რამოდენიმე კვირის წინ გამართულ რეფერენდუმზე რომლითაც ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის ბედი წყდება მხარს უჭერდა გასვლას და ერთიან ძლიერ ბრიტანეთს ევროკავშირის გარეშე რამაც დიდი კრიტიკა გამოიწვია არამარტო ევროპელი არამედ ბრიტანელი პოლიტიკოსებისგან.
6353d2db10ab
ევროპა ერები და თავისუფლება – პოლიტიკური ჯგუფი ევროპარლამენტში რომლის ლიდერიცაა მარინ ლე პენი იგი ფრანგი პოლიტიკოსია და წარმოადგენს პარტია ნაციონალურ ფრონტს რომელიც მხარს უჭერს ევროკავშირიდან გასვლას და ევროპის ურთიერთობების დალაგებას რუსეთთან იგი ღიად პრო რუსული და ევროსკეპტიკური პარტიის ლიდერია ისევე როგორც საფრანგეთში ასევე ევროპარლამენტში. ეს ჯგუფი უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში 39 კაცითაა წარმოდგენილი ყველაზე ბევრი 20 მანდატი კი სწორედაც ნაციონალური ფრონტის წევრებს აქვთ ამ პოლიტიკური გაერთიანების ძირითადი და მთავარი იდეოლოგიაა ევროსკეპტიციზმი, ნაციონალიზმი, პოპულიზმი ისინი ასევე ეწინააღმდეგებიან ევროპაში მიგრანტების შემოსვლას.

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button