გართობაკულტურა

საფრანგეთის ზღვისიქითა ტერიტორიები (1 ნაწილი)

5b5a20e2f296
საფრანგეთის პოლინეზია – კიდევ ერთი ზღვისიქითა ტერიტორია რომელიც საფრანგეთს ეკუთვნის ამ ტერიტორიას მართავს საფრანგეთის უმაღლესი კომისარი. ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოებია მინისტრთა საბჭო და ტერიტორიული ასამბლეა. პოლინეზიის კლიმატი უმეტესად ტროპიკულია სწორედ ამიტომ ყოველწლიურად ამ ადგილს უამრავი ტურისტი სტუმრობს რომელთაგან უმეტესობა ფრანგები არიან ქვეყანაში ოფიციალური ენა რათქმაუნდა ფრანგულია. საფრანგეთის პოლინეზიის ფაუნა ძალიან ღარიბია აქ შეგხვდებათ მხოლოდ რამოდენიმე სახის ფრინველი და მწერი და ხვლიკი. მოსახლეობა 250 000 კაცზე მეტია. ხალხის უმეტესი ნაწილი დასაქმებულია ტურისტულ სააგენტოებში და ეწევა ტურისტების მომსახურებას პოლინეზიაში განვითარებულია მარგალიტის მოპოვება და თევზჭერა. განათლების მხრივ ქვეყანა საკმაოდ განვითარებულია აქვე მოქმედებს ფრანგული წყნარი ოკეანის უნივერსიტეტი ბავშვებისთვის დაწყებითი განათლება სავალდებულო და უფასოა. კულტურულ წყობაში საფრანგეთის პოლინეზიამ მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა მის დედაქალაქ პაპეეტეში უმეტესად ევროპელები ცხოვრობენ სახლებიც თანამედროვე ევროპული სტილითაა მოწყობილი და აქაური მოსახლეების ტანსაცმელიც ევროპული ტიპისაა რაც შეეხება შენარჩუნებულ ტრადიციებს ესაა აბორიგენული ცეკვა და მუსიკა ასევე ინსტრუმენტები მაგრამ ამ კომპონენტშიც იგრძნობა ევროპული და ამერიკული გავლენა აქ მცხოვრები ფერმერები ძირითადად ბოსტნეულის, ტროპიკული ხილის და ყავის მოყვანით არიან დაკავებულნი.
1a2019e8188a
სენ-ბართლემი – მდებარეობს კარიბის ზღვაში და მიეკუთვნება საფრანგეთს ამ ტერიტორიაზე დასახლებულია 8000-ზე მეტი ადამიანი მისი დედაქალაქია გუსტავია ეს ქალაქი მთელ კუნძულზე უდიდესი ნავსადგურია შესაბამისად განვითარებულია თევზჭერა და წყლისთვის დამახასიათებელი უნარ-ჩვევები. სენ-ბართლემი ისტორიულად იყო შვედეთის ნაწილი ნაპოლეონის მმართველობის პერიოდში კი გადაეცა საფრანგეთს და ამჟამადაც მის დაქვემდებარებაშია.
736dc3eb49b6
საფრანგეთის გვიანა – საფრანგეთის ზღვისიქითა დეპარტამენტი და სახელმწიფო სამხრეთ ამერიკის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში კარიბის და ატლანტის ოკეანის სანაპიროებზე. ქვეყანას სამხრეთიდან ბრაზილია ხოლო დასავლეთიდან სურინამი ესაზღვრება საფრანგეთის გვიანა ორ ოლქად იყოფა. ქვეყნის დედაქალაქი და უდიდესი ქალაქია კაიენა მასში 65 000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს სულ ქვეყნის მოსახლეობა კი 200 000-ს აღემატება ქვეყანა იმართება საფრანგეთის მთავრობის მიერ შესაბამისად ძირითად სასაუბრო ენასაც ფრანგული წარმოადგენს. გვიანა 1946-წლიდანაა საფრანგეთის შემადგენლობაში იქიდან გამომდინარე რომ საფრანგეთი ევროკავშირიც წევრია გვიანაზეც  ვრცელდება ევროკავშირის კანონები და ოფიციალური ვალუტა არის ევრო შესაბამისად ისევე როგორც საფრანგეთის ასევე ევროკავშირიც მხრიდანაც ამ ზღვისიქითა ტერიტორიას დიდი ყურადღება ექცევა.
6e4b3ef0f8fc
უოლისი და ფუტუნა – კუნძულოვანი ტერიტორია რომელიც მდებარეობს სამხრეთ წყნარ ოკეანეში იგი ჩრდილოეთით ესაზღვრება ტუვალუს აღმოსავლეთით სამოას სამხრეთ-აღმოსავლეთით ტონგას და სამხრეთით ფიჯის. უოლისი და ფუტუნას ტერიტორია მოიცავს სამ დიდ კუნძულს რომელიც ყველაზე მეტადაა დასახლებული და 22-ზე მეტ პატარა კუნძულს. ქვეყნის დედაქალაქია და უდიდესი ქალაქია მატა-უტუ ამჟამად უოლისი და ფუტუნაში 12000-ზე მეტი მოსახლეა აქ ცხოვრობენ ფრანგებიც საკმაოდ დიდი წარმომადგენლობით და უცხოელები ძირითადად ოკეანიდან და ვანუატუდან გადმოსახლებულები. ამ ტერიტორიაზე განვითარებულია თევზჭერა და ხელსაქმე რასაც ძირითადად ქალები მისდევენ ეს საქმიანობა მოიცავს სხვადასხვა მცენარეების მორთვას ასევე სხვადასხვა ნაკეთობებს და ხის სკულპტურებს ქვეყანა ეკონომიკურად არც თუ ისე გაჭირვებულია რადგან მას საფრანგეთი მფარველობს აქ შემორჩენილია უძველესი კულტურული დღესასწაულები და ოკეანეთის ხალხის წეს-ჩვეულებები იქიდან გამომდინარე რომ უოლისი და ფუტუნაში მცენარეებს დიდ პატივს სცემენ ისინი გამოიყენება ბევრი დანიშნულებით მათ შორის დღეობების დროს ქვეყანაში შენარჩუნებულია ოკეანეთის მუსიკა. მოსახლეობა აქტიურად ამზადებს ხალიჩებსაც რომელიც ექსპორზე ოკეანეთის სხვა ქვეყნებში გადის. საფრანგეთის სხვა კუნძულოვანი ტერიტორიებისგან განსხვავებით ტურისტების ნაკადი უოლისსა და ფუტუნაში შედარებით მცირეა და ეს საქმიანობა არც თუ ისე განვითარებულია ეს მეტწილად გაძნელებულ საბანკო და საფინანსო საქმიანობასთანაა დამოკიდებული რამაც ამ ქვეყანაში ჯერ-ჯერობით ფეხი მყარად ვერ მოიკიდა.
d91e61e82fda
მაიოტა – საფრანგეთის ზღვისიქითა დეპარტამენტი მისი დედაქალაქია მამუცუ ამ ქვეყანაში 2015 წლის შეფასებით 225 000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. მაიოტაში ძირითადი საქმიანობა თევზჭერაა ეს ქვეყანა ვერ უზრუნველყოფს თავს საკვები პროდუქტებით ამიტომაც უწევს მისი იმპორტი ქვეყნის ექსპორტი ძალიან უმნიშვნელოა და ძირითად საექსპორტო პროდუქტს ვანილი და ქოქოსი წარმოადგენს აქ ტურისტული ბიზნესის განვითარება გაძნელებულია სწორედ ამიტომ მას აქტიურად ეხმარება საფრანგეთის მთავრობა ქვეყნის ძირითად ვალუტასაც ევრო წარმოადგენს.

 

მსგავსი ამბები

Back to top button