TECH & მეცნიერებაგართობაუცნაური

ხელოვნების ისტორიის საინტერესო ფაქტები

null

აქ მოცემული იქნება რამოდენიმე უცნაური,საინტერესო და სახალისო ფაქტი თვითონ ხელოვანებზე ან მათ ნამუშევრებზე.

null

თეოდორ სეუს გეისელს სახლში გიჟური ქუდებით გამოტენილი მთლიანი ოთახი ჰქონდა,რომელსაც წიგნების თაროს უკან მალავდა.თეოდორი წვეულებებზე თავის სტუმრებს ამ ქუდებს აფარებდა და შესაბამისი როლის მორგებას სთხოვდა.ის ამ ქუდებს იყენებდა იმისთვის რომ ახალი ხასიათი და იმიჯი მოერგო რათა შემდგომ უკეთესი ქანდაკებები შეექმნა.ის კარგი მხატვარიც იყო.მისი “არაორთოდოქსული ტაქსიდემიის” ქანდაკებების შექმნა მას ცხოველებმა შთააგონეს.ის მუდამ ფიქრობდა რა ფორმაში ენდომებოდათ მათ ხელახლა დაბადება და მის ნამუშევრებს სწორედ მისი ნაფიქრალის სახეს აძლევდა.

null

კლოდ მონე ფრანგული იმპრესიონიზმის დამფუძნებელი და ძალიან ცნობილი მხატვარი იყო,თუმცა მის მამას არასდროს არ მოსწონდა მისი ნახატები და სურდა მისი შვილი გამყიდველი გამოსულიყო.

null

მიკრო-მაქანდაკე ვილარდ ვიგანი იმდენად პატარა ნამუშევრებს ქმნის რომ ერთხელ შემთხვევით ის ჩაესუნთქა.მისი სკულპტურების ღირებულება დაახლოებით $40,000-ია.აქ მოცემულ სურათში ასახული ფიგურები ნემსის თვალშია მოთავსებული.

null

ჯეკსონ პოლოკი ამერიკელი ხელოვანი და აბსტრაქტული ექსპრესიონიზმის მიმდევრობის ერთ-ერთი თანადამაარსებელია.ის ერთი პერიოდი გადაუდებელი დახმარების ბიუროში მუშაობდა ქანდაკებების გამსუფთავებლად.ძმასთან ერთად სკოლაში დამლაგებლადაც უმუშავია.მაგრამ პირად ცხოვრებაში,იგი არ იყო იმდენად სუფთა.

null

ლეონარდო და ვინჩი ცაცია იყო,ამიტომაც მის პირად დღიურებში ყველა ჩანაწერი მარჯვნიდან მარცხნივაა დაწერილი.

null

1911 წელს პაბლო პიკასოს ბრალი ედებოდა მონა ლიზას მოპარვაში.ის დააკავეს კიდევაც,მაგრამ დაკითხვებისა და გამოძიების შედეგად უდანაშაულოდ ცნეს.

null

რენესანსის ეპოქის შედევრი “პიეტა” მიქელანჯელოს ერთადერთი ნამუშევარია,რომელსაც მან ხელი მოაწერა.შემდგომ მან ინანა ეს იმიტომ რომ ამას სიამაყის გამოვლინებად თვლიდა და დაიფიცა რომ ამის მერე არცერთ მის ნამუშევარს ხელს აღარ მოაწერდა.

null

სალვადორ დალი მადრიდის ხელოვნების სკოლიდან გააგდეს.მას სჯეროდა რომ მისი გარდაცვლილი ძმის რეინკარნაცია იყო,რომელსაც ასევე სალვადორი ერქვა.მან თავისი საძინებელი ოთახი გადაწვა.

null

ვინსენტ ვან გოგმა მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში 2000 ნამუშევარი შექმნა.აქედან 900 ფერწერული იყო,ხოლო დარჩენილი 1100 ნახაზებსა და ესკიზებს წარმოადგენდა.თუმცა თავისი სიცოცხლის განმავლობაში მან მხოლოდ ერთი ნახატი გაყიდა.

null

პოლ გოგენი ფრანგი მხატვარი იყო,რომელიც პანამის არხში უბრალო მუშად მუშაობდა.ამ არხის რეკონსტრუქციის დროს დაახლოებით 25000 მუშა გარდაიცვალა.

null

1961 წლის 3 დეკემბერს ჰენრი მატისის ნახატი “Le Bateau” პირველად გაასწორეს ნიუ-იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში.ის სხვების შეუნიშნავად თავდაყირა ეკიდა 46 დღის განმავლობაში.

მსგავსი ამბები

Back to top button