საკითხავისასარგებლოსურათები

კატატუმბოს ელვა ვენესუელაში

26b834662635

ვენესუელაში, იქ სადაც მდინარე კატატუმბო ჩაედინება მარაკაიბოს ტბაში, მუდამ ხდება ძალიან მისტიური და ლამაზი ბუნებრივი მოვლენები.

771b3993044b

კატატუმბოს ზემოთ ღრუბელი წელიწადში მილიონობით ელვას ქმნის, რომელთა სიმძლავრე დაახლოებით 400 000 ამპერს შეადგენს. ელექტრონული განშტოებები დაახლოებით 10 კილომეტრის სიგრძისანი არიან. ისინი შეუჩერებლივ ცვლიან ერთმანეთს. თითქოს მათ ღრუბლიდან სპეციალურად უშვებს ვინმე თანმიმდევრულადო. ეს ფენომენი ოზონის შემქმნელია. ყველაზე საინტერესო ისაა რომ ეს ულამაზესი სანახაობა ყოველგვარი ხმაურის გარეშე ტარდება წელიწადში 145 დღის განმავლობაში დღეში ათი საათით. ელვა ჭექა-ქუხილის გარეშე.
6f7c88d5fd2f

ელვა აქ არა მხოლოდ შტორმისას არის, არამედ ჩვეულებრივ დღეებშიც.

ძირითადი მიზეზი ამ ულამაზესი ფენომენისა, მეცნიერების აზრით არის მეთანი, რომლითაც სავსეა ატმოსფერო ამ ადგილებში.

მდინარე კატატუმბო სანამ ჩაედინება მარაკაიბოში, გაივლის ჭაობს, რომლიდანაც გამორეცხავს დიდი რაოდენობით ორგანულ ნივთიერებებს. სწორედ მათ გამო ხდება ღრუბლების წარმოქმნა, რომლებიც იონიზირებულნი არიან მეთანით. შემდეგ ისინი უფრო და უფრო დიდ სიმაღლეებსიპყრობენ, სადაც ეჯახებიან ძლიერ ქარს. მეთანი ასუსტებს ჰაერის იზოლაციურ თვისებას ღრუბლებში და იწვევს ელვის გახშირებულ წარმოშობას.

1595 წელს, როდესაც სერ ფრენსის დრეიკი აპირებდა ქალაქ მარაკაიბოს შტურმით აღებას, გადაწყვეტილი ჰქონდა თავს დასხმოდა ქალაქს უკუნით ღამეში, მაგრამ ქალაქის მცველებმა შენიშნა მისი ჯარი, როდესაც უზარმაზარმა ელვამ ყველაფერი გაანათა ირგვლივ.
2e58579e28ec

კატატუმბოს ელვაზე ყვება ლოპე დე ვეგა თავის ეპიკურ პოემაში “ლა დრაგონეტა”-ში (1597).

პრუსიელი მკვლევარი ალექსანდერ ფონ ჰუმბოლდი აღწერს კატატუმბოს ელვას, როგორც “ელექტრონულ აფეთქებებს”.

ნამდვილად საოცარია ადევნო თვალი ესეთ ულამაზეს სანახაობას.
9ad7904ba26c
b7b690fb5c01
f77621003b2f
78bd74b383b8
585c2efe6331
e9cd888134c4
2943a88a64d9

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button
Close
Close