არქივი

სანდრო ბოტიჩელისა და ელ გრეკოს მითოლოგიური და რელიგიური სურათები

497a29e07709
როდესაც ვსაუბრობთ მითოლოგიურსა და რელიგიურ ხელოვნების ნიმუშებზე, კონკრეტულად კი სურათებზე, შეუძლებელია გვერდი ავუქციოთ ბოტიჩელისა და მის სევდიან, უმშვენიერეს სახეებს, ისევე, როგორც ელ გრეკოს და მის შესანიშნავ ფერწერას. ამ პოსტში სწორედ მათზე ვისაუბრებ, განვიხილავ მათ მითოლოგიურ და რელიგიურ სურათებს,გავაანალიზებ მათ, შევეცდები, დაგარწმუნოთ, რომ ისინი გენიალურები არიან ამ ჟანრში.

სანდრო ბოტიჩელი

მისი ნამდვილი სახელია ალესანდრო დი მარიანო დი ვანი ფილიპეპი, მაგრამ ცნობილია, როგორც სანდრო ბოტიცელი. იგი იყო ფლორენციის სკოლის იტალიელი მხატვარი რენესანსის პერიოდში. ის არის აღორძინების ხანის ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი და თავისებური წარმომადგენელი.ასეთი ინდივიდუალური მხატვარი
ხელოვნების ისტორიამ ბევრი არ იცის, ფაქიზი, თავისებური და იოლად გამოსაცნობი სტილის მქონე.ბოტიჩელის კვატროცენტისტად თვლიან, მაგრამ სრულიად გამორჩეული ხერხებით, განუმეორებელი ხაზებითა და მანერებით, ნერვიული მოუსვენრობით, განყენებული ფანტასტიკურობით არსებითად უარყოფს ამ ეპოქის
ხელოვნების ძირითად ხასიათს: ცხოვრებისეულ უშუალობას, რეალისტური ხელწერის
ერთგულებას, სამყაროს შემეცნების დაუოკებელ სურვილს.
მეორე მხრივ, თუ დიდი აღორძინების ოსტატები, მისი თანამედროვეები, სურათში გარე სამყაროს მშვენიერებას აქსოვდნენ და ქმნიდნენდიადი უბრალოების ნიმუშებს, ბოტიჩელი ტავის ფიქრებშია ჩაკეტილი, თავისებურ სულიერ
განცდებს აძლევს მეტ გასაქანს და უმალ ლირიკოსია ვიდრე მხატვარი, თუმცა ყალმით მუშაობს. მთელი ათი წელი იცხოვრა “ტიტანების საუკუნეში”, თუმცა ამ ათი წლიდან არცერთი ნამუშევარი არ შემორჩენილა. მისთვის დამახასიათებელია ზედმეტად მშვიდი მაგრამ სევდიანი სახეები, განსაკუთრებით ხშირად ხატავდა მითოლოგიურ სიუჟეტებს, უყვარდა მადონების ხატვა, მის ნამუშევრებს იყენებდნენ ოქრომჭედლები და მოზაიკის ოსტატები.მომხიბლავია მისეული შიშველი სხეული, გამჭვირვალე სამოსელიაბრეშუმის თმა, ფანტასტიკური იდუმალება. ბოტიჩელის მუზა იყო სიმონეტა ვესპუჩი, რომელსაც ეტრფოდა ყველა, თვით მედიჩებიც კი. ეს ქალი სრულიად ახალგაზრდა გარდაიცვალა, მისი გარდაცვალებიდან 9 წლის შემდეგ დახატა ბოტიჩელიმ “ვენერას დაბადება” (რენესანსის პერიოდის ქალის იდეალი).
84ee6c3901c1
„ვენერას დაბადება“ – ტილო, ტემპერა, 1483-1485 დღეს ფლორენციაში ინახება. სურათი წაგრძელებული მართკუთხედის ფორმისაახედვის წერტილი დაჭერილია ქვემოდან. მასზე სჭარბობს თბილი, ნათელი ფერები, არ არსებობს ერთი კონკრეტული წყარო, რომელიც მას გაანათებს, რადგან მოქმედება ხდება დღის სინათლეზე და ამის საჭიროება არ არსებობს. სურათზე ასახულია ვენერას (ბერძ. აფროდიტე) დაბადება. ჰესიოდეს თანახმად ის ზღვის ქაფიდან იშვა კუნძულ კვიპროსზე. თვით ქალღმერთი დგას ნიჟარაში, რაც მის ღვთიურ წარმომავლობაზე მეტყველებს. მარცხენა ფლანგზე ჩვენ ვხედავთ ზეფიროსს (დასავლეთის ქარს), რომელიც თავის მეუღლესთან ქლორიდასთან ერთად ნიჟარას უბერავს. მარჯვენა ფლანგზე ვენერას ერთ-ერთი გრაცია ხვდება. შეუძლებელია არ მოგხიბლოთ ამ ქალის ოქროსფერმა, ნარნარა თმამ და მისმა უზადო სხეულმა.
15787113d5f6
“ქრისტეს დატირება”-ბოტიჩელიმ თავისი ქმნილებით, თითქოს წინასწარ დაიტირა დიდი მქადაგებელი სავონაროლა, იგი 1498 წელს დაწვეს კოცონზე, მანამდე კი თავად წვავდა ხელოვნების შედევრებს, მას სძაგდა არისტოკრატია, ფუფუნება, ძველი რესპუბლიკის აღდგენას ითხოვდა, და ეს მოსწონდა მხატვარს. ბოტიჩელიმ სავონაროლას ზეგავლენით ზოგი თავისი სურათი თავადვე მისცა ცეცხლს.ბოტიცელი არაერთხელ მიუბრუნდა დატირებას, ცნობილია 2 ტილო, 2 შედევრი.ბოტიჩელი თარიღებს არ სვამდა, ამიტომ ზუსტი დათარირება ვერ ხერხდება, მაგრამ უახლოესი მონაცემებით ორივე დატირება სავონაროლას დასჯამდეა დახატული. რაც ამართლებს ვარავუდს, მეგობრის ბედით შეძრწუნებამ შთააგონა ამგვარი ტრაგიკული რელიგიოზური სურათების შექმნა.
e145defdc411
პიეტა შემნილია დაახლ. 1495 წელს, ტემპერა, ხე.
სურათი არის ვერტიკალურად წაგრძელებული მართკუთხედის ფორმის.სურათის კოლორიტი ლოკალურია. მასზე გამოსახულიაქრისტეს დატირება, საინტერესოა სახეები სურათზე, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სახეები ძალიან სევდიანია. მოქმედება ვითარდება ღია ცის ქვეშ, ამიტომ იგიმთლიანად განათებულია და არ საჭიროებს დამატებით სინათლის წყაროს.ბოტიჩელის შემოქმედება თავისებური პოეტური სინთეზია გოთიკისა და აღორძინების იდდეალების.მას “მეორე გოთიკის” უდიდეს ოსტატს უწოდებენ. “მხოლოდ პოლაიოლოს მხატვრების წინამძღვრებიდან შეგვიძლია ავხსნათ სანდრო ბოტიჩელის სტილი“ (ბ.ვიპერი) სანდროს ნამუშევრებში ოქროსფერი სჭარბობს, რაც შეიძლება იმით აიხსნას, რომ ყრმა იმ დროისათვის გამოჩენილ ოქრომჭედელს, ბოტიჩელის მიაბარეს, მისგან გადაიღო ზედწოდებაც და ოქროსფერის სიყვარულიც.მისი ინტერესი მხატვრობისადმი თავიდანვე გამოიხატა, აშკარა იყო, რომ ოქრომჭედლობაზე მეტად ფერწერა იტაცებდა, ამიტომ, იგი მიაბარეს სახელოვან ბერს, ფრა ფილიპო ლიპის. ადრეული რენესანსის ამ ბრწყინვალე ოსტატისაგან მან გადაიღო ის ვნებიანი მისწრაფება, ნათელი სიცოცხლის მგზნებარე სიყვარული რაც ლიპის სურათებს ახასიათებს. განიცდიდა ვეროკიოს, მანტენიოს, და სხვათა გავლენასაც, მაგრამ ჰაეროვნება და ფანტასტიკის სიყვარული საკუთრივ ბოტიჩელის მონაპოვარია.70-იანი წლების დასასრულს და 80-იანი წლების დასაწყისში ბოტიჩელი დაუახლოვდა მედიჩების კარს. ამ დროს მიეკუთვნება მისი ყველაზე ცნობილი სურათი „მოგვთა თაყვანისცემა“ (დაახ. 1477-1478წ.წ.). ს. „მოგვთა თაყვანისცემა“ ბოტიჩელიმ ოთხჯერ დახატა. ორი ლონდონის მუზეუმშია, ერთი, უფიცის გალერეაში, ხოლო მისი ასლი ვაშინგტონის ეროვნულ მუზეუმშია.
სიცოცხლის ბოლო ხუთი წელი მხატვარი საერთოდ არ მუშაობდა. რამდენიმე წელიწადი გაატარა სიღარიბეში. მოტეხილი მოხუცი დადიოდა მშობლიური ქალაქის ქუჩებში და გამკითხავი არავინ ჰყავდა. 1510 წლის 17 მაისს ყველასგან მივიწყებული გარდაიცვალა ფლორენციაში, რომლის ბედიც მთელი ცხოვრების მანძილზე ასე აწუხებდა. იგი დაკრძალულია ოჰნისენტის სასაფლაოზე.
a2cab15ba56d
გაზაფხული, ბოტიჩელი

1f5d8b89b06c
“მოხუცი კაცის პორტრეტი” (ელ გრეკოს ავტოპორტრეტი)

 

ელ გრეკო

ელ გრეკო არის ბერძნული წარმოშობის ესპანელი რენესანსის მხატვარი, მოქანდაკე და არქიტექტორი.როგორც წესი, საკუთარ ნამუშევრებს ბერძნული ასოებით აწერდა ხელს სრული სახელით: დომენიკოს თეოტოკოპულოს, რითაც ხაზს უსვამდა თავის ბერძნულ წარმოშობას. ის დაიბადა კრეტაზე, რომელიც იმ პერიოდში ვენეციის რესპუბლიკის ნაწილი იყო. 26 წლის ასაკში ვენეციაში გაემგზავრა სასწავლებლად, რაც იმ ხანად ჩვეული მოვლენა იყო ბერძენი მამაკაცებისთვის, რომელთაც უკეთესი განათლების მიღება სურდათ. 1570 წელს ის რომში გადადის, სადაც სახელოსნოს ხსნის და ნამუშევართა მთელ სერიას ქმნის. იტალიაში ყოფნის პერიოდში განავრცო ელ გრეკომ თავისი სტილი ვენეციური რენესანსის მანიერიზმის ელემენტებით. 1577 წელს ის ტოლედოში, ესპანეთი, გადადის, სადაც სიცოცხლის ბოლომდე რჩება. სწორედ ტოლედოში შექმნა მან თავისი საუკთესო ნამუშევრები.

ჟოზეფ ფრაის ეკუთვნის სიტყვები: “ელ გრეკო ძველი ოსტატია, რომელიც არ არის მხოლოდ თანამედროვე… ის ბევრად წინ არის და უკან ბრუნდება, რომ გზა გვიცვენოს.” ეს უდიდესი მხატვარი საოცარი სიღრმით სწვდებოდა ადამიანის ფსიქოლოგიას, განსხვავებულად აღიქვამდა სამყაროს. მან ფერწერაში სრულიად ახალი მსოფმხედველობა ცამოაყალიბა.
058b22cc64f0
ლაოკოონი
სურათი ოდნავ ჰორიზონტალურად წაგრძელებული მართკუთხედის ფორმისაა, შესრულებულია ზეთში, ტილოზე, დათარიღებულია 1610-1614 წლებით, ინახება აშშ-ში ეროვნულ გალერეაში. სურათი მუქ ფერებშია შესრულებული, კოლორიტი კი ლოკალურია, სურათი შექმნილია მითოლოგიური სიუჟეტის მიხედვით, სადაც ლაოკოონი იყო აპოლონის ქურუმი. მან აპოლონის ნების საწინააღმდეგოდ იქორწინა და ქვეყანას
საკუთარი შვილები მუვლინა. აპოლონი სასტიად განრისხდა მასზე, ვინაიდან ლაოკოონი და მისი მეუღლე აპლონის ქანდაკების ქვეშ შეწყვილდნენ. ერთ-ერთი ტროელის, ანთენორისგადმოცემით, მისი ორი შვილი ტყუპები იყვნენ. ერთი ვერსიით, აპოლონმალაოკoონის მოსაკლავად გააგზავნაორი გველი, რომლებმაც ზღვა გადაცურეს
და შეჭამეს ლაოკონტის შვილები ანტიფანტი და თიმბროსი, ხოლო შემდეგ თვით ლაოკონიცმოგუდეს. მეორე ვერსიით, ყველაფერი ათენას განრისხებას მოჰყვა და გველებმა თავი ათენას ქანდაკების ფარს შეაფარეს
(ან ისინი კუნძულ კალიდნიდან მოცურდნენ და ადამიანებად გადაიქცნენ). არქტინის ვერსიით, გველებმა მხოლოდ ლაოკოონი და მისი ერთი შვილი მოკლეს. ერთ-ერთი მითის მიხედვით კი გველების მიერ მხოლოდ მისი შვილები იქნენ გაგუდულნი,
ხოლო თვით ლაოკოონი ცოცხალი გადარჩა, რათა სამუდამოდ ეტირა საკუთარი ბედი.
8250c9db053f
ლოცვა გეთსიმანიის ბაღში — ეპიზოდი ლუკას სახარებაში (22:43-44), სადაც აღწერილია იესოს ლოცვა მას შემდეგ რაც მიიღებს ანგელოზისგან შემწეობას ზეთისხილის მთაზე მისი გაცემისა და დაჭერის წინ. ეს ეპიზოდი ერთ-ერთი მათგანია, რომელიც გვხვდება ახალ აღთქმაში მაგრამ ბევრ უძველეს ხელნაწერში არ გვხვდება. ამ მუხლის ჭეშმარიტი არსებობა XIX საუკუნის მერე მეცნიერებს შორის დავის საგანია. ბიბლიის ბევრ ახალ გამოცემაში იგი ფრჩხილებშია ჩასმული, ზოგან კი მხოლოდ შენიშვნებშია შეტანილი. სწორედ ამ თემას ეხება ელ გრეკოს ამავე სახელწოდების სურათი.ტილო, ზეთი, 1600-1606, ეს თემა ელ გრეკომ რამდენჯერმე გაიმეორა, მაგრამ ეს არის ერთადერტი ტილო ვერტიკალურ ფორმაში.ამან საშუალება მისცა მხატვარს გადმოეცა სცენა ახალი რაკურსით.სურათის ქვედა ნახევარზე, წინა პლანზე მძინარე მოციქულები არიან გამოსახულნი, სიღრმეში კი შედარებით მცირე ზომის ფიგურებია – მაცხოვარი და ანგელოზი. მიუხედავად იმისა, რომ სიღრმეში გამოსახული ფიგურები, მძინარე მოციქულებთან შედარებით, მცირე ზომისანი არიან, პირველ რიგში, მაინც ეს ფიგურები იქცევენ მნახველის ყურადღებას, რადგან მუქი ფერების გარემოცვაში ელ გრეკო მაცხოვარს მისი მოვარდისფრო სამოსის ფერით გამოჰყოფს. განათება შემოტანილი აქვს მხატვარს ერთი ნათელი სხივით, რომელსაც თითქოს ანგელოზი აფრქვევს და იესოს ანათებს. ასე რომ, მთავარი სცენა განათებულია. სურათი შესრულებულია მანერიზმის ეპოქაში (გვიანი რენესანსი), თუმცა ერთგულად მიჰყვება და არ არღვევს ბიზანტიური ხელოვნების სიმბოლიზმის კანონებს. იგი ინახება სანტა მარიას ეკლესიაში.
ელ გრეკოს ფასი მხოლოდ ერთეულებმა იცოდნენ, თანამედროვეებმა იცოდნენ, თანამედროვეებმა დავიწყებას მისცეს მისი შემოქმედება, ელ გრეკოს არ ჰყოლია წინამორბედი და არ დაუტოვებია ღირსეული მიმდევრებიც.
საბოლოო ჯამში ჩვენ გავეცანით ორ გენიალურ მხატვარს, რომლებმაც დიდი საგანძური დაუტოვეს სრულიად დედამიწას. სინი რადიკალურად განსხვავდებოდნენ ერთმანეთიისაგან, როგორც ხატვის სტილით, ასევე ფერწერით. ბოტიჩელის ელ გრეკოსაგან განსხვავებით მოსწონს ნათელი ფერები და სურათის მთლიანი განატება, ელ გრეკო კი მუქ ფერებს და ნაწილობრივ განათებას ამჯობინებს. მაგრამ ორივე მათგანი გატაცებულია მითოლოგიური და რელიგიური თემატიკით, რაც შესავიშნავად ჩანს მათ ნაშრომებში.

 

წყარო : intermedia.ge

მსგავსი ამბები

Back to top button