გართობაკულტურა

ავსტრალიის ზღვისიქითა ტერიტორიები

72dcea0ff0f9
ნორფოლოკი – კუნძული წყნარ ოკეანეში რომელიც ეკუთვნის ავსტრალიას და მდებარეობს ავსტრალიას ახალ ზელანდიას და ახალ კალედონიას შორის მისი დედაქალაქია კინგსტონი ნორფოლოკი ავსტრალიის ერთ-ერთი მთავარი კუნძულია. ტერიტორიის ყველაზე დასახლებული ქალაქია ბიორნტ-პაინი მაგრამ უმნიშვნელოვანესი ადმინისტრაციული ნაგებობები განთავსებულია  კინგსტონში. კუნძული თავდაპირველად აღმოჩენილი იქნა ჩეიმზ კუკის მიერ 1774 წელს. ნორფოლოკის ეკონომიკაში წამყვანი დარგია საფოსტო მარკების გამოშვება და ტურისტების მომსახურება ასევე თევზჭერა, ხორცეულის, მარცვლეულის და ბოსტნეულის წარმოება რომელიც კუნძულის მცხოვრებლების მოთხოვნილებებს სრულად აკმაყოფილებს. ნორფოლოკზე არის ამავე დასახელების ეროვნული პარკი რომელიც სიმწვანით გამოირჩევა ამ ტერიტორიას და ზოგადად კუნძულს ხშირად სტუმრობენ ტურისტები უმეტესად ავსტრალიიდან და ახალი ზელანდიიდან ყოველწლიურად აქ მათი რაოდენობა 30 000-ს აღემატება აქ ყურადღებას იქცევს მდიდარი წყალქვეშა გარემო და პროდუქტებზე უმეტესად სპირტიან სასმელებზე დაწესებული დაბალი ფასი. კუნძული საკმაოდ განვითარებულია და აქ არის რკინიგზები და ავტომაგისტრალები ასევე არის ნორფოლოკის აეროპორტი რომელიც უამრავ მგზავრს ემსახურება. ამჟამად მოსახლეობა 2000 კაცზე მეტია. სახელმწიფოში მმართველობის ფორმაა კონსტიტუციური მონარქია და მას მართავს ელისაბედ II მიუხედავად იმისა რომ კუნძული ოფიციალურად ავსტრალიას ეკუთვნის. ოფიციალური ენაა ინგლისური ხოლო ვალუტა ავსტრალიური დოლარი კუნძულის მაცხოვრებლების ნაწილი იყენებს ნორფოლკურ ენას.
6d89f3a41568
ქოქოსის კუნძულები – ავსტრალიის კუთვნილი ტერიტორია რომელიც ინდოეთის ოკეანეში მდებარეობს მისი დედაქალაქია ვესტ-აილენდი ხოლო უდიდესი ქალაქია ბანტამი. კუნძულის მოსახლეობის 80% არის მუსულმანი და ოფიციალური ენაა ინგლისური ტერიტორია იმართება კონსტიტუციური მონარქიით ელისაბედ II-ის მიერ. ქოქოსის ერთ-ერთ მთავარ კუნძულზე მდებარეობს აეროპორტი რომელიც ემსახურება უამრავ ტურისტს მოსახლეობის ძირითადი საქმიანობა სწორედ აეროპორტის მომსახურებაა აქ მცხოვრებლები ასევე დაკავებულნი არიან ქოქოსის მოყვანით. თავდაპირველად კუნძული აღმოჩენილი იქნა 1609 ინგლისელი კაპიტნის უილიამ კილინგის მიერ ტერიტორიაზე ოფიციალური და ყველაზე გავრცელებული ვალუტაა ავსტრალიური დოლარი კუნძულის მოსახლეობა 500 კაცს აღემატება. საერთო ჯამში ქოქოსის კუნძულების ტერიტორია შედგება 20-ზე მეტი პატარ-პატარა კუნძულისგან ამ ზონას აქტიურად ეხმარება ავსტრალიის მთავრობა.
2a0331fee6b5
შობის კუნძული – ავსტრალიის კუთვნილი ტერიტორია რომელის დედაქალაქი და უდიდესი ქალაქია ფლაინგ-ფიში ამ ტერიტორიაზე 2000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს კუნძული კი ინდოეთის ოკეანის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს აქ მთავარი ვალუტა ავსტრალიური დოლარია ხოლო მთავარი ენა ინგლისური ისევე როგორც სხვა კუნძულები ეს ადგილიც კონსტიტუციური მონარქიით ბრიტანეთის მონარქის ელისაბედ II-ის მიერ იმართება. კუნძულს საკმაოდ დიდი ისტორია აქვს XX საუკუნეში მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობის დროს შობის კუნძული ოკუპირებული იყო იაპონიის მიერ 1958 წელს კი ავსტრალიას გადაეცა სამართავად. ამ ადგილის სახელი სიმბოლურია იგი აღმოჩენილი იქნა 1643 წელს შობის დღეს და შესაბამისი სახელიც ეწოდა ამ ტერიტორიაზე არის არაჩვეულბრივი ბუნება და ეროვნული პარკი რომელსაც კუნძულის მთლიანი ფართობის 63% უკავია. სხვადასხვა დროს კუნძული შედიოდა დიდი ბრიტანეთისა და სინგაპურის შემადგენლობაში ამ ტერიტორიაზე მდებარეობს აეროპორტი რომელიც საკმაო რაოდენობის ტურისტებს ემსახურება ძირითადად ოკენეთის ქვეყნებიდან.

მსგავსი ამბები

Back to top button