არქივი

საინტერესო კითხვები #2

b931207f1966
აბა ცოტა გონება გაავარჯიშეთ ;)

1) ბერლინის, გერმანიის ისტორიულმა მუზეუმმა, ბონის ისტორიის სახლმა, ბავარიის შინაგან საქმეთა სამინისტრომ, პრეზიდენტმა რეიგენმა და ბუშმა, კენედის ოჯახმა და ბევრმა სხვამ საჩუქრად მიიღეს 3,6მ სიმაღლის, 1,2მ სიგანის, 2,6 ტონიანი სტანდარტული ბლოკები. რა გამოვა, ეს ფილები ერთმანეთს რომ მივადგათ?

2) 1455 წელს მიუნხენის სამხრეთ-დასავლეთით დაარსდა ბენედიქტიანური მონასტერი – ანდექსი. სამონასტრო ქრონიკები ინახავენ პოლიგრამებისა და მათი ახლობლების სასწაულებრივი გამოჯანმრთელების მოწმობებს. მხოლოდ 1624-დან 1657 წლამდე ფეხზე დადგა 355 პარალიზებული ადამიანი, განიკურნა 188 ეპილეფსიით დაავადებული, სმენა დაუბრუნდა 237 ყრუს, თვალი აეხლია 860 ბრმას, აზრზე მოვიდა 221 გონდაკარგული. რომელი სასწაულმოქმედი “წამლით” დაუბრუნეს ადამიანებს ჯანმრთელობა მონაზვნებმა?

3) ეს შენობა, რომელიც 1941-1942 წლებში 16 თვის განმავლობაში შენდებოდა, ერთ-ერთი ყველაზე დიდი ადმინისტრაციული ნაგებობაა, მისი ფართობი ერთ დროს ყველაზე მაღალი შენობის “ემაპირ სთეით ბილდინგი”-საზე, 3-ჯერ მეტია და გათვალისწინებულია 40 ათასი მოსამსახურისათვის. კორიდორების სრული სიგრძე 28 კილომეტრია. თუმცა შენობის ნებისმიერ პუნქტში მისვლა 7 წუთშია შესაძლებელი. რა შენობაა ის, თუ მისი სახელი ბერძნული წარმოშობისაა?

4) ამ ორ დაპირისპირებულ ფირმათა ერთ მხარეს ნიუ-იორკი, რესპუბლიკელები, რიჩარდ ნიქსონი, მადონა, რეი ჩარლზი, სამხრეთ კაროლინელი დოქტორი ბროდჰემი და სხვებია, მეორე მხარეს კი – ატლანტა, დემოკრატები, ელტონ ჯონი, ხულიო იგლესიასი და ჯორჯიის შტატელი ფარმაცევტი, ჯონ სტინ პემბერტონი. დაასახელეთ დაპირისპირებული ფირმები…

5) ძველბერძნულად ეს სიტყვა, თაიგულს, ყვავილების კონას, კრებულს ნიშნავს. ის დღესაც კრებულის სახელით გამოიყენება, მაგრამ ლექსებისა და მოთხრობების. რა სიტყვაზეა საუბარი?

6) ბიბლიის პირველ წიგნში, შესაქმის ერთ-ერთი დღე ასეა აღწერილი: “და მთელი წყალი ცის ქვეშეთისა შეიკრიბა ერთ ადგილას და გაჩნდა …” რა გაჩნდა?

წყარო: ჟურნალი, “თბილისელები”
იაქტიურეთ… :papa:

მსგავსი ამბები

Back to top button